რატომ არის განკითხვა, აგრესია და შური ცოდვა? მოდით უპირველესაც ასეთი ქცევის ადამიანის შინაგან სამყაროს ჩავწვდეთ და შემდეგ გავაკეთოთ დასკვნები. აგრესორი – შინაგანი განცდა (მეშინია, რომ წარუმატებლად მიმიჩნევენ, მეშინია, რომ არ დამემორჩილებიან) ასეთი ადამიანებისთვის დამახასიათებელია ისეთი თვისებები, როგორებიცაა უხეშობა და სისასტიკე. ისინი მტრულად არიან განწყობილნი სამყაროს მიმართ და მათ არ შეუძლიათ ადამიანებთან თანამშრომლობა. მათი საკუთარი თავის მნიშვნელოვნების გრძნობამ შესაძლოა ძალიან მაღალ ...

დაფიქრდით როგორ იფიქროთ… ფიქრი ეხმარება ადამიანს იყოს პროდუქტიული,მიზანდასახული და ქმედებაზე ორიენტირებული. თუმცა დიდი მნიშვნელობა აქვს ფიქრის ფორმას. აკვიატებული ფიქრები ეს უკვე კონტრასტული მდგომარეობაა. ეს არის ფიქრი, რომელიც ინტენსიურად მიმართულია ერთ კონკრეტულ საკითხზე და რომელსაც თან სდევს მძაფრი ემოცია. ეს ფიქრი არ იძლევა მოდუნების საშუალებას. ამ დროს რთულია მიიღო გადაწყვეტილებები და იმოქმედო. აკვიატებული ფიქრი არის არაპროდუქტიული პროცესი. თუ შეამჩნევთ თქვენს თავს ...

თვითღირებულება გაძლევთ საშუალებას ირწმუნოთ, რომ თქვენ შეგიძლიათ. გაძლევთ რწმენას, რომ ურთიერთობთ საზოგადოებასთან ეფექტურად და იმსახურებთ სავსე ცხოვრებას. ნაბიჯი 1: ასწიეთ თავი მაღლა – თქვენ როგორც აღიქვამთ თქვენს თავს, რასაც საუბრობთ და ფიქრობთ საკუთარ თავზე, საბოლოოდ გამოდის რეალობა. ადამიანებიც თქვენს ირგვლივ გრძნობენ თუ რა დამოკიდებულება გაქვთ საკუთარი თავის მიმართ და ასევე გეპყრობიან. სწორად შეაფასეთ და დააფასეთ საკუთარი შესაძლებლობები. არც გადამეტებული შეფასებაა ...

ბავშვი საკუთარ თავს აფასებს გარემოდან წამოსული შეფასებების ფონზე. ის ხშირად ბევრ რამეში საკუთარ თავს ადანაშაულებს. მას სჭირდება სტიმული, რომ განახორციელოს დაწყებული საქმე. სჭირდება მისთვის პრიორიტეტული ადამიანების პატივისცემა, რომ პატივი სცეს საკუთარ თავს. თვით–ღირებულებასაც ბავშვი იმის მიხედვით იძენს, თუ რამდენად ღირებულია ის მასზე მზრუნველი ადამიანებისა და სხვა გარეშე ადამიანებისათვის. რა აკეთებს ზრდასრული ადამიანი? ზრდასრულ ადამიანს, რომელსაც აქვს ჯანსაღი ფსიქიკა ამ ყველაფერზე ...

ადამიანი საკუთარი ფიქრებით ქმნის თავის ცხოვრებას. ქმნის თითოეულ დღეს. არა მარტო ფიქრებით. ასევე წარმოდგენებით, აღქმით, გარემოს მიმართ დამოკიდებულებით. გადაავლეთ თვალი თქვენს ცხოვრებას და დაფიქრდით რა შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენს თავში, რომ შეიცვალოს თქვენი სამყარო. გარემოს აღქმა – ერთი ადამიანი დილით დგება. ირგვლივ ამჩნევს რა სილამაზეა. როგორი მდიდარია სამყარო. რამდენი შესაძლებლობებია ირგვლივ. მეორე ადამიანისთვის ყველაფერი სულერთია. მუდმივად ერთი და იგივე ხდება. ირგვლივ ...

ცხოვრების რომელიმე ეტაპზე ნებისმიერი ადამიანი შეიძლება გახდეს უკმაყოფილო საკუთარი ყოფით და გადაწყვიტოს ცვლილებების შეტანა საკუთარ თავსა და ცხოვრებაში. მინდა  წარმოგიდგინოთ რამოდენიმე ხერხი, რითაც ადვილად მიაღწევთ ცვლილებასა და მიზანს. 1. აღმოაჩინეთ პრობლემა– თქვენ გადაწყვიტეთ ცვლილება, მაგრამ რისი შეცვლა გსურთ? მნიშვნელოვანია: • გააკეთოთ პოზიტიური ფორმულირება. მაგ: დაწერეთ „მინდა გახდომა“ და არა „აღარ მინდა ვიყო მსუქანი“. • დაწერეთ ცვლილება ერთ წინადადებაში. აუცილებელია ეს ...

რაშია ბედნიერების საიდუმლო? ბედნიერება გარემოშია, თუ ჩვენშია? როგორ მივაღწიოთ წარმატებას და მივიღოთ მაქსიმუმი ცხოვრებისაგან? ჩვენ ყველამ ვიცით ადამიანები, რომლებიც გამოირჩევიან გონიერებით, მაგრამ ჯერ კიდევ ვერ აუწყვიათ ცხოვრება. ბრწყინვალე სტუდენტები, რომლებიც ვერ მოხვდნენ თავიანთი მიღწევების შესაბამის პოზიციებზე. დროთა განმავლობაში მეცნიერებს დაუგროვდათ კითხვები და დაიწყეს კვლევა, თუ რატომ არ არის ინტელექტის მაჩვენებელი საკმარისი პროგნოზების გასაკეთებლად. და აი აქ მათ მიაგნეს ახალი ტიპის ...

პლატონი ამბობს, რომ „ადამიანების უმრავლესობა უკვირდება რას მიირთმევს, რადგან ისინი ზრუნავენ საკუთარ სხეულზე. არავინ შეჭამს გაფუჭებულ საჭმელს და არ გარისკავს საკუთარ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, მაგრამ ისინი ხშირად, არ აკვირდებიან რას აძლევენ საკუთარ სულს – თითქოს სული ვალდებულია მოინელოს ყველანაირი ნაგავი. ჩვენ ღია ვართ ნებისმიერი ინფორმაციისთვის და არ ვუკვირდებით რა გავლენას ახდენს ის ჩვენზე.“  ხშირად გარემო ინფორმაცია არ ესადაგება ჩვენს სულიერ ...