ფსიქოლოგებს სხვადასხვა ხერხები და ტექნიკა აქვთ შემუშავებული ადამიანების ცხოვრების გასაუმჯობესებლად და არსებული პრობლემების გადასაჭრელად. ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდი ფსიქოლოგიური დღიურის წარმოებაა. ალბათ გაგიჩნდათ კითხვა, თუ რაში უნდა დაგეხმაროთ დღიურის წერა, განსაკუთრებით კი – ფსიქოლოგიურის და ეს სავსებით ლოგიკურია. საქმე იმაშია, რომ ჩვენ „ავტომატურ რეჟიმში“ ვცხოვრობთ. ხშირად ვერც ვამჩნევთ ჩვენს აზრებსა და ემოციებს, რთულ ემოციონალურ მდგომარეობას, რომელსაც შეპყრობილი ვყავართ გაუცნობიერებელი მიზეზებით ...

ციფრული ტექნოლოგიის განვითარებამ სოციალური ქსელების, ტელეფონისა და ”სკაიპის” დახმარებით შესაძლებელი გახადა ადამიანური ურთიერთობების სქემის გაიოლება. საზღვრებსა და მანძილს უკვე აღარ აქვს არსებითი მნიშვნელობა, ჩვენგან შორს მყოფ ადამიანებთან დაკავშირება ნებისმიერ დროს შეგვიძლია და თანაც ძალიან მარტივად. თუმცა, ამან უფრო რთული პრობლემა წარმოქმნა, რომელიც დღითიდღე აქტუალური ხდება. ეს სოციოფობიის პრობლემაა. მთელ სირთულეს ადამიანებთან რეალურ სამყაროში ურთიერთობა წარმოადგენს, თუმცა, ჩვენ სოციოფობია სიმორცხვეში არ ...