მე ვინ მომცა მაგის ბედი? ცხოვრებაში ვერაფერს მივაღწიე! ყელს ზევით ამოვიდა ეს უიღბლობა… ალბათ, ცხოვრებაში ერთხელ მაინც წამოგვცდენია ნებით თუ უნებლიედ მსგავსი საყვედურებით სავსე ფრაზები. ყოევლთვის ვეძებთ დამნაშავეს სხვაში ან რაღაცაში რაც ჩვენს უსუსურობას ამართლებს. გინდა? მიიღე. გსურს? დაიმსახურე. ეძებ? იპოვე. გინდა გჯეროდეს? დაიჯერე. ცხოვრების ორომტრიალს შენი სადარდებელს ნუ დაუმატებ მას თავის სადარდებელიც ეყოფა, რომ ამდენი ადამიანია ამქვეყნად და თითოეულის ...

თითოეული ჩვენთაგანისთვის კარგად ცნობილია,რომ სამყაროში ოცნებებს ნამდვილად აქვთ ჯადოსნური ძალა და სწორედ ამიტომ მეოცნებე ადამიანები აღწევენ კიდეც წარმატებას და აქვთ განსაკუთრებული მიღწევები. შესაბამისად მინდა დღევანდელ სტატიაში ვისუაბრო იმის შესახებ, თუ რატომ არიან მეოცნებე ადამიანები საუკეთესო მოტივატორები და როგორ გვეხმარება ოცნება დავიპყროთ სასურველი მწვერვალები და გავხდეთ სხვებისთვის მისაბაძი ადამიანები. პირველ რიგში აღსანიშნავია,რომ მეოცნებე ადამიანებს უყვართ ოცნება.ოცნების საშუალებით ხედავენ მწვერვალებს,რომელთა დაპყრობაც თითოეულ ...

პრობლემა, რომელიც ყოველდღიურად მაწუხებს,მიქმნის დისკომფორტს,მიძნელებს ცხოვრებას არის საზოგადოების ცივი და დამცინავი მოპყრობა შშმ პირთა მიმართ. როდესაც საზოგადოება ხედავს ასეთ პიროვნებას მათი სახის მიმიკები ძალიან საინტერესოა, გაკვირვება, შიში, გულგრილობა, თანაგრძნობა. ამ მიმიკების დანახვისას ყოველთვის მიტრიალებს კითხვები, ნუთუ ეს ადამიანები განუვითარებლები არიან? ნუთუ ვერ ხვდებიან, რომ მათი საქციელები ამ პიროვნებას თავს განსხვავებულად აგრძნობინებს და ეს იწვევს მათში ხშირ შემთხვევაში დეპრესიას? დღესდღეობით მსოფლიოში ...

„ოგუსტ რაში“   ირლანდიელ გიტარისტს და ამერიკელ მევიოლინეს  შეუყვარდებათ ერთმანეთი,მაგრამ რაღაც პრობლემის გამო მოუწევთ დაშორება. მათ პატარას კი  მშობლების ნებართვის გარეშე  თავშესაფარში აგზავნიან ოჯახის „კეთილისმსურველები“. წლების შემდეგ პატარა ბიჭი გადაწყვეტს მშობლების მოძებნას.იგი დარწმუნებულია რომ თუ დაკვრას არ შეწყვეტს თავისი მშობლები ამით იცნობენ და იპოვნიან.მართლაც,რომ ბიჭუნას ყველა ოცნება სრულდება  და ის მთელი სამყაროს გაოცებას შესძლებს. ფილმი არის დრამა ზღაპრული ელემენტებით,რომელიც მაყურებელს კიდევ ...

გაიცანით, Tim Hadley, Pekin Community School-ის სკოლის დირექტორი, რომელმაც მოსწავლეს თხოვა მისთვისაც გადაეპარსა თმა. “თქვენ ალბათ, იცით რომ ჯეკსონმა თმა გადაიპარსა. ეს მისი ბაბუის, რიკის საპატივცემულოდ გააკეთა, რომელსაც კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. მე, ასევე გავიგე მის მიმართ ამ კლასში რამოდენიმე თქვენგანის დაცინვითი კომენტარი მისდამი, რომ ის ახლა სხვანაირად გამოიყურება. ჩემთვის ეს ორი რამის გამოა მიუღებელი! პირველ რიგში მე ვარ ჯექსონის ამ ...

ყოველთვის, როცა ფიქრობ, რომ ცა თავზე დაგემხო და ეს დასასრულია, იცოდე, ზუსტად ეს არის დასაწყისი. დასაწყისი და დასასრული ერთმანეთთან უხილავი ჯაჭვით არის გადბული, ერთი მეორესგან გამომდინარეობს, რაღაც თუ მთვარდება, ეს მხოლოდ იმიტომ ხდება, რომ უკეთესი დაიწყოს. ყოველთვის, როცა გგონია მარტო ხარ და გვერძე არავინ გყავს, ზუსტად მაშინ ხარ ყველაზე ბედნიერი, რადგან საშუალება გეძლევა საკუთარ თავთან მარტო დარჩენის, ამ დროს ახედე ...

ალის სახელოსნოდან გამოაქვს თავისი დის – ზაჰრას ფეხსაცმელი, მაგრამ გზაში კარგავს. ეს, გოგონას ერთადერთი ფეხსაცმელი იყო, მამას კი ახლის ყიდვის შესაძლებლობა არ აქვს. გადაწყდა, რომ ბავშვები ალის ფეხსაცმელებს ჩაიცვამენ რიგ-რიგობით. ძმამ რომ სკოლაში დროულად მისვლა მოასწროს, ზაჰრამ სახლამდე მთელი გზა უნდა ირბინოს. ალი გადაწყვიტავს სკოლების შეჯიბრში მიიღოს მონაწილეობა, რათა მესამე ადგილზე გავიდეს და მოიგოს პრიზი – სპორტული ფეხსაცმელი, რომელსაც თავის ...

არ არსებობს მოცებულობა , რომელიც ბოლომდე მოერგება შენს სულიერ მოთხოვნილებებს , შენს ათასჯერ გაცხრილული შეგრძნებების კორიანტელს . უბრალოდ , უნდა დაიჯერო , უნდა ირწმუნო , რომ განწყობას მართავ შენ და არავინ სხვა ! თუმცა თქმა მარტივია , შესრულება კიდევ უდიდეს ძალისხმევასა და საკუთარ თავზე დაუსრულებელ მუშაობას მოითხოვს . ზოგჯერ სევდა მწარედ გვიჭერს მარწუხებს და გულის რომელიღაც კუნჭულში იმედის პატარა ნაკვერჩხალიც ...

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ გაერთიანებული ერების 2006 წლის კონვენციის პირველი მუხლის თანახმად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს მიეკუთვნებიან პირები, ფიზიკური, ფსიქიკური, ინტელექტუალური ან სენსორული მყარი დარღვევებით, რომელთა ურთიერთქმედებამ სხვადასხვა დაბრკოლებებთან შესაძლოა ხელი შეუშალოს ამ პირის სრულ და ეფექტურ მონაწილეობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში, სხვებთან თანაბარ პირობებში. შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს!!! ამას ყოველდღიურად ამტკიცებენ თუნდაც პარასპორტსმენები, სხვებზე რომ არაფერი ვთქვათ. მაგრამ ეს ...

“შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს, არსებობს მიზანი, სურვილი და გამბედაობა”. სწორედ ეს დევიზი შეეფერება პიროვნებას, რომელზეც გადავწყვიტე  გიამბოთ. სამყაროში ადამიანის მიერ დაუძლეველი საქმე არ შეუქმნია უფალს. ყველაფერი მიღწევადია და სურვილის განხორციელებაში ხელს არაფერი გვიშლის თუ ეს,რა თქმა უნდა,სათანადოდ გვინდა! გურამ ზურაბიანი,უბედური შემთხვევის შედეგად,ეტლით მოსარგებლე საკმაოდ ახალგაზრდულ ასაკში გახდა, მაგრამ მიუხედავად ამისა მას არც მიზანი და არც ცხოვრების იმავე რიტმში გაგრძელების სურვილი ...