ამინდის ზუსტი პროგნოზი, ტელევიზია შეფერხების გარეშე ,  დღევანდელი ვალუტის კურსი _  ეს იმ რესურსთა არასრული ჩამონათვალია, რასაც ახალი ქართული პლატფორმა amindi.tv მომხმარებელს სთავაზობს.  ვებგვერდი, რომელიც ინტერნეტსივრცეში ყველაზე მოთხოვნად პროდუქტებს აერთიანებს,  სულ რაღაც 1 თვის წინ შეიქმნა და ვიზიტორთა ინტერესების დასაკმაყოფილებლად  უკვე მზადაა. დღევანდელი ამინდის პროგნოზის გარდა აქ შეგიძლიათ, გაიგოთ ამინდი საათობრივად, რაც დიდი სამსახურია მათთვის, ვინც ქალაქიდან გასვლას უახლოეს საათებში ...

მსურს შემოგთავაზოთ ინტერვიუ ბატონ როლანდ ერაძესთან –  ერთ -ერთი სამშენებლო ფირმის ტექნიკურ დირექტორთან, რომელმაც კარიერა პირველი საფეხურიდან დაიწყო, გაიარა რთული გზა –  აისრულა ბავშვობის ოცნება –  გახდა წარმატებული და მიეცა შესაძლებლობა  შეძლებისდაგვარად დაეხმაროს გარშემომყოფებს. მისთვის ყოველი სამუშაო დღე იწყება შთაგონებით – გააძლიეროს კომპანია, გადალახოს ყოველდღიური დაბრკოლება და  მოიპოვოს  წარმატება სამშენებლო ბაზარზე. თავისი საქმის მცოდნე, წარმატებული და ენერგიით სავსე პიროვნება  გვიზიარებს ...

23 წლის მეღვინე ბაია აბულაძე “ილიაუნის” საჯარო ადმინისტრირების განხრით მაგისტრატურაზე სწავლობს და პარალელურად ცნობილი ქალი მეღვინეა, რომელსაც უკვე  აქვს  კიდეც საკუთარი ბრენდი. ქართულ ბაზარზე მისი ღვინო წარმატებით სარგებლობს და როგორც ქართველი მომხმარებლები, ასევე, ტურისტებიც უდიდეს აღფრთოვანებას გამოხატავენ   „ბაიას ღვინის“ მიმართ. სამომავლოდ ბრენდის საქართველოს საზღვრებს გარეთ წარდგინებაც იგეგმება. საინტერესოა, რა არის  ქართველი  მეღვინე ქალის წარმატების ფორმულა და  რას ასახელებს  მოტივაციის მთავარ ...

         ბუერა არის სამი ფრილანსერის გაერთიანება – მაია თავართქილაძე, თეონა ბაკურაძე და ირინა უთურგაური. ისინი თიხის და სხვა მასალებისგან აკეთებენ საავტორო ნამუშევრებს – სამკაულებს, სახლის დეკორის ნივთებს. ბუერას ნივთები თავიდან ბოლომდე ხელნაკეთია – უმრავლეს შემთხვევაში არ გამოიყენება ყალიბები, შტამპები და პრინტერი. გთავაზობთ ინტერვიუს ბუერას  დამფუძნებელთან  თეონა ბაკურაძესთან, რომელიც გვიამბობს, როგორ შეძლეს   ქალბატონებმა თავიანთი ფანტაზიის გაერთიანება და ხელნაკეთი ნივთების ბაზარზე ...

ჩემს რესპოდენტთან, ნინო ჟიჟილაშვილთან ინტერვიუმ დაწყებისთანავე გამაკვირვა. მეგონა მეტყოდა, რომ ჟურნალისტობა მისი ბავშვობის ოცნება იყო, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა. ბავშვობაში, რომელიც მას მეტწილად გორში, ბებიასთან გაუტარებია, მგონი ყველაფერი აინტერესებდა, ჟურნალისტიკის გარდა. მღეროდა ანსამბლ „აი-იაში”, უკრავდა დასარტყმელ ინსტრუმენტზე, ბალერინობაც კი უნდოდა. შემდეგ კი, სურდა ბიძის კვალს გაჰყოლოდა და ბიოლოგი გამხდარიყო, თუმცა სკოლის დამთავრებას ეროვნული მოძრაობა დაემთხვა, ინტერესი სხვა მიმართულებით გადაიხარა და ...

Facebook-ის გვერდი “მეტი პოზიტივი ერო” უკვე წელიწადზე მეტია ზრუნავს ჩვენს დადებით განწყობაზე, სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე დღეს შემოგთავაზო ინტერვიუ ადამიანთან, რომელიც ამ ფასეულობას ქმნის ჩვენთვის. გუჯა ლორთქიფანიძე ძალიან საინტერესო რესპოდენტი აღმოჩნდა, იშვიათი აზროვნების, რომლისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია შექმნას საზოგადოებისათვის ფასეულობა, ვფიქრობ, დაგაინტერესებს, ის, რაზეც ქვევით ვისაუბრებთ. საუბრის დასაწყისიდანვე დავინტერესდი, თუ რატომ გადაწყვიტა, კავკასიის უნივერსიტეტში სწავლის დროს, გამხდარიყო სტუდენტური თვითმმართველობის თავმჯდომარე და არც ...

„წარმატებული მაშინ ხარ, როდესაც შენ ირგვლივ მყოფი ადამიანები შენი კარგად ყოფნით ბედნიერები არიან“. ამ პროცესებზე უფრო დაწვრილებით საკმაოდ საინტერესო კარიერული ისტორიის მქონე 25 წლის მარკეტინგის მენეჯერი, გიორგი გვენეტაძე თავად გვესაუბრება მოგვიყევით რატომ აირჩიეთ მარკეტინგი მარკეტინგით დაინტერესებული ბავშვობიდანვე არ ვყოფილვარ. ბოლო კლასებში არჩევანს იურიდიულ მიმართულებასა და ბიზნესს შორის ვაკეთებდი. ორგანიზების ნიჭი, კრეატიული იდეები – ეს ის ფაქტორებია, რამაც სწავლის გაგრძელება ბიზნესის ...

ზაზა ურუშაძე „მანდარინების“ შესახებ „როცა გამზადებულ ფილმს ვუყურებ, თავად ვხვდები, მართალი გითხრათ,  რომ ვაჟას პირდპირი გავლენაა. ყველა ქართველს გვაქვს, ალბათ, ეს გავლენა. ფილმის შექმნის დროს ნამდვილად არ მიფიქრია, შემდეგ უკვე მეც შევატყვე.“ მაყურებლის დაკვირვებული თვალი შენიშნავდა, რომ ფილმში ქალი საერთოდ  არ არის. გარდა სურათისა, რომელიც კედელზე კიდია. „იყო პერიოდი ფილმის გადაღების დროს, როცა ძალიან ვნერვიულობდი. ვფიქრობდი, რომ ქალი რომ არ ...

ზალიკო სულაკაური – საუკეთესო საქმე აბსოლუტურად ყველაფერია, რასაც აკეთებ. მთავარია, როგორ აკეთებ, როგორი გულით. საუკეთესო საქმე ჩემთვის არის ხატვა. ბევრი ქართველისთვის საყვარელი მხატვარი, ზალიკო სულაკაური დაიბადა 1970 წლის 23 ივლისს, თბილისში. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. ფანქარი ხელში 1 წლის ასაკში აიღო და მას შემდეგ სულ ხატავს. მისთვის ბედნიერება ბავშვებია და მათი ჩახუტება ენერგიას მატებს.  ზალიკოს კარიკატურებს მთელი საქართველო იცნობს. ...

„წარმატებისთვის ბევრი პოზიტივია საჭირო, იმიტომ, რომ ადამიანი, რომელიც არის ნეგატიურად დამუხტული, იკეტება, ტრიალებს ნეგატივის წრეში და იქიდან ვერ ახერხებს გამოსვლას. წარმატებისთვის საჭიროა წინ მოძრაობა. ასევე, არ უნდა შეგეშინდეს წინააღმდებობების. პირიქით, წინააღმდეგობა კარგიცაა, რადგან მისი გადალახვა გაძლიერებს. წინააღმდეგობის გადალახვით, სწავლობ და ხდები უკეთესი.“– ასე თვლის ჩემი რესპონდენტი ირინა ფრუიძე. წარმატების მისაღწევად თავადაც ბევრი იბრძოლა, ისწავლა და ახლაც სწავლობს. ბავშობიდან წიგნების კითხვა ...