ამ საკითხზე წარმოდგენის შესაქმნელად,საქართველოს შრომის კოდექსის მიერ გათვალისწინებულ რეგულაციას შეძლებისდაგვარად გაგიმარტივებთ. დამსაქმებელს უფლება აქვს, კანდიდატს (პოტენციურ დასაქმებულს) მხოლოდ იმ ინფორმაციის წარდგენა მოსთხოვოს, რომელიც დამსაქმებელს მისი სამსახურში აყვანის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად სჭირდება. თავის მხრივ კი, კანდიდატი ვალდებულია დამსაქმებელს ყველა იმ გარემოების შესახებ აცნობოს, რომელმაც შესაძლოა მას სამუშაოს შესრულებაში ხელი შეუშალოს ან საფრთხე შეუქმნას დამსაქმებლის ან მესამე პირის ინტერესებს (ამ ტიპის ინფორმაციის ...

(ნაწილი პირველი) მოგესალმები მკითხველო! ხშირად ვხედავ, რომ ადამიანებმა არ იციან საკუთარი ელემენტარული უფლებების შესახებ, რითაც შეიძლება ბოროტად ისარგებლონ. ამიტომ მინდა ვიზრუნო შენზე და ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, გაგიმრავლო ცოდნა შენი უფლებების შესახებ და ვეცდები ეს მაქსიმალურად გასაგებ ენაზე აგიხსნა. როგორც იტყვიან: „იცოდე კანონი, იქნები დაცული!“ ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს თანამედროვე მსოფლიოსთვის, დამსახურებული ადგილი უჭირავსადამიანის სოციალური უფლებების ...