ადამიანები რომლებიც საქართველოში დაიბადნენ, ცხოვრობენ და ელოდებიან საქართველოს გაბრწყინებას, რაღაც ღრუბელი რომ არ ეფარებოდეს მზე აუცილებლად გაანათებდა არემარეს. რა არის ეს ღრუბელი ეს შავი ღრუბელი საქართველოს ცაზე? ტელევიზია  მუდმივად გადმოსცემს შეჭირვებულ ადამიანებზე ინფორმაციას, რომლებიც გაუთავებელ პროტესტს გამოთქვავენ ხელისუფლებაზე მათ არსებულ ცხოვრებაზე, თურმე იმიტომ მისცეს ხმა, რომ მათი პრობლემები მოაგვარონ, თვითონ კი ისხდნენ და კბილების ღრჭიალით და სიგარეტის ღეჭვით უსამართლობაზე იმსჯელონ. მუდმივი ...

ახალი წლის  ზარ-ზეიმით შეხვედრის შემდეგ ერთი საინტერესო ამბავი გადამხდა. ბანკში ჩემი რიგის ნომერს ვამოწმებდი, როცა ერთი მამაკაცი მომიახლოვდა, რომელიც მოწყალებას ითხოვდა. გავხსენი საფულე, ისეთი სახით მიყურებდა, რომ შევამჩნიე რომ ჩემს საფულეში ხურდის დათვლაც კი მოასწრო. ხელის გულზე ხურდა დავუდე, მაგრამ უკმაყოფილომ შემომხედა – აშკარად მეტს ელოდა. შემდეგ კანფეტი მომთხოვა, მეც უკმაყოფილომ როგორც გვჩვევია ხოლმე ჩავილაპარაკე: “რა თავხედია, არავინ მისცა ხურდა ...

“საუკეთესო რამ რასაც შეიძლება ცხოვრებაში დავეყრდნოთ – ერთმანეთია.”– ოდრი ჰეპბერნი ამ მშვენიერი ქალბატონის სიტყვებით მინდა დავიწყო ჩემი მორიგი სტატია, რადგან  ეს სიტყვები  იხილა ჩემა თვალება შუა ქალაქში…… სულ რამდენიმე დღის წინ პიროვნული ზრდის ტრენინგზე მივიჩქაროდი, მაგვიანდებოდა ე.წ. პეკინისა და საბურთალოს ქუჩის კვეთაზე თვალებში შემომხვდა ძლიერი თავგანწირული თვალები. ამ უცნაური თვალების მზერის არიალი ნელ-ნელა გავზარდე, როგორც მაუსით შემოსაზღვრული მონიშვნა. ჩემს თვალწინ ...

მდუმარება არ დაშურებულ ძალისხმევასა და შედეგს შორის. თითქოს ფოთლების შრიალიც კი აღარ ისმის ხოლმე, იქ არავინაა, მხოლოდ სიმშვიდე და სასიამოვნო მდუმარება… ნამდვილად არ ვიცი ეს რა ენერგიაა, რითი ივსება იგი, არც სუნი აქვს და არც გემო, არც არანაირი შეგრძნებაა. ეს ის ენერგიაა რომელიც დასვენებას გკარნახობს და თითქოს ყურში ჩაგჩურჩულებს: დაჯექი, დალოდე, ზედმეტი არ მოგივიდეს, ნუ წუხარ ეს უკვე ზედმეტიაო. შენ ის ...

რამდენჯერაც ადამიანი მისთვის უცნაურ მოვლენას შეიმეცნებს ბუნებიდან, ეს იქნება ცხოველთა თუ ფრინველთა სამყაროდან ყოველთვის გაფართოებული თვალებით და ინტერესით ღებულობს მას და თან დააყოლებს სიტყვას “სასწაულია”. “რა საინტერესოა”, სანამ დავიწყებდი წერას, ჩემდა უნებურად ნიანგის ცრემლები გამახსენდა. თქვენც გაიხსენეთ, როდესაც ნიანგი თავის მსხვერპლს ჭამს თვალებიდან ცრემლები მოდის. ეს ფრაზა ხომ გაგიგიათ “ნიანგის ცრემლებს ღვრისო” – თან ჭამს თან ეცოდებაო. იცით ეს თვისება ...

“გწამდეთ თქვენი ოცნებების და ცისარტყელა ერთხელ თქვენთვისაც გაიშლება ცაზე. არა აქვს მნიშვნელობა, როგორ ძლიერ სწუხს თქვენი გული, თუ არ დაკარგავთ რწმენას, ოცნება რომელიც ასე გწადიათ აუცილებლად ახდება!” – უოლტ დისნეი (კონკია) ბიბიდი ბაბიდი ბუმ! ჯადოსნური სიტყვებია, ასე არ არის, მაგრამ რაში მდგომარეობს მისი ასეთი სიძლიერე? საქმე იმაშია, რომ ეს იმ სიძლიერის და ჯადოსნობის საბოლოო ფრაზა, რომელსაც მოსდევს კიდევ უფრო დიდ და ...

არ ვიცი თუ გახსოვთ კომუნისტური ხანის ჟურნალ-გაზეთებისთვის თუ მოგიკრავთ თვალი “პროლეტარებო ყველა ქვეყნისა შეერთდით!!!” ასეთი ლოზუნგი ჰქონდა ყველა მაშინდელი პრესის ფურცლებს. ალბათ იკითხავთ ეს რა შუაშიაო, მაგრამ ამ ლოზუნგს ასე შევცვლიდი “უიღბლოებო, უბედოებო ყველა ქვეყნისა შეერთდით!!!” ძალიან საინტერესო ჩანაცვლება იქნებოდა. მართლა რომ შემდგარიყო მათი შეხვედრები, ვინ იცის როგორ შესჩივლებდენენ ერთმანეთს და მოუყვებობდენენ საიტერესო ისტორიებს. ერთ-ერთი მათგანი ეს იქნებოდა: ეს ისტორია ...

გაუთავებლად ვსაუბრობთ ბიზნესსზე, შემოსავლებზე, დამოუკიდებელ ცხოვრებაზე, სახლში – ტელევიზორი თუ ინტერნეტ საიტები, ყველა საუბრობს და გვთავაზობენ საკუთარ გამოცდილებას აყვავებულ ბიზნესებზე თუ მაღალ შემოსავლიან სამსახურებზე, ადამიანს სურვილებს რა გამოულევს, მაგრამ ალბათ ჩემსავით არასოდეს დაფიქრებულხართ ისეთ ბიზნესის წამოწყებაზე როგორიცაა მებაღეობა, ალბათ იტყვით, რომ ველოსიპედს არ ვიგონებ, მაგრამ ამაში არის რაღაც ის რაზეც არასოდეს დავფიქრებულვართ, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ სწორედ ეს ბიზნესია ...

სამყაროს მარიონეტი შვილები, დიახ ეს ჩვენ ვართ მე და შენ…. რატომ ვიხლიჩებით წარსულსა და მომავალში როდესაც ვცხორობთ აწმყოში? რატომ ვხდებით მარიონეტები წარსულისა და გაუგებარი მომავლისა, ცხოვრება ხომ აწმყოთი მოგვეცა და რეალობა ხომ ახლა, ამჟამად ხდება. ბრალდებები საკუთარი თავის მიმართ წარსულში   და არშემდგარი წარმატებული მომავალი – ილუზიებით და ოცნებებით გაჟღენთილი, რომელსაც ვერასოდეს ვაქცევთ ხოლმე იმ ფერებად, როგორსაც მომავლის ოცნებებით ვხატავთ. ამ ყოველივეს ჩვენს გონებას, ქვეცნობიერს, ...

უფალმა მოგვცა სამყარო რათა ადამიანებს შეეცნოთ და შეესწავლათ იგი, მისცა ამისთვის ყველა ინსტრუმენტი – გონება პირველ რიგში და მიწიერი ყოფნა, რათა ზეცა დაეპყროთ, ადამიანს ფარდა ჩამოეხსნა ვირტუალსა და მიწიერს სამყაროს შორის. ყველაზე დიდი გამოწვევა რაც შეიძლება ადამიანს ჰქონოდა, ეს არის დიდი საქმის კეთება და ამით სიამოვნება და კეთილდღეობა მოტანა ერთმანეთისათვის. სამყარო ვირტუალური ესაა გამოჭრილი ფანჯარა, რითაც მოხდა ადამიანების მატერიალური სამყაროს ...