სიკეთეს ვუწოდებთ იმას, რასაც ვირჩევთ მისივე გულისთვის და არა სხვა რაიმე მიზნით. რაც სურს ყველას ან რასაც ყველა მოინდომებდა – ყველა ის, ვისაც ექნებოდა გონება და აზროვნება. სიკეთეა ისიც, რაც ქმნის და იცავს სიკეთეს ან რაც იწვევს მას… სიკეთე არის ის, რასაც თითოეულს მისი გონება უკარნახებს… ადამიანს, რომელიც მას ფლობს კარგი განწყობა აქვს და კმაყოფილია. სიკეთეა სიკეთის მოპოვება და ბოროტების ...

ფილოსოფოსები და მეცნიერებები თანხმდებიან, რომ მეგობრობა ადამიანური ბედნიერების მნიშვნელოვან ელემენტს წარმოადგენს. პიგლიუჩი წერს: „ ბედნიერება „დიდი ხუთი“ პიროვნული თვისების ზეგავლენის ქვეშაა: კეთილსინდისიერების, თანხმობის, ექსტროვერტულობის, ნეიროტიზმისა და გახსნილობის. კვლევებმა აჩვენეს, რომ არ აქვს მნიშვნელობა თუ რამდენი მეგობარი გვყავს, მთავარია თუ რა ურთიერთობა გვაქვს მათთან: „კარგი მეგობრობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად მეგობრული  ხარ და რამდენად სწორად შეგიძლია საკუთარი თავის შეფასება.“ მეგობრობის ერთ-ერთი ...

1. ყველაზე დიდი რამ, რაც მცირეში არის მოთავსებული – საღი გონებაა ადამიანის სხეულში. 2. ბედნიერების მიღწევა ადამიანის ცხოვრების მიზანი და მნიშვნელობაა, ადამიანის არსებობის ყველაზე მთავარი სურვილი. 3. არის ისეთი სამსახურები, სადაც ადამიანებს არ შეუძლიათ უმწიკვლონი იყვნენ. 4. საკუთარი თავის შეცნობა ყოველგვარი სიბრძნის დასაწყისია. 5. მხოლოდ მას მივიჩნევ გაბედულად, ვინც სურვილებს სძლევს და არა საკუთარ მტრებს. ყველაზე რთული ტრიუმფი საკუთარ თავზე ...

რომელია სიცოცხლის საუკეთესო გზა და როგორ მივანიჭოთ ცხოვრებას მნიშვნელოვნება? არისტოტელეს თვალსაზრისით, საგნის მნიშვნელობის განსაზღვრა, მხოლოდ მისი დანიშნულების გააზრებით შეიძლება. მაგალითად, წამლის მნიშვნელობის გააზრებისთვის აუცილებელია ვიცოდეთ, რომ მისი დანიშნულება ავადმყოფის განკურნებაა. ცხოვრებისეული მიზნები ერთიმეორეს ექვემდებარებიან, მაგალითად თუ ახლა სამედიცინო სტუდენტის მიზანია ექიმი გახდეს, მასზე უფრო აღმატებული მიზანი (ანუ რისთვისაც ის ზემოთხსენებულ მიზანს მისდევს) ავადმყოფ ადამიანთა დახმარებაა. თუმცა შეიძლება არსებობდეს მასზე მაღალი ...