ოცნების ნამდვილი არსის გაუცნობიერებლობა მიუხედავად იმისა, რომ ყველა ადამიანს აქვს ოცნება მის ასასრულებლად, მაინც ძალიან ცოტა თუ იბრძვის. რატომ ხდება ეს? იმიტომ რომ მის ნამდვილ არსს ვერ აანალიზებენ, რადგან მხოლოდ სიტყვის მნიშვნელობიდან გამოდიან ფიქრობენ რა მხოლოდ მის სილამაზეზე და რომანტიულობაზე ,მაგრამ ავიწყდებათ, რომ ოცნებიდან ყალიბდება დიდი მიზნები და იბადება მიზნის მიღწევის მწველი სურვილი. ის გვაძლევს სტიმულებს და გვეხმარება გადაწყვეტილების მიღებაში. ...

დილით ადრე გავიღვიძე, მშვენიერ განწყობაზე ვარ და მსურს პროდუქტიულად გავატარო მთელი დღე. მჯერა, მნიშვნელოვანი და ღირებული ადამიანი ვარ და ვიცი მე ვირჩევ, როგორი იქნება ჩემი დღევანდელი დღე: დღეს მე შემიძლია დავიჩივლო, რომ სუსხიანი ამინდია, ან შემიძლია შევიგრძნო მისი გამორჩეულობა და სილამაზე. დღეს შემიძლია სევდიან განწყობაზე ვიყო, რადგან საკმარისი ფული არ მაქვს, ან შემიძლია დავფიქრდე და მიხვდე, რომ მაქვს საკმარისი მოტივაცია და ...

მჯერა რომ სიცოცხლეში მხოლოდ ერთხელ შეიძლება იპოვნო ადამიანი, რომელიც შენს ცხოვრებას ძირფესვიანად შეცვლის. მას ეტყვი იმას, რაც ჯერ არავისთვის გითქვამს, ის კი გაითავისებს ყველაფერს და ისევ ენდომება, რომ უფრო და უფრო მეტი გაიგოს. მას გაუზიარებ შენს იმედებს, ოცნებებს, რომლებიც არასოდეს ახდება, მიზნებს, რომლებიც წარსულს ჩაბარდა  და იმედგაცრუებებს, რომელთაც ცხოვრებამ შეგახვედრა. როდესაც რაიმე კარგი მოხდება,მოუთმენლად დაელოდები წამს, როდესაც შეგეძლება მოუყვე ყველაფერი, ...

ესე იგი თქვენ ფიქრობთ, რომ ფული ყველა ბოროტების საფუძველია? – იკითხა ფრანცისკო დე ანკონიამ. ოდესმე გიფიქრიათ, თუ რა არის ფულის საფუძველი? ფული გაცვლის საშუალებაა, რომელიც არ იარსებებებდა რომ არა წარმოებული საქონელი და ადამიანები, რომლებსაც შეეძლებოდათ ეწარმოებიათ ისინი. ფული მატერიალური გამოხატულებაა იმისა, რომ ადამიანები ერთმანეთს შორის ურთიერთქმედებენ, ვაჭრობენ და ცვლიან ღირებულებას ღირებულებაზე. ფული არ არის ძარცვის საშუალება და არც სიზარმაცის წყარო. ...

შენიშვნა: ქვეყნდება შემოკლებული ვერსიით. დღეს მსურს მოგიყვეთ 3 ისტორია ჩემი ცხოვრებიდან. განსაკუთრებული არაფერი, უბრალოდ 3 ისტორია. პირველ ისტორიას წერტილების შეერთებას ვუწოდებ. ძაფს ვერ დაახვევ, თუ მუდამ წინ ივლი და მხოლოდ უკან სიარულით შეძლებ მის შეკვრას. 6 თვის სწავლის შემდეგ, კოლეჯიდან წამოვედი. რატომ და როგორ მოხდა ეს? ყველაფერი მანამ დაიწყო, ვიდრე დავიბადებოდი. ჩემი ბიოლოგიური დედა, ახალგაზრდა, ღარიბი კოლეჯის სტუდენტი იყო და ...

1864 წელს, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ერთ კრეატიულ ინჟინერს, სახელად ჯონ როუბლინგს აზრად მოუვიდა, რომ აეშენებინა ხიდი, რომელიც ბრუკლინსა და მანჰეტენს ერთმანეთთან დააკავშირებდა. ექსპერტების შეფასებით ამ გეგმის განხორციელება შეუძლებელი იყო და როუბლინგს ურჩევდნენ, რომ დაევიწყებინა ამ გიჟური ოცნების შესახებ. თუმცა მეოცნებე ინჟინერს არაფრის გაგონება არ სურდა და მყარად იდგა საკუთარ აზრზე. მას ერთი ადამიანი სჭირდებოდა, რომელიც გვერდში დაუდგებოდა და მხარს დაუჭერდა. ...

ეს ამბავი 3 წლის წინათ, პირადად მე, შემემთხვა. ვერ გეტყვით რამდენად ღრმა მორწმუნე ვარ, მაგრამ წირვა–ლოცვაზე ხშირად დავდივარ, აღსარებასაც ვაბარებ და ვეზიარები. არც ეს პერიოდი გახლდათ გამონაკლისი იმ მხრივ, რომ შაბათ–კვირის ლოცვას არ ვაცდენდი , ვლოცულობდი, ვმარხულობდი, მაგრამ რატომღაც ძალიან მიჭირდა აღსარებაზე მისვლა.. კვირის წირვა იყო და უკვე თითქმის მესამე თვე გახლდათ, რაც აღსარებაზე არ ვყოფილვარ. ჩვეულებრივ მოვუსმინე წირვას და ზიარების ...

ადამიანს ძალიან არ მოსწონს, როდესაც უმტკიცებენ, რომ მისი მოსაზრება მცდარია და საკუთარ აზრს ახვევენ თავს. იმისათვის, რომ იგი თქვენს მოსაზრებაზე გადმოიყვანოთ საჭიროა საუბარი “უსარგებლო კამათი”–ს პროცესში არ გადაიზარდოს. შევეცდები აგიხსნათ, თუ რაში მდგომარეობს უსარგებლო კამათის არსი: დავუშვათ, რომ ორი პიროვნება კამათობს. ორივეს აქვს საკუთარი აზრი და ცდილობენ დაუმტკიცონ ერთმანეთს თავიანთი სიმართლე. უსარგებლო კამათის სიტუაციაში არცერთი მათგანი კარგად არ უსმენს მეორეს. ...

დროის ეფექტური მანეჯმენტი ადამიანთა ყოველდღიური ცხოვრების ერთ-ერთ ძირითად პრობლემას წარმოადგენს. ხშირად გვითქვამს და გვესმის შემდეგი ფრაზები: „დრო არ მყოფნის“, ,,ნეტავ უფრო მეტი დრო მომცა“, ,,მეტი დრო, რომ მქოდეს“ და ა.შ.  მინდა ყველას ვკითხო:   არსებობს კი იმაზე მეტი დრო,რაც გვაქვს? რასაკვირველია, არა !  პრინციპები, რომელთა პრაქტიკაში გატარებით შეძლებთ თქვენი დროის ეფექტურად მართვას დაფიქრდით სწორად ანაწილებთ დროს, თუ არა? აღიარეთ, რომ ...

“მდინარე არასდროს კვეთს ერთსა და იმავე ადგილს ორჯერ” – თქვა ერთმა ფილოსოფოსმა. “ცხოვრებაც მდინარეს ჰგავს” – მიუგო მეორემ. დასაბამიდან დასასრულამდე ( სათავიდან შესართავამდე) ყველა სათავეში პატარა წყაროა, რომელიც იზრდება , ძლიერდება და ყალიბდება მდინარედ. ცხოვრებაშიც ასეა. ჩვენ არსებობას ისეთივე პატარა და სუსტი ფორმით ვიწყებთ, როგორც მდინარე, მაგრამ დროთა განმავლობაში ვიზრდებით, ვძლიერდებით და ვყალიბდებით ადამიანებად. სიახლეები ჩვენი დაბადებიდან გარდაცვალებამდე (სათავიდან შესართავამდე) ...