თანამედროვე ტექნოლოგიების სამყაროში, დღევანდელ საქართველოში, ხშირად გაიგონებთ ცინიკურ მსჯელობას თემაზე, რა საჭიროა წიგნები, რომანები, ზღაპრები და საერთოდ ზედმეტი დრომოჭმული სენტიმენტები. დღევანდელ რაციონალიზმის და ე. წ “გარდამავალი კაპიტალიზმის” ეპოქაში, არამყარი პოლიტიკური წყობის, ლარის თუ ეკონომიკური კურსის პირობებში, ხომ საერთოდ ერთადერთ მყარ ღირებულებად მხოლოდ მატერიალური აქტივები, სახლები . აგარაკები. მანქანები და ყველაზე უარეს შემთხვევაში ქაღალდის კუპიურა გვეიმედება. დღევანდელ მსოფლიოს პრეტენზია აქვს განსაკუთრებულ ...

ბავშვობაში ერთი და იგივე მოვლენა სხვადასხვანაირად აღიქმება ბავშვის და მოზრდილის მხრიდან. ხშირად ბავშვი სრულიად სხვანაირად ხედავს იმ რეალობას რომელშიც იმყოფება და ხშირად ბავშვურ გონებაში ყველა ნივთი თუ მოვლენა ხანაც მეტად სახალისოდ და ხანაც მეტად ტრაგიკულად აღიქმება ხოლმე ვიდრე მოზრდილის თვალით დანახული იგივე მოვლენები და საგნები. თუმცა არავინ რჩება მუდმივ ბავშვად და არც ერთი ზრდასრული ადამიანი არ არსებობს ბავშვობის მოგონებების გარეშე. ...

ჩვენ თავში, ისე როგორც, ფუტკრები სკაში მუდმივად ირევიან ურთიერთსაწინააღმდეგო აზრები, ჩვენ განუწყვეტლივ გადავდივართ ერთი აზრიდან მეორეზე და თითოეული მათთაგანი დაუსრულებლივ ცდილობს მიიპყროს ჩვენი ყურადღება. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ხშირად ჩვენი ყოველდღიური ფიზიკური გადაღლილობის შეგრძნება გამოწვეულია, არა ფიზიკური დატვირთვით, არამედ გონებაში წარმოშობილი, ქაოტურ აზრთა მუდმივი ცვალებადობით, გამოწვეული შინაგანი დიალოგის არსებობით საკუთარ თავთან. რაც უფრო მეტად ვეფლობით თვითკრიტიკის და აზრთა სამყაროში, ...

ყველა ჩვენთაგანს გამოგვიცდია რთული პერიოდი ცხოვრებაში, ზოგი მას ადვილად ძლევს , ზოგიც ძნელად. სად არის პრობლემის გადაწყვეტის გასაღები? პროფესორი კეროლ მორგანი თვლის ,რომ წარმატებულ თუ წარუმატებელ შედეგს განსაზღვრავს ჩვენი დამოკიდებულება, ჩვენი ხედვა პრობლემისადმი. 1.რაც არის, ის არის – ცნობილია, ბუდისტების მიერ აღიარებული დამოკიდებულება პრობლემის მიმართ. ,, თქვენი ტანჯვა გამოწვეულია, თქვენივე წინააღმდეგობრივი დამოკიდებულებით იმ რეალობის მიმართ, რომელიც უკვე მოხდა და არსებობს, ...

მიეცით ბავშვს დავალება, დახატოს თავის ოჯახის წევრები ფურცელზე და ნუ ჩაერევით ხატვის პროცესში. ყურადღებით ადევნეთ თვალყური, თუ რა თანმიმდევრობით გაანალაგებს ფიგურებს ფურცელზე. ხატვის დასრულების შემდეგ, გამოკითხეთ პატარას რა სახელები დაარქვა მის მიერ დახატულ პერსონაჟებს და შეუდეგით ანალიზს რიგობითობა – ის თუ რა თანმიმდევრობით დახატა პატარამ რიგითობის მიხედვით ოჯახის წევრები, მიგვანიშნებს მის ემოციურ დამოკიდებულებაზე ოჯახის წევრების მიმართ. პირველ რიგში, ბავშვები როგორც ...