აკა მორჩილაძე საკუთარი წიგნების შესახებ „მოთხრობებსაც აღარ ვწერ – თუ დრო მაქვს, მირჩევნია, დიდი წიგნი დავწერო. ეს მანიჭებს სიამოვნებას“ (აკა მორჩილაძე) „ზოგიერთი წიგნი ისეთია, მკვეთრი ამოცანაა დასახული და იცი, ერთ კვირაში დაწერ. საერთოდ, ეგრე, ჩაჯდომით წერა მიყვარს, რადგან თითქმის ყველაფერი წინასწარ მაქვს მოფიქრებული. მაგალითად, „ძველი გულებისა და ხმლისა“ ერთ კვირაშია შექმნილი. იქამდე სადღაც ვიყავი წასული და რაღაც სქელტანიანი დავწერე. იმ ...

სულ მინდოდა ამათზე დამეწერა.იმიტომ, რომ მგონია, ასეთი ადამიანები რატომღაც აღარ იბადებიან და ასე არც კვდებიან. საერთოდ, იშვიათი რამეა ასეთი მოდგმა. ეს იყო საოცარი ოჯახი, რომელიც წარმოდგებოდა კაცისგან, ვისი ნამდვილი სახელიც მისავე მშობლიურ ენაზე ჟღერდა როგორც პადრაიგ მაკ აიდ ო პრონტეი. ანუ პატრიკი, ვაჟი კაცისა, რომლის პირველი სახელიც იყო ცეცხლი, შვილიშვილი ქალებისა, რომელთა პირველი სახელია საუკეთესონი. მგონი, რაღაც ასეთია. გელურ ენაში ...

“ქუთაისზე როგორ უნდა დავწერო, ქუთაისს ისეთი მწერლები ჰყავს. ქუთაისი ისე მიყვარს, რომ იქ არც მიცხოვრია. ერთ ღამეზე მეტი, გადაბმულად არც არასდროს გამითევია. დღემდე ვერ ავუღე ალღო ქალაქის გეოგრაფიას. ანუ, მარტო რომ შევიდე, ეგებ გასასვლელს ვეღარც ვუწიო. შესასვლელი ვიცი, მარცხნივ კვახჭირი დარჩება. ძველი შესასვლელიც ვიცი, ურიცკის ქუჩით. არსებობს ახლა ძველი შესასვლელი? ეგ სამწუხაროდ აღარ ვიცი. ანდა რა მნიშვნელობა აქვს? ქუთაისში არ ...

აკა მორჩილაძე, თავის საავტორო გადაცემაში, ილია ჭავჭავაძის ცხოვრების საინტერესო დეტალების შესახებ მოგვითხრობს. ...