1. სიტყვა ყოფნა – sein, გერმანულ ენაში აღნიშნავს არსებობასაც, და ვისიმე კუთვნილებასაც. 2. გჯეროდეს პროგრესის, არ ნიშნავს გჯეროდეს, რომ ის უკვე შედგა, წინაარმდეგ შემთხვევაში ეს არ იქნებოდა წმენა. 3. გალია ჩიტის საძებნელად წავიდა. 4. შენ ხარ -ამოცანა,ირგვლივ მყოფი არაერთი სწავლულისთვის. 5. ჭეშმარიტი მოწინააღმდეგის შემთხვევაში, შენში სახლდება უსაზღვრო მამაცობა. 6. ბნელი ფიქრები, რომელთა საშუალებითაც, შენში ბოროტებას უღებ კარს_ ეს არა შენი, ...

  ახალი წელი შემოვიდა! ცვლილებების დროა!. რატომაც არა, არასოდეს არაა გვიანი შენი ცხოვრება შეცვალო უკეთესობისკენ, შეცვალო ის რაც არ მოგწონს და განაახლო ის ძველიც რაც მოგწონს. გთავაზობთ  17 ცვლილებას, რომელიც თქვენ ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლის. 1. ყურადღებით, დაკვირვებით და  დაფიქრებით აირჩიეთ ის ადამიანი ვისაც საკუთარ გულს მიუძღვნით, ჯერ დარწმუნდით,  რომ ის მას ნამდვილად გაუფრთხილდება, სხვის გულებსაც ისევე გაუფრთხილდით, როგორც საკუთარს უფრთხილდებით, ...

 ბედნიერებაზე ერთხელ ერთი მოხუცი ბრძენკაცი გზად მიდიოდა, ბუნებას აკვირდებოდა და გაზაფხულის ხასხასა ფერებით ტკბებოდა. მან მამაკაცი დაინახა , რომელსაც ზურგზე მძიმე ტვირთი ჰქონდა აკიდებული, ტვირტი იმდენად მძიმე იყო, რომ კაცს ფეხები ეკვეთებოდა. _ რატომ იტანჯავ თავს ასეთი მძიმე ტვირთის დარებით?_ ჰკითხა მას ბერიკაცმა _ მე ვიტანჯები იმისთვის, რომ ჩემი შვილები და შვილიშვილები იყვნებ ბედნიერები, _ უპასუხან მან ბერიკაცს_ჩემი პაპა ბაბუაჩემის ...

1. ვინ გითხრა, რომ დედამიწაზე ნამდვილი, ჭეშმარიტი და მარადიული სიყვარული არ არსებობს? უნდა მოაჭრა იმ მატყუარას საძაგელი ენა. 2. ჩვენ როგორც ყოველთვის სხვადასხვა ენაზე ვსაუბრობთ, მაგრამ საგნები, რომლებზედაც ჩვენ ვსაუბრობთ ამის გამო არ იცვლებიან. 3. უბედური ადამიანი დაუნდობელი და სასტიკია, იმიტომ რომ კეთილმა  ადამიანებმა დაუმახინჯეს სული. 4.ზოგჯერ ადამიანის დაღუპვის საუკეთესო საშუალება_ მისთვის საკუთარი ბედის თავად არჩევის უფლების მიცემაა. 5. ადამიანი შინაგანი ...

,,ჭკუა ეს არ არის ერუდიცია, არც  უნარი ჩაერთო ნებისმიერ საუბარში. იყო ჭკვიანი არ ნიშნავს შეგეძლოს საუბარი სწავლულებთან. თუ შენ ჭკვიანი ხარ გესმის, რომ არაფერი არ გესმის. ჭკუა ხშირად, დუმილით საუბრობს. ჭკუა გრძნობს უსიამოვნო მომენტებს საუბარში და თავს არიდებს მათ.  ხშირად გონებას აქვს პასუხი მაგრამ ის სდუმს, იმიტომ რომ მას პასუხის მოსმენა არ სურს.  და საერთოდ ჭკუა რაიმეს ყოველთვის გთავაზობს. ის ...

 სხვისი ცოლი უფრო ტკბილია?! ადრე, აი სულ ადრე ღმერთმა ათი ადამი შექმნა. ერთი მათგანი მიწას ამუშავებდა, მეორე საქონელს მწყემსავდა, მესამე თევზაობდა. გავიდა დრო ერთხელაც, ისინი მივიდნენ თავიანთ შემოქმედთან და დაიჩივლეს. _ ყველაფერი გვაქვს. მაგრამ თითქოს რაღაც  გვაკლია, მოვიწყინეთ. ღმერთმა მათ მიცა მასალა და კურთხევა. _  თითოეულმა შექმენით თქვენთვის სასურველი ქალი: გამხდარი, ტანსავსე, მაღალი, დაბალი, მე კი მათ სულს შთავბერ. ამის შემდეგ ...

ერთი დოლარი და ორმოცდაექვსი ცენტი, კიდევ სამოცი პენი ხურდა ფული, ყოველი პენი სიმწრით გამოზოგილი. სამჯერ გადათვალა დელამ ფული მაგრამ ეს იყო და ეს. ხვალ კი შობა იყო. გაცვეთილ სავარძელში ჯდომისა და ოხვრის მეტი მას არაფერი დარჩენოდა. თვალცრემლიანმა შეათვალიერა მათი პატარა ბინა, ბინა რომელშიაც კვირაში რვა დოლლარს იხდიდნენ, ის არც ისე ღარიბულად გამოიყურებოდა იმ ადამიანების კვალობაზე, რომლებიც სამჯერ მაინც გადაითვლიან თითოეულ ...

იმ საღამოს უაზროდ მოღუშული ამინდი იყო, არ ვიცოდი რა მექნა, ბოლოს კარადაში შევიხედე და ახალი ქურთუკის მორგება საშინლად მომინდა, ნელა წამოვდექი საწოლიდან წიგნები გვერდზე გადავდე, ზლაზვნით შევუდექი ჩაცმის მოსაწყენ პროცესს. რამდენ დროს კარგავს ადამიანი უაზროდ, რა იქნებოდა ადამს ის ვაშლი საერთოდ რომ არ ეჭამა… როგორც იქნა გავედი ეზოში ვფიქრობ სად წავიდე ჯიბეში ათიოდე, ამ დალოცვილი ფულის ერთეულის ბანკნოტი მიდევს, გავიფიქრე ...

..იცეკვე ისე თითქოს ვერავინ გხედავს, იმღერე ისე თითქოს არავინ გისმენს, გიყვარდეს ისე თითქოს არასდროს გტკენია, იცხოვრე ისე თითქოს სამოთხე აქ დედამიწაზეა”. – მარკ ტვენი ,,მე ვფიქრობ, რომ ნოემბერში, ყველა ,,ნორმარული” ადამიანი  3 დან 10 დღემდე დეპრესიას უნდა მიეცეს. და თუ ეს ასე არ მოხდა, გამოდის, რომ თქვენი სულიერი მდგომარეობა არც ისე სახარბიელოა. ნოემბრის დეპრესია ყველა ინტელიგენტი ადამიანისთვის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ...

ასეთი ცივი და გრძელი ზამთარი საფრანგეთის მთებში არასოდეს ყოფილა. უკვე რამოდენიმე კვირაა ჰაერი გამჭოლი და გაყინულია. დღისით თოვლით გადაპენტილი უკიდეგანო მინდვრები ბამბრისფრად ლიპლიპებდნენ გამყინავად ლურჯი ცის ქვეშ. ღამით კი მათ ნელი და გამიზნული სვლით გარს უვლიდა მკაცრი მთვარე, რომლის მოყვითალო შუქის ფონზე, თოვლიც თითქოს გაყვითლებულიყო. ადამიანები თავს არიდებდნენ გზას. განსაკუთრებით მთიან მხარეში, იჯდნენ თავიანთ ქოხებში და ილანძღებოდნენ. მთვარის მოყვითალო ნათების ...