გვანცა გორდეზიანი – #წარმატებაარის…

გვანცა გორდეზიანი, პროდიუსერი

წარმატებაა, როდესაც სიხარულით ვაკეთებ იმ საქმეს, რომელიც მაძლევს უამრავ დადებით ემოციას და არასოდეს მღლის. ჟურნალისტიკა არის თავისუფალი ადამიანების პროფესია და ამ პროფესიიის წყალობით, ამ სფეროს წარმომადგენლებს გვჯერა, რომ „ქვეყნის მაჯისცემაზე გვიდევს ხელი.“ გასულ წლებში, როცა პოლიტიკური ვითარება საკმაოდ დაძაბული იყო, ვმუშაობდი ტელეკომპანია „მაესტროში“. ამ პერიოდში შევხვდი უამრავ საინტერესო ადამიანს, ასეთი ენთუზიაზმით არასოდეს მიმუშავია. მე და ჩემი მეგობრები მუდმივად ვგრძნობდით მაყურებლის მხარდაჭერას და სიყვარულს. ხშირად ვამბობ, რომ იმ წლებმა მთლიანად შეცვალა ჩემი ცხოვრება და კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ წარმატების მისაღწევად საჭიროა ბევრი შრომა და შენი საქმის უზომო სიყვარული.

დაეხმარეთ პროექტს განვითარებაში

დონაცია

გვანცა გორდეზიანი, პროდიუსერი წარმატებაა, როდესაც სიხარულით ვაკეთებ იმ საქმეს, რომელიც მაძლევს უამრავ დადებით ემოციას და არასოდეს მღლის. ჟურნალისტიკა არის თავისუფალი ადამიანების პროფესია და ამ პროფესიიის წყალობით, ამ სფეროს წარმომადგენლებს გვჯერა, რომ „ქვეყნის მაჯისცემაზე გვიდევს ხელი.“ გასულ წლებში, როცა პოლიტიკური ვითარება საკმაოდ დაძაბული იყო, ვმუშაობდი ტელეკომპანია „მაესტროში“. ამ პერიოდში შევხვდი უამრავ საინტერესო ადამიანს, ასეთი ენთუზიაზმით არასოდეს […]


თუ გიყვართ ჩვენი ონლაინ ჟურნალი და ფიქრობთ, რომ პროექტი მხარდაჭერასა და განვითარებას საჭიროებს, შეგიძლიათ ჩაებათ პროექტის განვითარებაში და გახდეთ მისი ფინანსური მხარდამჭერი. აირჩიეთ ოდენობა და დააკლიკეთ ღილაკს "დონაცია"
  • 5 ლ
  • 10 ლ
  • 20 ლ
  • 50 ლ
  • 100 ლ

ოთხი მოტივი
სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი