თუ გიყვართ, მაშინ… სიყვარული, – მხოლოდ იასამნის სურნელი, ბრეიგელის სავსე მთვარის შუქი, მირაბოს ხიდზე ხეტიალი, სიძველის სუნი, შიშველი ხეები, მღელვარე ზღვა, სველი თმა და შემოდგომის ცით ტკბობა, რომ არ არის… ეს ნათელია, სიყვარული უფრო მეტია ვიდრე „სიყვარულის გარე ნიშნები“… ალბათ, სიყვარული – სულის ყველაზე ხმაურიანი და ენერგიული კივილია მხოლოდ „ორისთვის“. ხშირად, საკუთარი ხმა არ გვესმის, უსიყვარულო ჰაერში “კივილის” გაფანტულ ბგერას ...

წარმოიდგინეთ დილას იღვიძებთ და მზე არ გხვდებათ ცაზე. ხვდებით, რომ „დილას“ კი არ იღვიძებთ უბრალოდ შვიდსაათნახევრის შემდეგ გეღვიძებათ თითქოს იმავე დღეს … და რა ხდება? აგრძელებთ ცხოვრებას მზის გარეშე… დგებით 08:15 საათზე ანთებთ შუქს, რადგან სიბნელეა, წესრიგდებით, იცვამთ და გადიხართ სახლიდან. დილაა, მაგრამ ქუჩები ხელოვნურად არის განათებული, ყველა მანქანას მაშუქი ფარები აქვს ჩართული და იწყებ ახალ დღეს, რომელიც გუშინდელის დასასრული ...

ადამიანის სულის სივრცე, მისი შინაგანი „თავისუფლების ინდექსით“ განისაზღვრება. სული აძლევს სხეულს ფორმას..? თუ სხეული სულს..? რაც უფრო ბევრს ვფიქრობ… უფრო და უფრო ვუახლოვდები იმ აზრს, რომ ყველა პრობლემის საწყისი საერთო, სამგანზომილებიან „სივრცეში“ დამწყვდეული, ქარივით თავისუფალი სული და გონებაა… ემოციებით დაღლილი სული და უკონტროლოდ დარჩენილი გონება, რომელსაც ყველაფერი ნამდვილი ენატრება… ერთი შეხედვითაც ჩანს, როგორი ქაოსია სულში, როგორ ვერ იტევს სხეული სულს ...

როცა ყველაზე ახლოსაა უსასრულობის განცდა… ძლიერი „მიმაგრებულობის“ ემოცია… წარმართავს ფიქრს, აზრს და აქამდე „უჩვეულო“ ქცევას… სუბსტანცია მისტიკა, ლევიტაცია, პარანორმალური მოვლენების შინაგანი სიღრმე… შემდეგი ეტაპი „აბსტრაქტული რეალობა“, როგორც მამოტივირებელი ინსპირაცია. ქვეითდება დროის შეგრძნება, მაგრამ ძლიერდება დროის ფასეულობის აღქმა. ამ დროს ყველაზე ახლოსაა ადამიანი ცასთან და ძნელად გრძნობს მიწის სუნს. არ არსებობს შუალედური კუთხე დაასვენო სული…აზრი… არსებობს მხოლოდ ერთი გადაკვეთის წერტილი, სადაც ...