ხანდახან ჩვენ გარშემო მიმდინარე პროცესები გვბეზრდება და რაღაც ჩვეულებრივის არაჩვეულებრივით შეცვლა გვსურს, სანამ ეს უკანასკნელიც ჩვეულებრივი არ გახდება, რუტინად არ გარდაიქმნება. ამ დროს მე და ბევრი ჩემნაირი ყველაფერს დაღლილობას ვაბრალებთ. ვფიქრობთ, რომ 1 კვირიანი დასვენება ცხოვრებას რადიკალურად შეცვლის და ჩვენც ისევ ბედნიერი, მხიარული, სიცოცხლითა და ენერგიით სავსე შევუდგებით ცხოვრებას. და თუ ეს ძალიან შორეული პერსპექტივაა, რას ვაკეთებთ? გულხელდაკრეფილი ვსხედვართ და ...

ავირჩიეთ რადიკალიზმი და არავის გაგება აღარ შეგვიძლია… საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას ხშირად ვისმენ შემდეგ სიტყვებს: ,,დღევანდელი ახალგაზრდობა სულ სხვანაირია’’, ,,ეს თაობა სულ გადაგვარდა’’, ,,მოხუცის პატივისცემაც აღარ იციან.’’ თანამოაზრეები, ერთმანეთის პოვნის შემდეგ, საუბარს განაგრძობენ და ყველაფერს ტრადიციების კონტექსტში განიხილავენ. მიდი, შეეკამათე, თუ გაბედავ და უზრდელის ისეთ იარლიყს მიგაკერებენ, შესაძლოა ტრანსპორტიდან ჩასვლის შემდეგაც ვერ მოიშორო. ამ საკითხზე საკმაოდ ბევრს ვფიქრობ. ნეტა რომელ ტრადიციას ...

ნამდვილი ბრძოლა, ეს დროის წინააღმდეგ ბრძოლაა. ბევრი რამეა მისაღწევი, დრო კი ძალიან ცოტაა. როგორ ვიპოვოთ გამოსავალი? ყველაფერი შენზეა დამოკიდებული და თუ კი დილას დაიწყებ მზესთან ერთად უთუოდ შეძლებ დაგეგმილი საქმეების მოგვარებას. ადრე ადგომა საუკეთესო საჩუქარია, რომელიც საკუთარ თავს შეგიძლია გაუკეთო. მიყვარს დილის საათებში ვარჯიში. ეს საგრძნობლად მავსებს ენერგიით და შთაგონებით. ყოველ კვირას მასაჟს ვიკეთებ, რაც პროდუქტიულობასაც ზრდის და ჯანმრთელობაზეც დადებითად ...

როდესაც იღიმი მიმზიდველი ხარ. შენი ღიმილი შენზე ბევრს ყვება. არ გჯერა? ერთი წუთით დაფიქრდი შენთვის მიმზიდველ ადამიანებზე. ხშირად იღიმიან? მგონი ვხვდები რასაც მიპასუხებ. როდესაც მოღიმარ ადამიანს ვხედავ პოზიტიური ენერგიით ვივსები. ისინი სხვებზე კარგ შთაბეჭდილებას ტოვებენ. სანდოობის კოეფიციენტი იზრდება. წარმოიდგინე უცხო გარემოში ხვდები, ვინ უფრო მიმზიდველია? ადამიანი რომელიც News Feeds ,,სქროლავს’’ , თუ ის ვინც გარშემომყოფებს ღიმილიანი სახით ათვალიერებს. გარდა იმისა, ...

საღამოს სანაგვე ურნასთან კაცი შევნიშნე. ვუყურებდი. ნაგავში რაღაცას ეძებდა. დავინახე, ცოტა კარტოფილის ფრი და ნაკბეჩი ჰამბურგერები იპოვა. საჭმელი თავისთვის შეფუთა, გარშემო კი ყველაფერი მოასუფთავა. მათხოვრების დახმარება არ მჩვევია, არ ვენდობი, არ ვიცი ნამდვილად უსახლკარო ვინ არის. თუმცა არასდროს შემხვედრია ადამიანი, რომელიც საჭმელს სანაგვე ყუთში ეძებდა. არავის აწუხებდა, ხომ შეეძლო მაღაზიასთან დამდგარიყო და მოწყალება ეთხოვა?! გადავწყვიტე დავხმარებოდი. მანქანიდან გადავედი და საჭმლის ...

შეზღუდული უნარიო და ერთმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა იტალიის ქალაქ არკოში ჩატარებულ მეკლდეურთა ევროპის თასზე, მეორე მსახიობი გახდა, ვიღაც მსოფლიოში ცნობილი ორატორია. თუმცა ქართული რეალობა სრულიად სხვა სურათს გვიხატავს. თბილისში მცხოვრები 100 000 საჯარო მოხელეს შორის მხოლოდ 24 შშმ პირია. მდგომარეობა გვიჩვენებს, რომ სტერეოტიპების დანგრევის დრო დიდი ხანია არის, უბრალოდ პრობლემა საზოგადოებაშია. დღემდე უჭირს ინტეგრაცია და ამისთვის ალბათ არაფერს ცდილობს. რომ ცდილობდეს ...

ჩეხოსლოვაკიის მეათე და უკანასკნელი პრეზიდენტის, ჩეხი დრამატურგი, ესეისტი, დისიდენტისა და პოლიტიკოსის, ვაცლავ ჰაველის 8 ციტატა: სახელმწიფოს თავისუფლება და დამოუკიდებლობა მოქალაქეებზეა დამოკიდებული. იმისთვის რომ ქვეყანამ საგარეო მშვიდობა დაამყაროს, შიდა სტაბილური მდგომარეობაა აუცილებელი, რაც მოქალაქეებსა და სახელმწიფოს შორის მშვიდობიან ურთიერთობას გულისხმობს. თანამედროვე ადამიანის უბედურება ის კი არ არის, რომ უფრო და უფრო ნაკლებად აცნობიერებს საკუთარი ცხოვრების აზრს, არამედ ის, რომ ეს საკითხი ...

სკოლაში ერთმა მასწავლებელმა ძალიან საინტერესო გაკვეთილი ჩაატარა. გადაწყვიტა ბავშვებისთვის საინტერესო გზით აეხსნა პრივილეგიისა და სოციალური ცვალებადობის შესახებ. მასწავლებელმა ბავშვებს თითო ფურცელი დაურიგა და სთხოვა, დაეკუჭათ. მერხების წინ, შუაში ნაგვის ურნა მოათავსა თქვა: ,, თამაშის წესები მარტივია – თქვენ, ქვეყნის მოქალაქეებს, გამდიდრებისა და მაღალ სოციალურ კლასში მოხვედრის ერთნაირი შანსი გაქვთ’’. ,, იმისთვის რომ ეს შეძლოთ, აუცილებელია, ადგილიდან დაკუჭული ქაღალდის ურნაში ჩაგდება’’. ...

1. შენ ის მხიარული ადამიანი ხართ, რომელსაც სიმსუბუქე და ჰაეროვნება უყვარს. მუდმივად სხვებზე ზრუნავთდა ცხოვრებაში უბრალო ფუფუნებასაც აფასებ. ეს შეიძლება დახვეწილი ჭურჭელი, სანთელი ან უბრალოდ უახლოეს საცხობში ნაყიდი ფუნთუშეული იყოს. გიყვარს მოგზაურობა და სხვადასხვა კულტურის გაცნობა. საკმაოდ კეთილი ხარ და სასიამოვნო ატმოსფეროს შექმნა გსიამოვნებს. გახსოვდეს, რომ თუკი დახმარება დაგჭირდება, უბრალოდ ვინმეს მიმართე. 2. შენ ძალიან უბრალო ხართ, გადაჭარბებული არაფერი არ ...

აინშტაინი ბევრისთვის მხოლოდ ფიზიკასთან, ფორმულებთან და თეორიებითან ასოცირდება, თუმცა იგი მეცნიერების გარდა კიდევ ბევრ ღირებულ რამეს გვასწავლის: 1. დააფასე წარმოსახვის უნარი ,,გონიერების ჭეშმარიტი ნიშანი წარმოსახვის უნარია და არა ცოდნა’’. ,,ლოგიკა ერთი კონკრეტული ადგილიდან მეორემდე მიგიყვანს. წარმოსახვის უნარს კი ყველაფერი შეუძლია’’. ,,წარმოსახვის უნარი ცოდნაზე მნიშვნელოვანია. ცოდნა შეზღუდულია, წარმოსახვა კი ყველაფერს წვდება’’. 2. იყავი ცნობისმოყვარე ,, მე განსაკუთრებით ნიჭიერებით არ გამოვირჩევი, უბრალოდ ...