„დიდი  და პატარა მგელი“ ფრანგი ავტორის მიერ დაწერილი ზღაპარია. მწერალი ოსტატობითა და მგრძნობელობით გადმოგვცემს ამბავს, რომელიც გვაჩვევს მარტოობაზე ფიქრს, სოლიდარობას, გვანახებს ეგოსა და სიყვარულის უნარის ურთიერთკავშირს… ყველაფერს, რაც მეგობრობის ჯავშანს წარმოადგენს. დასაწყისში ჩვენ ვხედავთ ხის ქვეშ უდარდელად წამოწოლილ მგელს. ის ფიქრობს, რომ მის ცხოვრებაში ერთი ჩვეულებრივი დღე დგას, თუმცა, სინამდვილეში ყველაფერი სხვანაირადაა. სწორედ ამ დროს ჰორიზონტზე პატარა ლურჯი ფიგურა გამოჩნდება. ...

მექსიკაში მცხოვრებ აცტეკების ტომში  გავრცელებული ყოფილა ერთი თქმულება: დიდი ხნის წინ ტყეში  ხანძარი  გაჩენილა. ცეცხლი სწრაფად ვრცელდებოდა დედამიწის ზურგზე. ადამიანები და ცხოველები ჩქარობდნენ  გაქცეოდნენ  ამ საშინელ მოვლენას. მათ შორის იყო ბუც, რომელიც ასევე ცდილობდა თავის დაღწევას ცეცხლის ენებისაგან. დაბნეულმა ბუმ უცებ დაინახა, პატარა ჩიტი მდინარესა და ცეცხლს შორის მიმოდიოდა. ამბის გასარკვევად დაუყოვნებლის მისკენ გაეშურა. „ძმაო, რას აკეთებ, ხომ არ გაგიჟებულხარ. ...

ადამიანი გარდაიცვალა და მოხვდა ღვთის სასამართლოზე. დიდი ხნის მანძილზე უყურებდა მას გაოგნებული ღმერთი და საეჭვოდ დუმდა. ვერ მოითმინა ადამიანმა და ჰკითხა: — უფალო ჩემს ხვედრზე რას იტყვი? რატომ დუმხარ? მე ხომ დავიმსახურე ღვთის სასუფეველი. მე ძალიან ვცდილობდი! — ღირსების გრძნობის განცდით, განაცხადა ადამიანმა. — როდიდან არის, — გაუკვირდა ღმერთს, — რომ ცდა დამსახურებაში ითვლება? — მე ნორმალური არაფერი მცმია, — ...

ერთი გლახაკი კაცი მივიდოდა გზასა ზედა და ერთი ქილა ერბო ჰპოვა. აიღო ქილა, საკიდარში ჯოხი გაუყარა და მხარზე შეიდვა. დაიწყო გზა-გზა სვლა და გულთა ამასა უბნობდა: – აწ გამდიდრება მოინდომა ღმერთმან ჩემი. ჩავალ ქალაქად და ერბოს ნახევარ მარჩილად გავყიდი: მით თორმეტს ქათმის სამამლე წიწილებს ვიყიდი, მოვიყვან, დავზრდი, დავყვერავ, დავასუქებ და თითოს თითო აბაზად დავყიდი. მერმე მით საეშვე გოჭებს ვიყიდი, დავასუქებ, ...

ერთ საღამოს ებრაელი ცოლ-ქმარი დასაძინებლად დაწვნენ. ქმარს ძალიან ეძინება, თუმცა ატყობს რომ ცოლი შფოთავს და რაღაც არ აძინებს. “რატომ ვერ იძინებ?” – ეკითხება შეწუხებული ქმარი ცოლს. “იცი, ჩვენი მეზობლის, ისააკის ვალი მაქვს, 20 000 დოლარი. ხვალ დილით უნდა დავუბრუნო და ვერ ვახერხებ…” – ცოტა ხნის ფიქრის შემდეგ პასუხობს ცოლი. “მერე ამის გამო ნერვიულობ?!” –  ეუბნება ქმარი ეშმაკური ღიმილით. “აბა, როგორ ...

ერთხელ, ერთი ტიბეტელი ბერი შეეკითხა თავის მოსწავლეებს: – რა არის ის, რაც ყველაზე მეტად გაღიზიანებთ სხვა ადამიანებთან ურთიერთობაში? მოსწავლეები ჩაფიქრდნენ და ცოტა ხნის შემდეგ ერთ-ერთმა მათგანმა უპასუხა: – მე წონასწორობიდან გამოვყავარ სიტუაციას, როცა ვინმეს შევუთანხმდები შეხვედრაზე, მივალ ზუსტად დათქმულ დროს, ხოლო ის, ან არ მოვა, ან მაიძულებს ველოდო. მეორე მოსწავლემ: – მე ყველაზე მეტად ნერვებს მიშლის ის, როცა ვინმე რამეს მპირდება, ხოლო ...

იაპონიაში, დედაქალაქის მახლობლად, ერთ სოფელში, მოხუცი სამურაი ცხოვრობდა. ერთხელ, როდესაც ის საკუთარ მოსწავლეებთან გაკვეთილს ატარებდა, მასთან ახალგაზრდა მეომარი მივიდა. რომელიც, თავისი უხეშობით და მრისხანებით იყო ცნობილი. ბრძოლის დროს, მისი საყვარელი ილეთი, პროვოკაცია იყო: მას მდგომარეობიდან გამოჰყავდა მოწინააღმდეგე, ეს უკანასკნელი, მრისხანელებით დაბრმავებული, იღებდა მის გამოწვევას და ბრძოლის დროს, შეცდომას შეცდომაზე უშვებდა და ამის შედეგად, ის ბრძოლას აგებდა. ახალგაზრდა მეომარმა დაიწყო შეურაცყოფის ...

,,რატომ დადიხარ ასე გვერდულად?’’ – ჰკითხა თავის შვილს დედა კიბორჩხალამ. ,,ყოველთვის სწორად უნდა იარო!’’ ,,დედა, მაჩვენე, როგორ ვიარო. მინდა, ვისწავლო.’’ – შვილმა მორჩილად უპასუხა. დედამ სწორად გავლა და შვილისთვის მაგალითის მიცემა გადაწყვიტა, თუმცა ამაოდ. ცხვირით დაეცა. მორალი: ,,ნურავის ასწავლი ჭკუას, სანამ მაგალითს თავად არ უჩვენებთ.’’ წყარო ...

ერთხელ, დაღლილი ჩიტი ჩამოჯდა ტოტზე დასასვენებლად. ის ტკბებოდა საკუთარი უსაფრთხოებით და თვალწინ გადაშლილი საოცარი ხედებით. ის ჟღურტულებდა და თამაშობდა სხვა ჩიტებთან ერთად. მაგრამ ვერც კი მოასწრო წესიერად მიჩვეოდა ამ ტოტს, თავის საიმედო საყრდენს და უსაფრთხოების ერთგვარ გარანტს, რომ დაუბერა ძლიერმა ქარმა და ტოტი ისე ძლიერ ააქანავა, რომ თითქოს ეს ეს არის უნდა მოტყდესო. მაგრამ ჩიტი, თითქოს არაფერიო, საერთოდ არ აღელვებულა ...

ერთ პატარა ბიჭს ძალიან კარგი და მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა მოხუც მეზობელთან. მაგრამ, დრო გადიოდა, გაჩნდა კოლეჯი და სხვადასხვა სახის გატაცება. შემდეგ, სამუშაო და პირადი ცხოვრება. ახალგაზრდა კაცის თითოეული წუთი დაკავებული იყო და მას წარსულის გახსენების კი არა, ახლობლებთან ურთიერთობის დროც კი არ ჰქონდა. ერთხელ, მან მოხუცი მეზობლის გარდაცვალების ამბავი შეიტყო — და გაახსენდა, რომ მოხუცმა ბევრი რამე ასწავლა მას, როდესაც ...