არსებობს დავიწყებული კულტურები, ასევე კულტურები, რომლებიც მკვდარია, მაგრამ ცხოვრობენ უნივერსიტეტებში, მეცნიერების მოწადინებით. არსებობს დიადი კულტურები, რომლებიც აღარც მაგალითად ჭირდება ვინმეს, რადგან ძალიან მაღალი სტანდარტი აქვთ და მათთან მიუწვდომლობის აშკარა სურათი უხერხულობას ქმნის. მრავალ ასეთ სიკვდილ-სიცოცხლესა და სიიოლე-სირთულეში არსებობენ ძველი, დღევანდელი სამყაროსთვის ან სრულიად უცნობი, ან ერთეულ მოყვარეთათვის ნაცნობი კულტურები, რომლებიც არ მომკვდარან და რაღაც მაღალი საოცრებების წყალობით მოვიდნენ 21-ე საუკუნემდე. ...

ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მამანო და დედანო, ძმანო და დანო, მკვიდრნო საქართველოისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო, “შვილო, თუ უფალს მიეახლები სამსახურად, განსაცდელისათვის გაამზადე თავი… ოქრო ცეცხლში გამოიცდება, უფლის სათნონი კი,- მორჩილების ქურაში” ქრისტე აღდგა! გვესმის ყოვლადწმინდა მარიამის, მარიამ მაგდალინელისა და სხვა მენელსაცხებელე დედათა გულანთებული, სულისშემძვრელი ძახილი: ქრისტე აღდგა! სიხარულით აღვსილნი ადასტურებენ წმინდა მოციქულნი, – პეტრე და იოანე და ...

ამ სტატიის დაწერას ინგლისურად ვაპირებდი (ეხლაც ვაპირებ) და პრომეთე სცენაზე მხოლოდ ინგლისურენოვანი აუდიტორიისთის შემოდის. ქართველებს კი, პრომეთეს სრულყოფილი ჩამნაცვლებელი (perfect substitution) (როგორც ეკონომისტები იტყვიან) – ამირანი გვყავს. ამირანი კავკასიის მაღალ ქედზეა მიჯაჭვული, ყვავ-ყორნები ეხვევა, მაგრამ დროებითი თემაა, ვინაიდან დრო მოვა და ვაჟასეულად რომ ვთქვათ ყვავ-ყორნების ბუნტყლი გაიშლება და გაიფანტება ველადა, სავარაუდოდ ან კოლხეთის დაბლობზე ან აღმოსავლეთის ბარში, სხვაგან ჩვენთან ხომ ...

ვინ ჩაითვლება ნამდვილ ევროპელად?   რა ჩაითვლება ევროპულ ფასეულობად? რა წარმოადგენს  ხიდს  საქართველოსა და ევროპულ სახელმწიფოებს შორის? როცა ევროპულ ღირებულებებზე ვიწყებ მსჯელობას მას განვიხილავ როგორც ერთიანობის იდეას და ცივილიზაციის კერას. ჩვენ ქართველები უძველესი ერი, მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მქონე ქვეყანა ვართ. ჩვენს თავზე ფრიალებს დროშა სიტყვებით ‘’თავისუფლება’’. თითქოს ამ სტატუსისათვის ბრძოლამ ერთ ადგილზე გაგვყინა და გაახუნა ჩვენი ფერები  რუკაზე. პირველი ნაბიჯები ჯერ კიდევ ...

ჩემო საყვარელო მეგობრებო! თითქმის წელიწადია, რაც ჩემი ფეისბუკის გვერდი დავხურე და ამის მიზეზიც იქვე გაცნობეთ. მაშინ ვფიქრობდი, რომ როდისმე ისევ დავბრუნდებოდი, რომ თქვენთვის ჩემი სულიერი ცხოვრების გამოცდილების ახალი დეტალები გამეზიარებინა, მაგრამ, ვფიქრობ, სხვადასხვა მიზეზით, უახლოეს მომავალში ეს არ მოხდება. ამ წერილს კი ვწერ, როგორც ერთგვარ ანდერძს და მასში იმ ერთადერთ საკითხს მინდა შევეხო, რომელსაც აქამდე არასოდეს შევხებივარ – ჩემი სამშობლოს ...

მე -19 საუკუნის თურქეთში რომ მეცხოვრა , ალბათ მაშინაც ასეთივე ზღვას გადავიღებდი. ჩუმს , მონაცრისფრო-მოცისფროს , მიტოვებულსა და მდუმარეს , თუმცა მაინც იმედით სავსეს. იმ იმედით სავსეს , რომელიც გზაარეულ გემს გზას აპოვნინებს , მიტოვებულ ბერიკაცს პატრონს გამოუჩენს , შრომისგან დამჭკნარ თითებს კი უკანასკნელ წუთებში შვებას მოუტანს . როცა ამ ფოტოებს ვუყურებ , ვფიქრობ რატომ რჩება ,ცხოვრების გარკვეული კადრები , ...

რას ვეტყვი მე ჩემს ქვეყანას – კახი კავსაძე   ...

ბოლო დროს ხშირად ვხვდებით სტატიებს “წამართვით ქართველობა”, “მრცხვენია რომ ქართველი ვარ” და მსგავსი შინაარშის მქონე ქართველობის გამკილავ სტატუსებს და პოსტებს. სწორედ მათმა სიმრავლემ გადამაწყვეტინა დამეწერა სტატია. განმეხილა და განმემიჯნა ერთმანეთისგან ქართველობა, ქართული ადათები და ქართული სიჯიუტე, რომელსაც დღეს-დღეობით სწორედ ასეთივე სიჯიუტით უძახიან და უწოდებენ “ქართველობას”. რომელშიც უფრო დედიკოსგან გაზულუქებულ, ღიპიან კაცებს ვხედავ ვიდრე იმ ნამდვილ ვაჟკაცებს რომლებიც ქვეყნის სიამაყე და ...

27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა, წელს დევნილობის 23 წელი შესრულდება… ომი 1992 წლის 14 აგვისტოს მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციული საზღვარი გადაკვეთეს. ომი 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა. ტრაგედიამ 20 000-დან 30 000-მდე ეთნიკური ქართველი შეიწირა, ხოლო 300 000-ზე მეტი დევნილად აქცია  საკუთარ სამშობლოში. მიუხედავად იმისა, რომ პატარა ვიყავი,  სოხუმში გატარებული დღე ჩემი მეხსიერებიდან არასდროს წაიშლება. დედას სამსახურში ...

ხვალ, 18 მაისს, განკითხვის დღეა. განკითხვის დღე იმისი თუ, – ვინ უნდა მოუაროს, ვინ უნდა უპატრონოს ტფილისს ამ ოთხს წელიწადს და ვინ უნდა იზრუნოს და ისაქმოს ადამიანურის გულისტკივილითა და გულმოდგინებით ჩვენის კეთილდღეობისათვის, ჩვენის ავკარგიანობისათვის. კანონმა ნება მოგვცა ჩვენს დედაქალაქს ჩვენვე მოვუაროთ, ჩვენვე ვუპატრონოთ ამ მხრით. ჩვენც საკმაო ხარჯს ვიხდით, რომ ეს პატრონობა, ეს მოვლა ყინულზე დაწერილი თამასუქი არ იყოს, ხარჯიც ...