მენეჯმენტი გასწავლით ადამიანის ქცევას ორგანიზაციაში, ძალაუფლების ზემოქმედებისა და ხელმძღვანელობის ხასიათს. მნიშვნელობა არ აქვს რომელია თქვენი მიზანი:  თვითდასაქმებული მეწარმეობა, საკუთარი კომპანიის ხელმძღვანელობა თუ მუშაობა კერძო ან საჯარო სექტორში, ყველა შემთხვევაში მენეჯმენტი გაძლევთ წარმატების გასაღებს. არსებობს მენეჯმენტის სწავლის უამრავი მიზეზი, მათ შორის აუცილებელია ყურადღება გავამახვილოთ შემდეგზე: მენეჯმენტის სწავლა საშუალებას გაძლევთ გაუმკლავდეთ ორგანიზაციულ მუშაობას თქვენი კარიერა აუცილებლად იქნება ჩართული ორგანიზაციულ საქმიანობაში, იმის მიუხედავად, ...

პიროვნება – ეს არ არის რთულად აღსაქმელი ტერმინი, უმრავლესობისთვის გასაგებია. ის არის, რაც ჩვენ „ჩვენად“ გვაქცევს, მოიცავს ყველა თვისებას, დამახასიათებელ ფაქტორებს და ახირებებს, გამოგვარჩევს ყველა დანარჩენისგან. თუმცა მეცნიერების გადმოსახედიდან ყველაფერი გაცილებით რთულადაა. მოკლედ, პიროვნება – ეს არის თანმიმდევრული სურათი, მდგომარეობის, ცოდნისა და სურვილების (მიზნების), რომლებიც ასტიმულირებენ მოქმედებას. პიროვნება – ესაა ინდივიდუალური განსხვავებები აზროვნების, გრძნობებისა და ქმედებების ხასიათობრივ ფორმებში. ბევრი სხვა ...

გთავაზობთ შთამაგონებელ აზრებს ცნობილი ავტორების, მსახიობებისა თუ მხატვრების, რომელიც დაგაფიქრებთ, დრო არის უარი თქვათ შიშზე და დაიწყოთ მოქმედება. სტივენ პრესფილდი „ხელოვნების ომი“ „თუ თქვენი ხელ-ფეხი შიშისაგან შეკრულია, ეს კარგის ნიშანია.  რაც არ უნდა წარმოუდგენლად გეჩვენებოდეთ, შიში,  ისე როგორც  საკუთარ შესაძლებლობებში დაურწმუნებლობა ერთ-ერთი ინდიკატორია. ის გვეუბნება, რა გვაქვს გასაკეთებელი. შიშის ხარისხი უტოლდება, ათანაბრებს წინააღმდეგობის ძალას. ამიტომ, რაც უფრო დიდია შიშის შეგრძნება ...

გითქვამთ ოდესმე საკუთარი თავისათვის უარი? აი, დაახლოებით ასეთი პასუხები თუ გაგიციათ: “რატომ შევავსო? მაინც არ მიმიღებენ !” “ეს ბიზნეს იდეა არ იმუშავებს, მე ხომ ძალიან გამოუცდელი ვარ ამ სფეროში!” “ჩემი უფროსი არასდროს დამაწინაურებს, კითხვა არც ღირს !” დრო და დრო ჩვენ ყველას გვეპარა საკუთარ თავში ეჭვი. ამის გამო ვამბობთ „არას“ და ვერიდებით რაიმეს დაწყებას. პრობლემა იმაშია, რომ ჩვენი უარით ვიკლავთ ...

არსებობს დავიწყებული კულტურები, ასევე კულტურები, რომლებიც მკვდარია, მაგრამ ცხოვრობენ უნივერსიტეტებში, მეცნიერების მოწადინებით. არსებობს დიადი კულტურები, რომლებიც აღარც მაგალითად ჭირდება ვინმეს, რადგან ძალიან მაღალი სტანდარტი აქვთ და მათთან მიუწვდომლობის აშკარა სურათი უხერხულობას ქმნის. მრავალ ასეთ სიკვდილ-სიცოცხლესა და სიიოლე-სირთულეში არსებობენ ძველი, დღევანდელი სამყაროსთვის ან სრულიად უცნობი, ან ერთეულ მოყვარეთათვის ნაცნობი კულტურები, რომლებიც არ მომკვდარან და რაღაც მაღალი საოცრებების წყალობით მოვიდნენ 21-ე საუკუნემდე. ...

ნინი ხუროძე World Class Georgia-ს მარკეტინგის და გაყიდვების დირექტორი ყოველთვის მჯეროდა, რომ წარმატება ჩემს ცხოვრებაში შემთხვევით არ მოდის. ის სრუყოფილებისკენ ჩემი მუდმივი სწრაფვის, ბევრი შრომის, შეცდომებზე სწავლის და გაუთავებელი ბრძოლის შედეგია. ადამიანები წარმატებაზე ოცნებობენ, დროს უაზროდ კარგავენ, მაშინ, როცა ბევრი ჩვენგანი დილით იღვიძებს და ამას, უბრალოდ, რეალობად აქცევს. ხშირად ვეცემით, ვბორძიკობთ, გვიჭირს, მაგრამ უნდა გვჯეროდეს, რომ ცხოვრებისეული სირთულეები მხოლოდ მოტივაციაა ...

სიყვარული მხოლოდ საგმირო საქმეებში და მხურვალე საუბრებში კი არ ვლინდება, არამედ, სიყვარული – არის მზრუნველობა, სიხარულის მინიჭების, დაცვის და მხარში დგომის, სიხარულის და მწუხარების განაწილების, მოწყენილობის დროს, გვერდით ყოფნის სურვილი და პარტნიორის გუნება-განწყობილების გამოცნობის უნარი. ის რომ, წყვილის ურთიერთობაში, სიყვარული წვრილმანებში ვლინდება – დარწმუნებულია იაპონელი მხატვარი Puuung-ი, რომელმაც სიყვარულის გამოხატვის მთელი გალერეა შექმნა. მის ნახატებში ასახულია, ერთმანეთზე შეყვარებული ორი ადამიანის, ...

ადამიანებს, რომლის ასაკი 50 წელი და ცოტა მეტი იყო, ჰკითხეს, თუ რას გააკეთებდნენ, 20-30 წლის ასაკში რომ დაბრუნებულიყვნენ და რა რჩევას მისცემდნენ ახალგაზრდებს. პასუხების უმრავლესობა, ძალიან მარტივი და ჭკვიანური იყო. ამიტომ, მათი აზრი ბევრისთვის იქნება საინტერესო, განსაკუთრებით, ახალგაზრდა თაობისთვის. 1. თავი დაანებეთ მოწევას. ეს ძალიან ძვირიანი სიამოვნება არის და თან არასასიამოვნო სუნიც აქვს. გარდა ამისა, 100% გარანტირებულია, რომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, პრობლემებს გამოიწვევს. ...

რა იწვევს ,,გაუაზრებელი ჭამის” სინდრომს? რას გულისხმობს კომფორტული წონის ცნება? როგორ აღიქვამს ჩვენი არაცნობიერი სიტყვა „დიეტას?“ – ამ და სხვა თემებზე ფსიქოლოგი მარინა  გოქსაძე საუბრობს. ფსიქოლოგის განმარტებით, კომფორტული წონა სხვადასხვა ადამიანისთვის შესაძლოა განსხვავდებოდეს  მისი პროფესიიდან, იმიჯიდან და სხვადასხვა ფაქტორიდან გამომდინარე. “არსებობს პროფესიები, სადაც წონა მოითხოვს რაღაც სტანდარტს, მაგალითად, მსახიობს უნდა ჰქონდეს გარკვეული წონა, რათა ბევრ როლზე დაამტკიცონ და ეს როლები ...

საქართველოს ეროვნული გეშტალტ ინსტიტუტის ხელმძღვანელობამ წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის „ქართულ უნივერსიტეტში“ მოიწვია ამერიკული საქველმოქმედო ორგანიზაციის „გივ-ენ-აუერი“-ის (Give an Hour), საქველმოქმედო ორგანიზაციის „ელაიდ ფორსის ფაუნდეიშენ“ („Allied Forces Foundation“), საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტისა და  “დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეთა მხარდაჭერის ფონდის“ (საქართველო) წარმომადგენლები. ფსიქოლოგიის მიმართულების პროფესურამ მოწვეულ სტუმრებს უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში  შეხვედრა მოუწყო, სადაც „გივ-ენ-აუერი“-ის პრეზიდენტმა  დოქტორმა ბარბარა ვან ...