წარმატება  კმაყოფილების შინაგანი განცდა მგონია. ყველაზე მეტად ეს გრძნობა მქონია იმ დღის ბოლოს როდესაც ვიღაცას მივეხმარე, ბევრი კარგი საქმე გავაკეთე, მაგალითად: თუკი პაციენტი მოვიდა და მეუბნება რომ კარგად არის, მაშინ ვგრძნობ თავს წარმატებულად, როცა ჩემი მეგობარი მირეკავს იმისთვის რომ გამანდოს თავისი ძალიან საკრალური სათქმელი.  1 თვის შემდეგ კი იგივე მეგობარი მეტყვის, რომ როგორ დამეხმარე და როგორ მედექი გვერდზე. ერთ-ერთი მწერალი ...

გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან  კომპანიებმა უკვე დაიწყეს დაინტერესება მომხარებელთა სქესით, ასაკით, სურვილებითა და მჯობინებებით. ასე გაჩნდა მიზნობრივი მარკეტინგი (target marketing). 80-იანი წლებიდან კი დაიწყო ე.წ. ურთიერთობების მარკეტინგი, რომელიც  გახდა CRM-ის ჩამოყალიბების წინაპირობა.(Harvard Business Review)თანახმად, ახალი კლიენტის მოზიდვა 6-7 ჯერ უფრო ძვირია, ვიდრეარსებულის შენარჩუნება. კლიენტების შენარჩუნების მაჩვენებლის 5%-ით გაზრდას შეუძლია გამოიწვიოს მოგების ზრდა 25-100% ით (The Loyalty Effect). საშუალო კომპანია ხუთი წლის განმავლობაში კლიენტების დაახლოებით ნახევარს კარგავს (The Loyalty Effect). საკითხის მნიშვნელობის გააზრებამ გამოიწვია მენეჯმენტის პრაქტიკაში ახალი ტერმინის – Customer Relationship Management (CRM) – შემოღება. CRM სტრატეგია (ისევე, როგორც ...

სამმა მეგობარმა გადაწვიტა, რაღაც განსაკუთრებული და გამორჩეული შეექმნა, რაც ხელოვნებასთან და მათ საერთო ინტერესებთან იქნებოდა დაკავშირებული. საქმე, რომელსაც ყველანი ერთნაირი სიყვარულითა და რუდუნებით მოეკიდებოდნენ. საუბარსა და მსჯელობაში გაჩნდა „ლაინის“ (ძველი ქართული სიტყვაა და შეღებილ ტილოს ნიშნავს) დაფუძნების იდეა. ძველი და საყვარელი ნივთის გაცოცხლება განსაკუთრებულ ღირებულებას იძენს, უფრო ძვირფასი და მეტყველი ხდება, სწორედ ამიტომ, გოგონებმა საკუთარი არჩევანი ამ მომსახურების განვითარებაზე გააკეთეს ...

ყველა ერს რაღაც გამორჩეული ნიშანი ახასიათებს – თვისება, რომლიც მისი სავიზიტო ბარათია. ასე, მაგალითად: გერმანელები შრომისმოყვარეობით, იტალიელები დახვეწილობით, ინგლისელები კი არისტოკრატიული ჩვევებით გამოირჩევიან. ჩვენ, ქართველებს კი სტუმართმოყვარეობა გამოგვდის ყველაზე უკეთ. ეს თვისება საუკუნეების განმავლობაში არსებულმა გეოპოლიტიკურმა ვითარებამ ჩამოგვიყალიბა. მუდამ სხვადასხვა კულტურის გასაყარზე გვიწევდა არსებობა და ჩვენ ეკონომიკურ აღმავლობას კეთილმეზობლური ურთიერთობებით ვახერხებდით. ამის საუკეთესო ისტორიული მაგალითი დავით აღმაშენებელი და მისი ეკონომიკური ...

ინტერვიუს მოუთმენლად ველოდი და განსაკუთრებულადაც მოვემზადე, როდესაც ასეთ განათლებულ ადამიანთან მიდიხარ, უფრო მეტ პასუხისმგებლობას გრძნობ. ჩემს რესპოდენტ გიორგი მოსიძეს ოფისში მივაკითხე, უფრო სწორად, იმ ადგილას, სადაც მუშაობს. წიგნებით სავსე ოთახები საქმიანი ადამიანისათვის დამახასიათებელი შემოქმედებითი არეულობით დამხვდა. გიორგის, როგორც ყოველთვის, ძალიან ეჩქარებოდა, რამაც ცოტა დამაბნია და მიმახვერა, რომ ინტერვიუ ისეთი ვერ იქნებოდა, როგორიც წარმომდეგინა. მიუხედავად ამისა, შევეცადე ჩვეული სიმშვიდით დამესვა კითხვები ...

არსებობს ერთი ასეთი ანეგდოტი: „ორ გურულს დათვი გამოეკიდება, სირბილისგან გადაქანცული ერთი მეორეს ეუბნება: აზრი არ აქვს, მაინც ვერ გავასწრებთო. მეორე პასუხობს: დათვისთვის კი არა, შენთვის გამასწრებინა, მეტი არაფერი მინდაო”. სამყარო ასეა მოწყობილი: რესურსები შეზღუდულია და მხოლოდ მას ერგება უფრო მეტი, ვინც სხვებზე უკეთ შეძლებს მის გამოყენებას. კონკურენციას ოდითგანვე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა. ამას ძველი ბერძნებიც კარგად აცნობიერებდნენ და შესაძლებლობების საზომ საშუალებად ...

ჩემს რესპოდენტთან, ნინო ჟიჟილაშვილთან ინტერვიუმ დაწყებისთანავე გამაკვირვა. მეგონა მეტყოდა, რომ ჟურნალისტობა მისი ბავშვობის ოცნება იყო, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა. ბავშვობაში, რომელიც მას მეტწილად გორში, ბებიასთან გაუტარებია, მგონი ყველაფერი აინტერესებდა, ჟურნალისტიკის გარდა. მღეროდა ანსამბლ „აი-იაში”, უკრავდა დასარტყმელ ინსტრუმენტზე, ბალერინობაც კი უნდოდა. შემდეგ კი, სურდა ბიძის კვალს გაჰყოლოდა და ბიოლოგი გამხდარიყო, თუმცა სკოლის დამთავრებას ეროვნული მოძრაობა დაემთხვა, ინტერესი სხვა მიმართულებით გადაიხარა და ...

„მთავარია ყოველთვის შენს სიმაღლეზე იყო, რომ შენი მომხმარებელი შენი ერთგული დარჩეს“ წარმატების მიღწევის ბევრი ფორმულა არსებობს, ზოგისთვის წარმატება უბრალოდ  შრომა, გამართლება და საჭირო დროს საჭირო ადგილზე მოხვედრაა, ასე ფიქრობს დღეს უკვე წარმატებული ‘ბიზნესვუმენი“, ქეთი გაბაძე, პროფესიით მხატვარი. თუმცა, როდესაც მან თავისი ბიზნესის აწყობა დაიწყო საზოგადოებისგან არასერიოზულ დამოკიდებულებას გრძნობდა, რადგან ქალია, მაგრამ დროთა განმავლობაში საზოგადოების დამოკიდებულებაც შეიცვალა.  ბიზნესთან არასდროს ჰქონია შეხება. ...

როდესაც ვიწყებთ სამსახურის ძიებას, პირველი რაც უნდა გავაკეთოთ, უნდა შევქმნათ პრეზენტაბელური CV.  კანდიდატზე პირველი შთაბეჭდილება იქმნება CV-ის მეშვეობით, წყდება ღირს თუ არა ამ პირთან შეხვედრა პირისპირ. ამიტომაც სამუშაოს ძიებისას სწორად შედგენილი CV-ი მნიშვნელოვანია. წერის პროცესში გვიჩნდება კითხვები: როგორ უნდა დავწერო CV-ი?  როგორი CV-ი  მოეწონება დამსაქმებელს?  რა სახის ინფორმაცია უნდა მივუთითო? და ა.შ. რა თქმა უნდა არსებობს უამრავი რჩევათუ როგორ შევადგინოთ  ...

თუკი ოდესმე დამისვამ კითხვას: “თაკო, დარჩა ამ ქვეყანაში ვინმე, ვინც თავისი პატიოსანი შრომით, გავლენიანი ბიძიების გარეშე იბრძვის წარმატებისთვის (და გამოსდის რამე)?!” , მე აუცილებლად მოგიყვები მის ისტორიას… კლასელები ვართ. ბავშვობიდან ჟურნალისტობაზე ოცნებობდა. გამუდმებით ამაზე ვსაუბრობდით: “რომ გაიზრდება” როგორი კარიერა უნდა რომ ჰქონდეს, როგორი იქნება მისი საავტორო გადაცემა. იმდენად იყო გატაცებული ამ პროფესიით, იმასაც კი წერდა, პირველი 50 გადაცემა რას დაეთმობოდა. ...