“მე თუ მკითხავთ, დღეს ზღაპრების ერა უფროა. ისეთი, მინარევი რეალობის. აი, სიურეალიზმის რომ ეძახიან. თამარ ნიკურაძე გარდა იმისა, რომ დროს გრძნობს, წერის გამორჩეული კულტურითაცაა დაჯილდოებული. ეს უნარი დღეს იშვიათი ხილია და მხოლოდ ნიჭს არა –  შრომასაც მოითხოვს. ამას მივუმატოთ ნაწარმოების სიუჟეტის აგების ხერხებში გაწაფულობა და თამამად ვიტყვით: თამარი ახალი თაობის საინტერესო მწერალია, ციგრიტი კი ბოლო დროს გამოსულ ტექსტთაგან ერთ–ერთი საყურადღებო ...

ან, იქნებ , უკეთ დავასათაურო დღევანდელი დღე?! მაგალითად, ასე: გამარჯობა, “99 ფრანკი” მომეცით… 99 ფრანკი რა არის, ბარემ 100 აიღე… ან, ასე: “99 სელფი, რომელიც უნდა გადაიღო მწერალთან, სანამ ის შენს “99 ფრანკზე” საკუთარ ავტოგრაფს ტოვებს” (თუმცა, მგონი, ეს მეორე უფრო დამაბნეველი იყო), მოკლედ, მოდი, თავად ფრედერიკ ბეგბედერის სიტყვებით დავიწყებ: “ ცხოვრება ასე მიდის: იბადებით, კვდებით, შუაში კი მუცელი გტკივათ. ...

კაცები გადამალეთ, 29 თებერვალი მოვიდა… ეს ხუმრობით (ნახევრად), მაგრამ მართლაც საინტერესოა, რომ ეს ირლანდიური ტრადიცია ჯერ კიდევ მე-5 საუკუნიდან იღებს სათავეს. წარმოიდგინე, რომ 4 წელიწადში ერთხელ, სწორედ, 29 თებერვალს, ქალს აქვს უფლება “ხელი სთხოვოს” მამაკაცს და ეს “უკანასკნელი” ვალდებულია დათანხმდეს… ამ ტრადიციაზე კაცები ბევრს ხუმრობენ, ხოლო ქალებს მოსწონთ. ტრადიციაც, სწორედ მათი მოთხოვნით შეიქმნა (აბა, რასაც მე ვუსმენ, კაცი მისი ნებით ...

ვზივარ და ვფიქრობ, რომელია უფრო ბედნიერია: მე, რომელსაც ბავშვობაში არც iphone მქონდა, არც ipad, არც სათამაშოები ( ძაააააალიან ცოტა), არც შუქი (უმეტესწილად), ვიჯექი ჩემთვის, ვკითხულობდი წიგნებს, ვგრძნობდი მათ სუნს, ვწერდი, ვქარგავდი, ვძერწავდი, ვჩხირკედელაობდი, ხან ხეს ვჩორკნიდი, ხან მუყაოსგან სათამაშო ვიდეოკამერას ვქმნიდი, ბისერებით ვაწყობდი სამკაულებს, ვხატავდი, ვქსოვდი და ა.შ. თუ თანამედროვე ბავშვები, ვისაც ყოველივე ეს არ უკეთებიათ, სამაგიეროდ ბოლო მოდელის მობილურით ...

Facebook-ის გვერდი “მეტი პოზიტივი ერო” უკვე წელიწადზე მეტია ზრუნავს ჩვენს დადებით განწყობაზე, სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე დღეს შემოგთავაზო ინტერვიუ ადამიანთან, რომელიც ამ ფასეულობას ქმნის ჩვენთვის. გუჯა ლორთქიფანიძე ძალიან საინტერესო რესპოდენტი აღმოჩნდა, იშვიათი აზროვნების, რომლისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია შექმნას საზოგადოებისათვის ფასეულობა, ვფიქრობ, დაგაინტერესებს, ის, რაზეც ქვევით ვისაუბრებთ. საუბრის დასაწყისიდანვე დავინტერესდი, თუ რატომ გადაწყვიტა, კავკასიის უნივერსიტეტში სწავლის დროს, გამხდარიყო სტუდენტური თვითმმართველობის თავმჯდომარე და არც ...

თუკი ახლა დარდიანი და ტკივილიანი ცრემლებს ვერ იშრობ და ცისკენ ხელაპყრობილი დაუსრულებლად იმეორებ სიტყვებს: “რისთვის ვისჯები?!” “რა დავაშავე?!” “მე ეს არ დამიმსახურებია!” “ცხოვრება უსამართლოა!”, მაშინ ეს პოსტი შენთვისაა… მართალია, ამ პოსტით პრობლემას ვერ მოგიგვარებ, მაგრამ ძალიან მინდა დაგეხმარო ცოტათი მაინც, რომ თავად გაუმკლავდე მას… არაფერი ახალი, უბრალოდ, საკუთარ გამოცდილებასა და ნააზრევს გჩუქნი… რა აკეთებს ადამიანი, როდესაც რაიმე შეემთხვევა?! ა) ეძებს ...

შენ ძალიან გჭირდება საკუთარი თავის სიყვარული და იმის გააზრება, რომ შენ ნამდვილად იმსახურებ იმას, რაც შენს გულს აიძულებს გამალებით იძგეროს, რაც მძინარეს ღიმილს გფენს სახეზე, რის გარეშე ყოფნაც მოსვენებას გიკარგავს… შენ იმსახურებ! იყო ისეთი, როგორიც ხარ შინაგანად, ნამდვილი, ბედნიერი, სრულყოფილი, მაგრამ შენ არ შეგიძლია მიღება. შენი ქვეცნობიერი თვლის, რომ შენ არ იმსახურებ ბედნიერებას. სწორედ ამიტომ თითქოს, შენ თავადგე განიზიდავ შენთვის ...

თბილისის ამ უნიკალური ფერადი კადრების ავტორი ჰოვარდ სოჰურეკია, რომელიც იმჟამად ამერიკული ჟურნალ “Life”-ის ფოტოგრაფი იყო. ...

გამოიღვიძე, მეგობარო!!!  მალე ბათუმის ძველი ბულვარი ისეთი აღარ იქნება, როგორიც მე, შენ და სხვა უამრავ ადამიანს (მათ შორის, უამრავ ტურისტს) უყვარს! ბათუმელები უკვე მერამდენე დღეა კბილებით იცავენ ბულვარის ძველ კონცეფციას, რომელსაც სერიოზული ცვლილებები ემუქრება. როგორც გამარკვიეს, ცვლილებების წარმომავლობა საკმაოდ ბუნდოვანია და კონკრეტული ინდივიდების პირად ინტერესს უფრო ჰგავს, ვიდრე ბულვარში ცვლილებების გარდაუვალ აუცილებლობას! სამწუხაროა, რომ ყოველივე ეს არ შუქდება სათანადოდ მედიის ...

თუკი ოდესმე დამისვამ კითხვას: “თაკო, დარჩა ამ ქვეყანაში ვინმე, ვინც თავისი პატიოსანი შრომით, გავლენიანი ბიძიების გარეშე იბრძვის წარმატებისთვის (და გამოსდის რამე)?!” , მე აუცილებლად მოგიყვები მის ისტორიას… კლასელები ვართ. ბავშვობიდან ჟურნალისტობაზე ოცნებობდა. გამუდმებით ამაზე ვსაუბრობდით: “რომ გაიზრდება” როგორი კარიერა უნდა რომ ჰქონდეს, როგორი იქნება მისი საავტორო გადაცემა. იმდენად იყო გატაცებული ამ პროფესიით, იმასაც კი წერდა, პირველი 50 გადაცემა რას დაეთმობოდა. ...