,,მე არ ვიცი როგორ კვდებიან ადამინები. ჩვენ ამას ვხედავთ, მაგრამ თვითონ არ ვკდებით. და როცა ვკვდებით-ამას ვიღაც სხვა ხედავს. არსებობს ბევრი რამ, რისი ცოდნაც არაა საჭირო, მათზე ფიქრიც არაა საჭირო, მათზე არავინ არაფერი იცის. შენ იცი.. პირველად მინდა სიცოცხლეში, მქონდეს საკუთარი სახლი. მინდა ვიზრუნო მაზე, მინდა ამისთვის რაიმე გავაკეთო. მე სულ იმაზე ვფიქრობ როგორ ვიცხოვრებთ მე და შენ. მე და ...

“მე თუ მკითხავთ, დღეს ზღაპრების ერა უფროა. ისეთი, მინარევი რეალობის. აი, სიურეალიზმის რომ ეძახიან. თამარ ნიკურაძე გარდა იმისა, რომ დროს გრძნობს, წერის გამორჩეული კულტურითაცაა დაჯილდოებული. ეს უნარი დღეს იშვიათი ხილია და მხოლოდ ნიჭს არა –  შრომასაც მოითხოვს. ამას მივუმატოთ ნაწარმოების სიუჟეტის აგების ხერხებში გაწაფულობა და თამამად ვიტყვით: თამარი ახალი თაობის საინტერესო მწერალია, ციგრიტი კი ბოლო დროს გამოსულ ტექსტთაგან ერთ–ერთი საყურადღებო ...

შეცდომაა, როცა ღმერთი ხდება არა მიზანი, არამედ საშუალება ცხოვრებისა. სამწუხაროდ ადამიანთა უმრავლესობას ქრისტე არ სჭირდება. ადამიანებს სურთ, რომ ყველაფერი კარგად ჰქონდეთ, ღმერთი კი ამისთვის საშუალება ჰგონიათ. სურთ, რომ ოჯახი არ დაინგრეს – ეკლესიაში მიდიან და ჯვარს იწერენ, სურთ რომ ბავშვები ავად არ გახდნენ – ნათლავენ, აზიარებენ; სურთ, რომ თვალი არ ეცეთ, ზიანი არ მიადგეთ – ასკეტი მამის საფლავის მიწა მოაქვთ ...

ასეთი ცივი და გრძელი ზამთარი საფრანგეთის მთებში არასოდეს ყოფილა. უკვე რამოდენიმე კვირაა ჰაერი გამჭოლი და გაყინულია. დღისით თოვლით გადაპენტილი უკიდეგანო მინდვრები ბამბრისფრად ლიპლიპებდნენ გამყინავად ლურჯი ცის ქვეშ. ღამით კი მათ ნელი და გამიზნული სვლით გარს უვლიდა მკაცრი მთვარე, რომლის მოყვითალო შუქის ფონზე, თოვლიც თითქოს გაყვითლებულიყო. ადამიანები თავს არიდებდნენ გზას. განსაკუთრებით მთიან მხარეში, იჯდნენ თავიანთ ქოხებში და ილანძღებოდნენ. მთვარის მოყვითალო ნათების ...

1.სიყვარულს, ისევე როგორც მთელს ბუნებას აქვს ჭკნობისა და ყვავილობის პერიოდი, მაგრამ მთლიანად არასდროს კვდება, ზღვა მაინც ზღვაა, მოიქცევა თუ უკუიქცევა. სიყვარულშიც, ეს იქნება ქალისა თუ ხელოვნების სიყვარული არის წუთები, როცა იგი მიილევა, ძალა ეცლება, მაგრამ რწმენის სრული დაკარგვა ალბათ, არ ხდება. სიყვარულს, როგორც მეგობრობას მარტოოდენ გრძნობად როდი ვთვლი, სიყვარული უპირველესად მოქმედებაა და როგორც ყოველ მოქმედებას მასაც დიდი დაძაბულობა ახლავს თან. ...

1. “ინგრეოდა, ნადგურდებოდა წინა–პართა სისხლითა და ოფლით, ხმლითა და წიგნით წვითა და დაგვით ნაშენები ქვეყანა. წყალს მიჰქონდა ნაფოტივით, ქარს მიჰქონდა თივის ბულულივით, ორი მეფის,ოთხი მთავრის, ერთი ათაბაგისა და უთვალავი თავად–აზნაურის უკუდო, ამპარტავნობას გადაყოლილი, მათ სიხარბესა და სივერაგეს ვერგაწვდენილი…” 2. “თავის მოსულელებაც ერთგვარი სახეა ბრძოლისა, მით უფრო, როცა სხვა აღარაფერი შეგიძლია” 3. სამშობლოს სიყვარულით ყველაფრის გამართლება, არა მარტო უსინდისობაა, ჩამორჩენილობაცაა უკვე. ...

”დედა სხვაა და ცოლი სხვა. დედა შეიძლება კუზიანი იყოს და გიყვარდეს, სოფლის გიჟივით შარაშარა დაწანწალებდეს კაბაწამოხდილი და მაინც გიყვარდეს, რადგან იმის გაჩენილი ხარ, ღმერთმა დაავალა იმას შენი დედობა და ამით თავიდანვე, გაჩენამდე მოგისპო შენ არჩევანის უფლება. ამიტომ ვერავინ დაგძრახავს მახინჯი, თუ გიჟი დედის გამო, რადგან იმავე ღმერთმა, რომელმაც შენ დედის არჩევის უფლება წაგართვა, სხვებს-თავისთავად, შენი განკითხვის საშუალება მოუსპო. ცოლი კი ...

ყოველი ქმნილება, ხილული თუ უხილავი, შუქია იმის ქმნილი, ვინც ყოველი სინათლის მამაა. ეს სპილოს ძვალი ეს ონიქსი, თუნდაც ამ ტაძრის კედლების ქვა, გარს რომ გვარტყია, თავად სინათლეა, რამეთუ კეთილია და მშვენიერი, წონასწორობის საკუთარი წესით ნასულდგმულები, ყოველივესაგან განსხვავებული, რაოდენობრივად საზღვრული, ურყევი წყობის შეცველი, საკუთარი, ერთადერთი, თავისი მნიშველობის დარი ადგილის მაძიებელი. და ამ ყველაფერს მით უფრო ცხადად შევიგრძნობ, რაც უფრო ძვირფასია ნივთი, ...

„… რა კარგია, რომ ადამიანის კმაყოფილებას მცირე ყოფნის, ვიდრე ომის მოგება და სხვადასხვა წარმატებები. რა კარგია, რომ ადამიანი კმაყოფილი არ არის ნასხვისარი ჩვევებით, არამედ საკუთარი თავის ძლევით, რადგან ერთმა შეძლო თავისთავში ლეგიონი დაემარცხებინა, და ამისთვის არც მახვილი უხმარია, არც სალაშქროდ წასულა. ხოლო გმირმა ერთი თავისი ნაკლიც ვერ დამალა. რა კარგია, როცა საკუთარი სიკეთე გარცხვენს, როცა გულის გარდა სასწორი არ გაქვს, ...

„უპირველეს ყოვლისა, კაცს არ შეშვენის ბევრი ლაპარაკი. მისი სიტყვა მოკლე უნდა იყოს, მაგრამ ქვასავით მაგარი და დამაჯერებელი.. ქალთან ბევრი თუ ილაპარაკე წასულია შენი საქმე. თავი ამაყად უნდა დაიჭირო. უნდა თქვა მხოლოდ : ხო, არა, შესაძლებელია. ათასი სიჭკვიანისა და სისულელის გაფიქრება შეგიძლია, მაგრამ ზედმეტი სიტყვა არ უნდა დაგცდეს“ გვ.22 გურამ დოჩანაშვილი ხუთი მოთხრობა თბილისი 2002 ...