1925 წელს ესპანეთში მყოფმა ერნესტ ჰემინგუეიმ ფრენსის სკოტ ფიცჯერალდისთვის მიწერილ წერილში ხუმრობით აღწერა თუ როგორ წარმოედგინა სამოთხე. გთავაზობთ წერილს. ძვირფასო სკოტ, ხვალ პამპლონაში მივდივართ. აქ კალმახზე ვთევზაობდი. როგორ ხარ? ზელდა როგორაა? იმაზე კარგად ვგრძნობ თავს ვიდრე ოდესმე მიგრძვნია – მას შემდეგ რაც პარიზიდან ჩამოვედი, ღვინის გარდა არაფერი დამილევია. ღმერთო, რა კარგი სოფელია. თუმცა, შენ სოფელი გძულს. კარგი, სოფლის აღწერას არ ...

ძმაო რეზო! მივიღე შენი ბარათი სწორედ იმ დროს, როცა შენთვის წერილის მოწერას ვაპირებდი და, ჰა, გწერ კიდეც. საყვედურს ვერ მივიღებ, ძმაო, არ დამვიწყებიხარ. სხვა?! საღამოებს მართავთ და მართავთ. ალიოშა მწერს, რეზო საღამოსთვის ემზადება, დატვირთულიაო. ჯაბუშანურის საღამო… ახლა შენგელიას საღამოც იქნება თურმე, მაგრამ ლექსებს თვითონ რომ ვერ წაიკითხავს?! თუმცა მერე რა, ჟაკი წაიკითხავს, ალბათ… მე ვარ საშუალოდ, არც იქით, არც აქეთ. ...

ხშირად გამიგონია ფრაზა-“ადრე სხვანაირად უყვარდათ საქართველოში!..”, რომელსაც მუდამ ირონიული ღიმილით ვისმენ. სიყვარული ყველა დროში სიყვარულია და ეპოქა მასზე არ აისახება.ის ან არსებობს,ან არა. ქართველი ხელოვანების,პოეტების სასიყვარულო ამბები უფრო რომანტიკულად გვეჩვენება, რადგანაც შემდეგ მათ შემოქმედებაში ვცდილობთ ამოვიცნოთ ეს ისტორიები. ქართველი პოეტის, ქალის,ნაზი კილასონიას ლამაზი ისტორია დიდად არ განსხვავდება ჩვეულებრივი, რომანტიკოსი მოზარდის ისტორიისგან,რომელსაც მასწავლებელი შეუყვარდა. ეს არის აღსარება, აღიარება ,უმისამართო წერილი.. როგორც ...

„ჩემო მედიკო, კი არ მაგონდები, მელანდები. რამდენჯერმე გამოვეკიდე კიდეც უცნობებს. გელოდი ქუჩაში, მეტროსთან, შენს სტუდიასთან და დარწმუნებული ვიყავი, რომ უნდა მეპოვნე. შემოვიარე ის ადგილები, სადაც მე და შენ ხშირად დავდიოდით და გვიყვარდა. ყველაფერი დამხვდა ძველებურად, ისევ ის ქუჩები, სახლები, თითქოს ვიტრინებშიც არაფერი შეცვლილა და ვგრძნობდი მაინც, რომ აღარ იყო აღარც ის ქუჩები, აღარც ის ხეები, აღარც ის სახლები. შენ წახვედი ...

,,მაგრამ ისიც ხომ იცი შენ ძალიან კარგად, ხომ დარწმუნებული ხარ გულის სიღრმეში, რომ მე არა ვარ ცუდი ადამიანი. მაშ, მაპატიე ამ ცოდნისთვის ჩემი ცუდი საქციელი, მაპატიე ყველაფერი ის, რისი პატიებაც არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. რომ ყველა მაქებდეს, შენც მაქებდე და სინამდვილეში კი გრძნობდე, რომ არა ვარ ამ ქების ღირსი, ჯობია – დამეთანხმე – გაგინებდნენ და არ იყო ამ გინების ღირსი, ...

გიორგი! შენ, კაცო, ჭკუაზე მეგონე და რას მწერ, რას ლაპარაკობ?! თუ ძმა ხარ, თავი დაანებე სისულელეებს! რა სულიერი დაღონება, რის სევდა, ანდა რა საქმეები გაქვს შენ აწეწილი?! ერთხელ და სამუდამოდ გეუბნები, ამისთანა სისულელეებს თავი დაანებე, თორემ დაგღუპავს. ბიჭო, ლექსების წერა ხომ არ დაგიწყია?! არ გამომჭრა ყელი! რაღაც ისე კაკანებ შენ, რომ ვერ არის კარგად შენი საქმე. ზევით-ზევით ნუ დაფრინავ, მიწაზე ...

1987 წლის 30 იანვარი გათენდა. 90 წელს მიტანებული დიდი ტრაგიკოსი მსახიობი საავადმყოფოში ინსულტის დიაგნოზით იწვა. მიუხედავად ასაკისა, ყველას უკვირდა – რა დაემართაო! ის იყო, მართლაც, უბერებელი ხელოვანი, მარად ახალგაზრდა, რომელმაც ამ ასაკშიც კი შეინარჩუნა სხივი და ელვარება მზერაში, თვალი არ დაუბერდა! ჯერ კიდევ 1986 წლის 1 სექტემბერს, 5 თვით ადრე გარდაცვალებამდე, მაშინდელი თეატრალური ინსტიტუტის სააქტო დარბაზში გაიმართა საზეიმო შეკრება მიძღვნილი ...

ალან რიკმანი- თეატრისა და კინოს ბრიტანელი მსახიობი. საკუთარი ტალანტით არა მარტო მაყურებელს, არამედ თავის კოლეგებსაც აღაფრთოვანებდა. მსახიობი 2016 წლის 14 იანვარს გარდაიცვალა, რაც მეგობრებისთვისა და კოლეგებისთვის მოულოდნელი დარტყმა აღმოჩნდა. დენიელ რედკლიფმა, რომელმაც ალანი „ჰარი პოტერის“ გადაღებებზე გაიცნო, ამ ტრაგედიის საპასუხოდ Google + პროფილში წერილი დაწერა. გთავაზობთ ამ წერილის თარგმანს: „ ალან რიკმანი, უსიტყვოდ ერთ-ერთი უდიდესი მსახიობია მათ შორის, ვისთან ერთადაც ...

მშვიდობით,ჩემო თოჯინავ! მე შენ მძინარეს გხედავ,მე შენთან ვარ,შენს სასიკვდილო სარეცელთან.შენ შავ-წითელი გრძელი ტუნიკა გაცვია ამოქარგული გრძელი ნაწილით.მგონი ყვავილებით ამოქალგული,მაგრამ მე მათ არ ვუყურებ…მე შენ გეუბნები adio! მშვიდობით…ეს ყველაზე ხანგრძლივი გამოთხოვებაა ამქვეყნად,ჩემო თოჯინა. ჩემო თოჯინა,მე ყოველთვის ასე გეძახდი.ყვავილებს კი არა,მხოლოდ შენს სახეს დავცქერი და ვფიქრობ,რომ ძალიან ლამაზი ხარ…ალბათ არასდროს ყოფილხარ ასეთი ლამაზი,როგორიც ახლა.კიდევ იმაზე ვფიქრობ,რომ ცხოვრებაში პირველად გხედავ ასეთ მშვიდსა და ...

ანიკუშა! გაზეთი და წერილი მივიღე, როდის დაიწყე ასეთი მოკლე წერილების წერა? შენ თუ ცუდ ხასიათზე ხარ, მერე მე რა დავაშავე? ცუდ ხასიათზე რომ იყავი, მაშინ უფრო მწერდი, მგონი, და ახლა რა მოგივიდა, ა? პასუხს მოგწერო, რას ქვია, პასუხს მომწერ… ხომ იცი, რომ მე მიყვარხარ და მიყვარხარ არა ისე, როგორც უყვართ, არამედ უფრო მეტად და სხვანაირად, ამიტომ ასეთი რამეები არ არის ...