ვითხოვე ღვთისაგან კეთილდღეობა . . . მან კი მიბოძა ტვინი, რომ მეფიქრა და ხელები, რომ მეშრომა . . . შევსთხოვე ღმერთს, რომ მოეცა მხნეობა . . . მან კი დაბრკოლების წინაშე დამაყენა და მაიძულა, რომ მესწავლა მისი დაძლევა. სიყვარული ვთხოვე . . . მან კი მაჩვენა ადამიანები, რომელთაც ჩემი დახმარება სჭირდებოდათ. წყალობა ვთხოვე . . . მან კი მომცა შესაძლებლობები, ...

სისულელეა, შეიძულო ყველა ვარდი იმის გამო,რომ ერთის ეკალმა ხელი გაგკაწრა აიღო ხელი ყველა ოცნებაზე, რადგან ერთი ოცნება არ აგიხდა აღარ ილოცო ,რადგან ფიქრობ, რომ ღმერთმა რომელიმე შენი ლოცვა არ შეისმინა აიცრუო გული ყველა მეგობარზე,რადგან ერთი მეგობარი არ აღმოჩნდა ერთგული აღარ გჯეროდეს სიყვარულის, რადგან საყვარელმა ადამიანმა გიღალატა გახსოვდეს,   რომ შენი ცხოვრების კარი ყოველთვის ღიაა : ახალი ოცნებებისათვის. ახალი შესაძლებლობებისა და ...

ერთ ძალიან მდიდრულ სახლში ცხოვრობდა ერთი მდიდარი კაცი, რომლის ეზოში ძალიან ლამაზი ყვავილები და მწვანე ბალახი იზრდებოდა. კაცი ამაყობდა თავისი ეზოს მშვენიერებით. მებაღეები მუდამ დასაქმებული ჰყავდა. გაზონს ყოველდღიურად აკრეჭინებდა და ათვალიერებინებდა, რომ რაიმე სარეველა ბალახი არ შეპარულიყო მასში.   ერთხელ მან შეამჩნია, რომ გაზონში დიდი რაოდენობით ბაბუაწვერები იყო წამოზრდილი.. კაცი საშინლად გაბრაზდა. სათითაოდ მოათხრევინა ისინი მებაღეებს. გარდა ამისა კიდევ უამრავი ...

ერთხელ ერთი ფილოსოფიის პროფესორი თავის სტუდენტებს ლექციას უტარებდა. როდესაც ლექცია დაიწყო მან აიღო  ერთი ცარიელი მინის ქილა და გოლფის ბურთებით გაავსო.  – არის თუ არა ქილა სავსე? – ჰკითხა მან კლასს. – დიახ – უპასუხეს მას. პროფესორს აღარაფერი უთქვამს.მან მუჭით აიღო პატარა კენჭები და ქილაში ჩაყარა. კენჭებმა გოლფის ბურთებთან დარჩენილი ცარიელი ადგილები ამოავსეს. პროფესორმა კვლავ იკითხა, თუ იყო ქილა სავსე ...

უძველესი იგავი მოგვითხრობს ერთ ჩინელ გლეხზე, რომელსაც ერთი ასაკოვანი ცხენი ჰყავდა. მისი საშუალებით გლეხი მიწებს ხნავდა და მოსავალი მოჰყავდა. ერთ დღეს გლეხს ფერმიდან გაექცა. მეზობლები თანაუგრძნობდნენ მას, რომ ასეთი ცუდი ამბავი შეემთხვა. ცუდი? კარგი? ვინ იცის? -ასე პასუხობდა გლეხი მათ. ერთი კვირაც არ გასულა და გლეხის ცხენი უკან დაბრუნდა. თუმცა იგი მარტო არ იყო. მას თან ველური ცხენების ჯოგი მოჰყვა. ...

ერთხელ ბუდა თავის მიმდევრებთან ერთად ერთი ქალაქიდან მეორე ქალაქისკენ მიდიოდა. ძალიან ცხელოდა და მათი გზიდან არც ისე შორს ერთი პატარა ტბა იყო. ბუდამ თავის ერთ–ერთ მოწაფეს სთხოვა წასულიყო და მისთვის დასალევი წყალი მოეტანა ტბიდან. მოწაფე როდესაც ტბასთან მივიდა ასეთი სურათი დახვდა:  ადამიანები, რომლებიც ტბის გვერდით მდებარე სოფლებში ცხოვრობდნენ გამოსულიყვნენ და ტანსაცმელს რეცხავდნენ ტბაში.    ტბა საშინლად დაბინძურებული ჩანდა. მოწაფემ გადაწყვიტა, რომ ...

ერთი ამერიკელი ბიზნესმენი პატარა მექსიკური სოფლის მდინარის პირას იდგა და მექსიკელ მეთევზეს აკვირდებოდა.   მეთევზე პატარა ნავით თევზაობდა და ცოტა ხანში ამერიკელსაც მიუახლოვდა. ამერიკელმა მოუწონა მას დაჭერილი თევზების ხარისხი და ოსტატობა.   – რამდენი ხანს ანდომებთ მათ დაჭერას? – ჰკითხა ბიზნესმენმა მექსიკელს.   – ძალიან ცოტა დროს  – უპასუხა მექსიკელმა.   – მაშინ რატომ უფრო დიდი ხნით არ თევზაობ და ...

ერთხელ მოსწავლე მასწავლებელს ესტუმრა და შესჩივლა:   – ძალიან დიდ დროს ვუთმობ იმაზე ფიქრს რაზეც არ უნდა ვიფიქრო, მსურს ის რაც არ უნდა მსურდეს და ვგეგმავ იმას რასაც არ უნდა ვგეგმავდე.   მასწავლებელმა სთხოვა მას, რომ ბაღში გაესეირნათ და იქ გაეგრძელებინათ საუბარი.   გზაზე მათ შეამჩნიეს ერთი უცნაური მცენარე. მასწავლებელმა კითხა მოსწავლეს თუ იცოდა რაიმე მის შესახებ. – ეს ბელადონაა ...

ერთხელ ერთი უცნობი მონასტერში მივიდა და მის წინამძღვართან შეხვედრა ითხოვა. წინამძღვარმა მიიღო იგი. – მამაო, მსურს ჩემი ცხოვრება უკეთესობისაკენ შევცვალო . . .  მაგრამ არ შემიძლია ცოდვებისაგან თავის დაღწევა, ვერ ვახერხებ ამოვიგდო თავიდან მათზე ფიქრი – უთხრა წინამძღვარს უცნობმა. წინამძღვარმა შეამჩნია, რომ გარეთ ცივი ქარი ჰქროდა. ,,აქ ძალიან ცხელა. შეგიძლია ერთი წუთით გარეთ გახვიდე და ცოტა ცივი ჰაერი შემოიტანო ხელით, ...

წარმოიდგინეთ, რომ დგახართ მსოფლიოში ყველაზე დიდი ცათამბრჯენის ბოლო სართულზე და ტკბებით თქვენს წინ გადაშლილი ხედით. უცებ ერთ მაღალ კაცს ხედავთ, რომელიც აღებს ფანჯარას და გადასახტომად ემზადება.   გაჩერდით, ნუ გააკეთებთ ამას ! – უძახით თქვენ და მისკენ გარბიხართ. ის მოულოდნელად ტრიალდება თქვენსკენ და ზიზღნარევი ხმით გეუბნებათ: – შეჩერდით, თორემ თქვენც თან გაგიყოლებთ !   – ჰმ . . . ვირო ...