რეიჰანე ჯაბარმა ევინის ციხეში 7 წელი გაატარა მოძალადის მკვლელობის გამო. შემდეგ კი, 26 წლის ასაკში, ჩამოახრჩვეს. გთავაზობთ მის ბოლო ხმოვან წერილს: “დედა, სიცოცხლეზე ძვირფასო, გთხოვ ნუ იტირებ იმის გამო, რასაც ახლა ჩემგან გაიგებ.. ნუ მიხვალ სასამართლოში, ნუ შეევედრები ჩემს სიკვდილისგან დახსნას! მხოლოდ ერთი ნატვრა შემისრულე, ნუ გამომაწყვდევ მიწის ტყვეობაში.. არ მინდა ჩემი თვალები და ახალგაზრდა გული მტვრად იქცეს.. შეევედრე მათ, ...

ჩვენი სახლის წინ ჯერ სხვა სახლები და ხეებია, მერე – ვენახები, მერე – მთა. მთის აქეთა ფერდობზე აქა-იქღა შერჩენილა ბუჩქები, მთის იქით ტყეა, დიდი ტყე. საღამოობით, როდესაც წვიმს, ან ნაწვიმარია და ცივა, ვეხვევი მამაჩემის თბილ პალტოში, ფეხებმოკეცილი ვჯდები აივნის კუთხეში მიდგმულ ტახტზე, ნიკაპით ვებჯინები მუშტებს, ვუყურებ ნაოჭებში ნისლაჩედედებულ, ჩაბუნტებულ მთას და ვფიქრობ: მთის იქით წვიმის წვეთებით ტოტებდამძიმებული, ძირს დაშტერებული შავი ...

ჩემო საყვარელო ბიჭო! ძალიან ვწუხვარ, რომ გუშინ ისეთი ცნობები ვერ მივიღე მასწავლებლისგან შენზე, როგორსაც ველოდი. ის იმდენ ენერგიას ხარჯავს შენთან მეცადინეობაზე, რომ სავსებით იმსახურებს შენგან გულისყურსა და სიბეჯითეს. რამდენიმე საგანს სწავლობ: უცხო ენებს, ისტორიას, გეოგრაფიას,წერას…რა თქმა უნდა, ამას ყველაფერს ნიჭი, გულისყური და დრო სჭირდება. მეხსიერებას შენ ნამდვილად ვერ დაემდურები – იოლად ითვისებ ყველაფერს, გულისყური გაკლია მხოლოდ! უმაგისოდ კი წიგნზე მუშაობის ...

იოჰან შტრაუსი ვენის კლასიკური სკოლის დიდი კომპოზიტორია. შტრაუსის მუსიკა მსუბუქია, ცნობილია მისი ვალსი და ოპერეტები. დაიბადა 1825 წლის 14 მარტს, ავსტრიის დედაქალაქ ვენაში. უფროს შტრაუსს სურდა, მისი ვაჟები ბიზნეს საქმიანობაში ჩართულები ყოფილიყვნენ, თუმცა იოჰან უმცროსის მუსიკალური ნიჭი სწრაფად გახდა აშკარა, როდესაც 6 წლის ასაკში შექმნა თავისი პირველი ვალსი. დედამ ფარულად შეუწყო ხელი შვილის მუსიკალურ განათლებას. როდესაც მამამ დატოვა ოჯახი, შტრაუსს ...

გაზაფხულამდე, ვიდრე ჩარგლის ჭალები და ტყეები ფოთლით შეიმოსებოდა და ველებს მრავალგვარი ყვავილი მოეფინებოდა, ყველაზე ადრე ერთი არყის ხე ამწვანდებოდა მთელ ხეობაში. ეს არყი დღესაც დგას ახუნის ხევის თავზე, ჩარგლურას გაღმა და იქიდან პირდაპირ ჩვენს სახლს გადმოსცქერის.        ამ არყის გაშლას ყოველ გაზაფხულზე მამაჩემი ძალიან შეჰხაროდა. – ეგ არის  გაზაფხულის მახარობელიო და ყველას აფრთხილებდა, არავის მოეჭრა ეს არყის ხე. ყვავილებიდან მამას ყველაზე ...

ოთარ ჭილაძე კი არ უნდა წაიკითხო, უნდა იგრძნო კიდეც. ის მხოლოდ მწერალი არ არის, რომ დაწეროს და სათქმელი მკითხველამდე უბრალოდ მიუშვას. არა. მისი სიტყვები თვითონ კი არ მოდიან შენთან მწერალს მოაქვს და თან როგორი სიყვარულით და სითბოთი. ის მოაზროვნეა და მისი რჩევები სიბრძნით არის სავსე. ოთარ ჭილაძის წიგნს, რომელიც ჩანაწერების სახით არის გამოცემული – ,,ცა მიწიდან იწყება ჰქვია’’. სტუდენტობისას წაკითხულს ...

მახსოვს, სადღაც ამოვიკითხე, რომ ადამიანები იმ სითბოს მხოლოდ 1-2 პროცენტს გამოვხატავთ, რისი რესურსიც რეალურად გვაქვს. რაღაც გვეზარება, რაღაცის გვერიდება ან გვრცხვენია, გვავიწყდება, ხანდახან გვინდა, მაგრამ საპირისპირო მხრიდან იმედგაცრუების გვეშინია, ან უბრალოდ არ ვიცით , რომ გვაქვს და შეგვიძლია გავცეთ. რაღაც ნაწილს გარემოში არსებული ,,წესები’’ თრგუნავს, რაღაც სასაცილოდ გვეჩვენება, სიგიჟედ და სხვ. ბოლოს რჩება რა? მხოლოდ 1 ან 2 პროცენტი, რომელსაც ...

1925 წელს ესპანეთში მყოფმა ერნესტ ჰემინგუეიმ ფრენსის სკოტ ფიცჯერალდისთვის მიწერილ წერილში ხუმრობით აღწერა თუ როგორ წარმოედგინა სამოთხე. გთავაზობთ წერილს. ძვირფასო სკოტ, ხვალ პამპლონაში მივდივართ. აქ კალმახზე ვთევზაობდი. როგორ ხარ? ზელდა როგორაა? იმაზე კარგად ვგრძნობ თავს ვიდრე ოდესმე მიგრძვნია – მას შემდეგ რაც პარიზიდან ჩამოვედი, ღვინის გარდა არაფერი დამილევია. ღმერთო, რა კარგი სოფელია. თუმცა, შენ სოფელი გძულს. კარგი, სოფლის აღწერას არ ...

ჩვენმა მკითხველებმა მოგვაწოდეს იდეა, რომ სტატია რეზო ინანიშვილზე გაგვეკეთებინა. რითაც ბუნებრივია, რომ დავინტერესდი. ,,ჩემი ნაწერები ნამცეცებად გაბნეული სიკეთის ამონაკვესის ცდაა’’, – წერდა რეზო ინანიშვილი. მან მართლაც ნამცეცებად გაბნეული სიკეთეები შეაგროვა, ისეთები, როგორებსაც ყურადღებას შეიძლება არც კი ვაქცევდით. სიკეთე უცნაური რამ არის – ძალით ვერ გააკეთებ. წერა-კითხვა ბებიას უსწავლებია: ისხდნენ თურმე საღამოობით გახურებულ ღუმელთან, ბებია წინდას ქსოვდა, მას კი “ქართული მწერლობის” ...

გიფიქრია როდისმე თუ ვინ ხარ და საით მიდიხარ? გიფიქრია რისთვის მოევლინე ამ ცხოვრებაში და რა მისია გაკისრია? გიფიქრია თუ რატომ დაიარები დედამიწაზე და რისთვის გითენდება ყოველი დღე? გიფიქრია როცა სიკვდილი მოგიკაკუნებს რას წაიღებ ამ ქვეყნიდან? გიფიქრია თუ არა რა არის ცხოვრების არსი? გიფიქრია იმაზე, რომ ცხოვრობ თუ არსებობ? და საერთოდ რას წარმოადგენს შენთვის სიცოცხლე და ცხოვრება? მე მგონი არცერთხელ არ ...