ივანე ჯავახიშვილის გამოსვლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში , 1938 წელი; თავმდაბლობის არაჩვეულებრივი მაგალითი. ამ პატარა გამოსვლიდან ძალიან ბევრს გაიგებთ მისი პიროვნებისა და აზრების შესახებ. ...

მახსოვს, როცა პირველად  ჩამოვედი ტარტუში, ღამე იყო და თოვდა. მგზავრობით გადაქანცულს, ბარგით დამძიმებულს, ერთი სული მქონდა როდის მივაღწევდი სტუდენტურ საცხოვრებლამდე. „ერთ პატარა გზასღა გადავკვეთ და უკვე იქ ვარ“, შორიდან ვხედავ „რაატუსეს“ გაჩახჩახებულ ოთახებს. მეგობრებმა გამასწრეს და მარტო მივჩანჩალებ თოვლში. უცებ საგზაო მოძრაობა შეჩერდა და მაშინ პირველად და უკანასკნელად შემეშინდა ტარტუში. ვდგავარ უძრავად და ვცდილობ გავიგო რა ხდება, ფიფქების კორიანტელი ხელს ...

ჩაგვრა ანუ ე.წ. ბულინგი საკმაოდ აქტუალური პრობლემაა, განსაკუთრებით კი სკოლის მოსწავლეებისათვის. სამწუხაროა, რომ მშობლები პრობლემას მხოლოდ მაშინ ამჩნევენ, როდესაც ეს კონკრეტულად მათ შვილს ეხება. ფაქტი, რომ ჩაგვრის წინააღმდეგ ზომები ყველა სკოლამ უნდა მიიღოს, ცალსახაა. არსებობს სხვადასხვა გზა და აქტივობა, რომელთა საშუალებით სკოლებს აღნიშნული პრობლემის მოგვარება შეუძლიათ: 1. ბავშვების ინფორმირება და პოზიტიური კომუნიკაციის უნარების განმავითარებელი ტრენინგების უზრუნველყოფა – სწორეს ეს დაეხმარებათ ...

უკვე რამდენიმე წელია, ფინეთი წარმატებული საგანმანათლებლო სისტემის სანიმუშო მაგალითია. ქვეყანა განათლებულობის და წარმატებული მოსწავლეების მიხედვით, მრავალი საერთაშორისო კვლევის სიებში იკავებს ლიდერის პოზიციებს. მაგალითად, PISA-ს რეიტინგში (მოსწავლეთა საერთაშორისო შეფასების პროგრამა) ფინეთს მხოლოდ ჩინეთი და სინგაპური უსწრებენ. მსოფლიოს პოლიტიკოსები და განათლების სფეროს სპეციალისტები, მათი წარმატების საიდუმლოს გასაგებად, ჰელსინკის მუდმივი ვიზიტორები არიან. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, განსაკუთრებით აღსანიშნავია ფინეთის ახალი, ყველაზე რადიკალური დაწყებითი განათლების რეფორმა, ...

რომელ პროგრამაზე სწავლობ ტარტუს უნივერსიტეტში? ტარტუს უნივერსიტეტში დემოკრატიისა და მართვის სამაგისტრო პროგრამაზე ვსწავლობ, რომელიც 2015 წელს შეიქმნა ევროპაში ერთ-ერთი გამორჩეული და წარმატებული მკვლევრის, ველო პეტაის ხელმძღვანელობით. პროგრამის ინტერდისციპლინური ხასიათიდან გამომდინარე, შესაძლებლობა გვეძლევა ჩვენთვის საინტერესო მიმართულებით ნებისმიერი საგანი გავიაროთ. ყველაზე კარგი კი მაინც ისაა, რომ სწავლა საერთაშორისო გარემოში მიმდინარეობს, უმაღლესი დონის პროფესიონალებისა და ინოვაციური მეთოდების წყლობით კი ჩვენი განათლება ევროპული სტანადრტის ...

წლებია, ფინეთი წარმატებული განათლების სისტემით გამოირჩევა. მთელი მსოფლიოს პოლიტიკოსებსა და განათლების ექსპერტებს, მათ შორის ინგლისს, ჰელსინკში სპეციალური წარმომადგენლები ჰყავთ მივლენილი, რათა მათი წარმატების საიდუმლო გაიგონ. აღსანიშნავია, რომ ფინეთი განათლების სისტემაში რადიკალურ რეფორმებს ახორციელებს: საგნობრივ სწავლებაზე უარს ამბობს და მას თემის მიხედვით სწავლებით ცვლის. როგორც ფინეთის განათლების სისტემის წარმომადგენლები ამბობენ, ეს მხოლოდ დასაწყისია. ამით ისინი სამომავლოდ უკეთეს ნიადაგს ქმნიან და საზოგადოებას ...

“როგორ მუშაობს სიყვარული?” მოკლემეტრაჟიანი ცხოვრებისეული ანიმაცია. ...

საუკეთესო ვიდეო რელაქსაციისთვის. ...

2014 წელს გამოვიდა 2 საინტერესო წიგნი განათლებაზე : დ. ხრისტოდულუს „7 მითი განათლებაზე“ და დ. ბერლინერისა და ჯ. გლასის „ 50 მითი და ტყუილი, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ამერიკულ საჯარო სკოლებს: განათლების რეალური კრიზისი“. გთავაზობთ რამდენიმე სასარგებლო ინფორმაციას ზემოაღნიშნული წიგნებიდან. 1. ფაქტები ხელს უშლიან გაგებას ძალიან ხშირად გამოთქვამენ უკმაყოფილებას იმით, რომ სასკოლო პროგრამა გადატვირთულია ფაქტებით. ალტერნატივად სთავაზობენ უნარ-ჩვევების განვითარებას და არა ...