დავით ქარცივაძე – #წარმატებაარის…

დავით ქარცივაძე – „კინგსის საქართველოს “ აღმასრულებელი დირექტორი

წარმატებაა შეძლო მოუსმინო საკუთარ თავს, საკუთარ შინაგან სამყაროს, გაიგო რა არის შენი ნამდვილი ფასეულობები და შეძლო მიყვე მათ. ყური უგდო საკუთარ “გულისხმას”, გესმოდეს შენი შინაგარი სამყაროს და შენ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები იყოს შენი და არა მშობლების, მეზობლების, მეგობრების, უფროსების, დირექტორების… გაბედო შენი ფიქრით იფიქრო, შენი შინაგანი სამყაროდან ნაკარნახევი ნაბიჯები გადადგა…
წარმატებაა, როცა ჩვენ რთულ და არაპოპულარულ გადაწყვეტილებებს ვიღებთ, იმიტომ კი არა რომ “ასეა მიღებული”, უბრალოდ იმიტომ რომ ამის “არ გაკეთება” არ შეგვიძლია. ყველა ეს გადაწყვეტლება “ჩვენია” თავისი წარმატებითა და თუ წარმუმატებლობებით.
გაჭირვებაში გაძლება და სირთულეებთან გამკლავება მხოლოდ საკუთარ თავთან “ახლოს დგომით”, საკუთარი გულისხმის ყურისგდებით შეიძლება.
თუ ადამიანი შეძლებს გაუგოს საკუთარ თავს, გაბედოს საკუთარი ფიქრი იფიქროს, საკუთარი ნაბიჯები გადადგას “ეკლებიან გზაზე”, თუნდაც “ფეხშიშველმა” – ესაა წარმატება და სწორედ ესაა ნამდვილი ბედნიერება, რომელიც არ იზომება აუცილებლად ფულით, ქულებით და საზოგადო შეფასების კრიტერიუმი არ გააჩანია…

დაეხმარეთ პროექტს განვითარებაში

დონაცია

დავით ქარცივაძე – „კინგსის საქართველოს “ აღმასრულებელი დირექტორი წარმატებაა შეძლო მოუსმინო საკუთარ თავს, საკუთარ შინაგან სამყაროს, გაიგო რა არის შენი ნამდვილი ფასეულობები და შეძლო მიყვე მათ. ყური უგდო საკუთარ “გულისხმას”, გესმოდეს შენი შინაგარი სამყაროს და შენ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები იყოს შენი და არა მშობლების, მეზობლების, მეგობრების, უფროსების, დირექტორების… გაბედო შენი ფიქრით იფიქრო, შენი შინაგანი სამყაროდან […]


თუ გიყვართ ჩვენი ონლაინ ჟურნალი და ფიქრობთ, რომ პროექტი მხარდაჭერასა და განვითარებას საჭიროებს, შეგიძლიათ ჩაებათ პროექტის განვითარებაში და გახდეთ მისი ფინანსური მხარდამჭერი. აირჩიეთ ოდენობა და დააკლიკეთ ღილაკს "დონაცია"
  • 5 ლ
  • 10 ლ
  • 20 ლ
  • 50 ლ
  • 100 ლ

ოთხი მოტივი
სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი