შოთა გულბანი – #წარმატება არის…

შოთა გულბანი – ტელეწამყვანი, ახალგაზრდა ფინანსისტთა ასოციაციის პრეზიდენტი

წარმატება ნებისმიერი ადამიანისთვის ძალიან ინდივიდუალური ცნებაა. ზოგისთვის ეს არის ბედნიერი ოჯახი, ზოგისთის ბევრი ფული, ვიღაცისთვის აღიარება და გავლენა. პირადად ჩემთვის წარმატება ბევრ რამესთან ასოცირდება, თუმცა პრაგმატულობის ჩარჩოს არასდროს ვცდები და წარმატებას ყველაზე მეტად მაინც მატერიალურ კეთილდღეობასთან ვაკავშირებ, რომელიც რათქმაუნდა საკუთარი შრომით უნდა გქონდეს მოპოვებული. წარმატებულად ჩავთვლი ადამიანს, რომელსაც ჯეკპოტით ან მემკვიდრეობით არ აქვს მიღებული ქონება, თუმცა წელიწადში მინიმუმ ორჯერ შეუძლია მსოფლიოს რომელიმე კურორტზე დასვენება, 30 წლის ასაკში უკვე შეძენილი აქვს საკუთარი სახლი და მანქანა და ქალაქგარეთ დაჩის მშენებლობისთვისაც ემზადება. აქვს თავისი წარმატებული საქმე და გასაფართოვებლად ინვესტორების ძიებაშია, შეუძლია ნებისმიერ დროს ფინანსურად დაეხმაროს ნათესავს ან მეგობარს და ბოლობოლო სასურველი სასიძოების ტოპ ოცეულში მაინც შედიოდეს, ეს ხუმრობით რათქმაუნდა. თუმცა სანამ აქამდე მოვიდოდა უამრავ ორგანიზაციაში იმუშავა სტაჟიორად, ბევრი იშიმშილა, პირად ცხოვრებაზე უარი თქვა, ასკეტურად იცხოვრა, ბანკიდან სესხი არ აიღო მანქანის საყიდლად, ბევრი რამ მოიკლო და იბრძოლა იმისათვის, რომ ამ კონდიციამდე მოსულიყო. შეიძლება ითქვას, რომ მან უკვე იცის წარმატების და საკუთარი მონაპოვარის ფასი და შეუძლია განაგრძოს ბედნიერი ცხოვრება. ვფიქრობ, რომ ქართულ რეალობაში სწორედ მსგავსი წარმატება არის აღსანიშნავი.

დაეხმარეთ პროექტს განვითარებაში

დონაცია

შოთა გულბანი – ტელეწამყვანი, ახალგაზრდა ფინანსისტთა ასოციაციის პრეზიდენტი წარმატება ნებისმიერი ადამიანისთვის ძალიან ინდივიდუალური ცნებაა. ზოგისთვის ეს არის ბედნიერი ოჯახი, ზოგისთის ბევრი ფული, ვიღაცისთვის აღიარება და გავლენა. პირადად ჩემთვის წარმატება ბევრ რამესთან ასოცირდება, თუმცა პრაგმატულობის ჩარჩოს არასდროს ვცდები და წარმატებას ყველაზე მეტად მაინც მატერიალურ კეთილდღეობასთან ვაკავშირებ, რომელიც რათქმაუნდა საკუთარი შრომით უნდა გქონდეს მოპოვებული. წარმატებულად ჩავთვლი ადამიანს, […]


თუ გიყვართ ჩვენი ონლაინ ჟურნალი და ფიქრობთ, რომ პროექტი მხარდაჭერასა და განვითარებას საჭიროებს, შეგიძლიათ ჩაებათ პროექტის განვითარებაში და გახდეთ მისი ფინანსური მხარდამჭერი. აირჩიეთ ოდენობა და დააკლიკეთ ღილაკს "დონაცია"
  • 5 ლ
  • 10 ლ
  • 20 ლ
  • 50 ლ
  • 100 ლ

ოთხი მოტივი
სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი