– შეყვარებული მართლა არა ხარ? – არა, მაგრამ, გინდაც ვიყვე, სიყვარული რა დარდია. – როგორ არა, სიყვარული ყველაზე დიდი დარდია. – შენ შეყვარებული ხარ? – ვიყავი. – მერე? – გზაზე ყაჩაღები დახვდნენ და გააუბედურეს. იმან ჯერ არაფერი თქვა, ერთი დღე იჯდა და უხმოდ მიყურებდა. ვკითხე, რა დაგემართა _ მეთქი. არაფერი არ მითხრა. მერე მოვიდა და მუხლებზე მაკოცა. მე იქვე ჩავიხვიე. ...