ადამიანები ბრძენს ესტუმრნენ რათა საკუთარი პრობლემებზე დაეჩივლათ. მეორე და მესამე დღესაც იმავე პრობლემით მივიდნენ მასთან, სიტუაციას ეტყობოდა რომ პრობლემაზე საუბარი იყო მიზანი და არა გამოსავლის პოვნა. ერთ დღესაც ბრძენმა გადაწყვიტა მათთვის ხუმრობა მოეყოლა. ხუმრობაზე სტუმრება ბევრი იცინეს. რამდენიმე წუთის შემდეგ ბრძენმა ისევ იგივე ხუმრობა მოყვა. იმავე ხუმრობაზე მხოლოდ რამდენიმე მათგანს გაეღიმა. ბრძენმა მესამედაც მოყვა იგივე ხუმრობა, რაზეც აღარავის აღარ გაუცინია. ...

1.აღმოაჩინეთ თავიდან ვინ ხართ – თუ ჯერ კიდევ არ იცით რომ ხართ უნიკალური, თქვენ ხართ ერთადერთი ამ სამყაროში, რომლის ზუსტი ანალოგი არ არსებობს, თუ არ იცით რომ თქვენ უკვე ხართ ბედნიერი და ამ ბედნიერების გასაღები მხოლოდ თქვენ ხელშია, თუ თქვენ კიდევ არ გჯერათ რომ თქვენ ყველაფერი შეგიძლიათ რასაც წარმოიდგენთ, თუ არ გჯერათ რომ თქვენ უკვე გაქვთ ყველა რესურსი აისრულოთ ყველა ოცნება…. ...

ჯორჯ მაიკლი მუსიკოსი. მისი  მუსიკალური  კარიერა 1982 წელს   ჯგუფ  „Wham !”-თან  ერთადდაიწყო და ყველასთვის ცნობილი ჰიტები შექმნა, მაგალითად, „last Christmas”; “Wake me up  before  you go”; “Young guns”  და სხვა.შემდეგ  კი   გადაწყვიტა სოლო კარიერა გაეგრძელებინა და გამოსცა ალბომი „Faith”, რომელმაც გრემი აიღო ნომინაციაში -„წლის საუკეთესო ალბომი“.გამოცემიდან პირველივე კვირაში ამერიკაში მილიონობით ტირაჟით გაიყიდა. დღემდე მსგავსი შედეგი ვერც ერთმა ბრიტანელმა მუსიკოსმა ვერ ...

უოლტ დისნეი მხატვარი-მულტიპლიკატორი, ნოვატორი. გარდაიცვალა 65წლის ასაკში. “The Walt  Disney  Company”-ის დამფუძნებელი. მან შექმნა მსოფლიოში ცნობილი პერსონაჟები: მიკი მაუსი, ფიფქია და შვიდი ჯუჯა, კონკია, დონალდდაკი და სხვა მრავალი.  შექმნა პერსონაჟები,  რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ადგილას  შეიყვარეს და დააფასეს.  დისნეის 59 ნომინაციაში  22 ოსკარი  და  6 ემის ჯილდო აქვს მიღებული. „ მიკი მაუსი მიყვარს  ყველა ჩემს  ნაცნობ ქალზე მეტად.“ მე ვღელავ, როცა ...

ადამიანმა ბუნებაზე ზემოქმედება განვითარების საწყის ეტაპზევე დაიწყო, მაგრამ მასიური სახე ამან, ბოლო საუკუნის მიჯნაზე მიიღო. რაც უფრო ვითარდება კაცობრიობა მით უფრო იზრდება ადამიანის გარემოზე ზემოქმედების მასშტაბები, რასაც ხშირად ფატალური შედეგები მოაქვს. გარემოზე ადამიანის ზემოქმედების ერთ-ერთი მავნებლური ფორმაა – გარემოს დანაგვიანება. ბოლო რამდენიმე წელია ინტერნეტ და ტელე სივრცეში აქტუალური გახდა სოციალური პროპაგანდა დანაგვიანების წინააღმდეგ. სულ უფრო მეტი ადამიანი ერთიანდება გარემოს დანაგვიანების წინააღმდეგ, ...

მსახიობი, სოლსბერი, კონექტიკუტის შტატი როდესაც ჩემი სურათი ჟურნალ „ტაიმსის“ გარეკანზე განათავსეს, საერთოდ არაფერი მიგრძვნია. მათ ხომ წელიწადში 52 ყდა აქვთ, რომელიც ვიღაცის სურათებით უნდა გაივსოს. მაგრამ, როდესაც იმავე ჟურნალის ყდაზე ჩემი მეზობლის სურათი ვნახე, რომელიც მომუშავე დედებზე დაბეჭდილი სტატიის გამო მოხვდა იქ, ისეთი შეგრძნება დამეუფლა, რომ ცნობილი ადამიანის მეზობელი ვიყავი. მშობლები ბავშვობიდანვე მეუბნებოდნენ, რომ მშვენიერი ვიყავი, მაგრამ დეიდა ჯეინს მაშინ ...

მსახიობი, 47 წელი, აშშ ხშირად, ჩამოყალიბებაში გეხმარება არა უდიდესი მასწავლებელი, არამედ პირიქით – მისი არარსებობა. ის მომენტები, როდესაც გაიგნორებენ, ბევრად მნიშვნელოვანია იმაზე, როდესაც გაქებენ. ყველაზე ნაკლებად მინდოდა, გამეტარებინა ეს დილა ჩემზე საუბრით. ვცდილობ, ვილაპარაკო ძალიან ცოტა, იმიტომ, რომ, საბოლოო ჯამში, ძალიან მალე მბეზრდება ჩემი თავი. საკმაოდ ხშირად, ხალხი მთვლის იმად, ვინც არ ვარ. ბევრი მთვლის უხეშად. ალბათ, იმიტომ, რომ მაღალი ...

არაფერი მოითხოვო, ნურაფერს ელოდები და ყველაფერი მშვიდად მიიღე. რასაც ამბობს, ან ფიქრობს ჩემზე ხალხი, მე არ მეხება. მე ისეთი ვარ, როგორიც ვარ, და ვაკეთებ იმას, რასაც ვაკეთებ, უბრალოდ, სიამოვნებისთვის ჩვენს შორის საუკეთესოები გვიან ვითარდებიან. სკოლაში იდიოტი ვიყავი, არაკომუნიკაბელური ადამიანი – სხვა ბავშვები არ მაინტერესებდა. ახლა ამას უწოდებენ ყურადღების დარღვევას. მე კი, უბრალოდ, დეგენერატი ვიყავი. მაგრამ, ზუსტად ამიტომ გავხდი მსახიობი. ჩემი ...

მსახიობი, 51 წლის, ლოს-ანჯელესი „ფული არ გიყიდის ბედნიერებას, მაგრამ გიყიდის იალქანს, რომლითაც მის საძებნელად გაეშურები.“ მეჩვენება, რომ ჩემი ნამდვილი სახელია ოსმონდი. მე უცნაური ბავშვი ვიყავი. თავიდან მინდოდა, ვყოფილიყავი ბრიუს ლი, ხოლო შემდეგ – დენიელ ბუნი. ახალგაზრდობაში გამყიდველად ვმუშაობდი, მაგრამ ცოტა ხნით. მგონი იმიტომ, რომ მიყვარდა თქმა: „მისმინეთ, თქვენ საერთოდ არ გიხდებათ ეს კოსტიუმი.“ ჩემი ცხოვრება ისეთია, როგორიც არის, ტიმის წყალობით. ტიმ ...

მსახიობი, 39 წლის, ლოს-ანჯელესი ტატუები, სისხლი და შრამები – აი, რისგან ვარ შექმნილი. მე არ მჭირდება ფსიქოანალიტიკოსი. როლები, რომლებსაც ვირჩევ, არის ჩემი ფსიქოანალიტიკოსი. როდესაც ყველა გოგო ოცნებობდა ბალერინობაზე, მე მსურდა, ვყოფილიყავი ვამპირი. ყველა თვლის, რომ აღსავსე ვარ ბნელი საიდუმლოებებით და გატაცებული ვარ სიკვდილის იდეით. მაგრამ, თუ მე მომწონს სიკვდილზე ფიქრი, მხოლოდ იმიტომ, რომ ყველაზე მეტად ვაფასებ სიცოცხლეს. არ მეშინია სისხლის ...