პროსოციალური ქცევის ინტენსიურ კვლევებს ბიძგი მისცა აღმაშფოთებელმა ფაქტმა, რომელიც მოხდა ნიუ იორკში 1964 წელს. შემთხვევამ ფართო საზოგადოების ყურადღება მიიქცია. ქეთი გვიან საღამოს სამუშაოდან ბრუნდებოდა სახლში. მოულოდნელად მას თავს დაესხა ხულიგანი, რომელმაც ნახევარი საათის განმავლობაში ქეთის რამოდენიმე ჭრილობა მიაყენა დანით. ქეთი ყვიროდა, ითხოვდა შველას, მაგრამ მას არავინ გამოესარჩლა. ძიებამ დაადასტურა, რომ ახლო მდებარე სახლიდან 38 მაცხოვრებელი ფანჯრიდან უყურებდა ქეთის ბრძოლას კრიმინალთან, ...