როცა ფიქრობ, რომ ყველაფერი დასრულდა, სწორედ მაშინ ხვდები, რომ თურმე ეს დასასრული არის, საწყისი იმ ბედნიერებისა, რომელსაც დასასრული არ აქვს. უსასრულოა ის რაც უკვდავია, მას ხელს ვერ შეახებ, უხილავია, თუმცა მრავლისმომცველი და რა არის ყოველივე ეს თუ არა სიყვარული. ლაღი გრძნობა – ეს ხომ სულის ზეიმია მეორე სულთან. ბედნიერებაა, როდესაც ამ გრძნობის მეწილე ხდები, გულს აგითრთოლებს ნაზი ზმანება და მის ...

რაც კი მიცხოვრია ერთი კითხვა მოსვენებას არ მაძლევს: ნუ თუ ადამიანი უაზროა უაზროთა შორის? ხან რა და ხან რა, მაგრამ ზუსტი პასუხი მაინც ვერ მიპოვნია. მისი შინაგანი სამყარო ორიენტირებულია მხოლოდ საკუთარი თავის კმაყოფადობაზე. თუ კი მისი სურვილები რეალობის აღქმას არ ექვემდებარება გამოდის რომ იგი ხდება მეოცნებე. ხშირად ადამიანს ბოროტული ქმედებებისკენ უბიძგებს ძალა, რომელის მიმართულებაც არის ქვემოთ. სწორედ ამ დროს ხდება ...

ადამიანის სწრაფვა აუხდენელი ოცნებისკენ არის გარდაუვალი. დრო ცვლის გარემოებებს,თუმცა დროს ვერაფერი ცვლის. მიუხედავად იმისა, რომ დრო ადამიანის აზროვნებას ბლოკავს, ის ყოველთვის გაძლევს შანსს გახვიდე ჩარჩოებიდან, დააპაუზო დეგრადირებული გონება და თავისუფალი აზროვნება ფართო გზით მიმართო . ჩნდება კითხვა “ჯანსაღი კრიტიკა თუ ბლოკირებული აზროვნება? აზროვნების თავისუფლების გამოვლინება თუ დოგმების ტყვეობაში დეგრადირებული სიტყვების სააშკარაოზე გამოტანა? ეს კითხვები იმ ადამიანების მიმართ მიჩნდება, რომლებიც სხვის ცხოვრებაში ...

ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ ფულის შოვნის იდეა ასოცირდება ბიზნესთან. აქედან გამომდინარე ჩნდება კითხვა: დედამიწაზე არსებობს ისეთი ადამიანი რომელსაც არ სურს დაკავდეს საკუთარი ბიზნესის საქმიანობით? რა თქმა უნდა არა, ასეთი ადამიანი არ არსებობს. ინდივიდს ურჩევნია თავად გახდეს ლიდერი და არ იყოს უფროსზე დამოკიდებული. ადამიანს უჩნდება ინსტიქტი დაეუფლოს ბიზნესის დაწყების ხელოვნებას, რათა გახდეს მინიმუმ ბიზნესმენი და მაქსიმუმ “ბიზნესის მამა”. ფაქტია, რომ მხოლოდ ...

ცხოვრებას იწყებ ყოველთვის ახლის ძიებით ან ცდილობ ძველი აქციო ახლად. აქვე მახსენდება გამონათქვამი, რომ “ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია” . დრო იცვლება, მაგრამ დროის მონაცვლეობის პერიოდში თითქოს ზედაპირზე ამოტივტივდებიან “ძველ ჩარჩოში” მოთავსებული ადამიანები. დროის ცვლილებასთან ერთად ადამიანი იზრდება, ყალიბდება პიროვნებად და როდესაც უკვე გარკვეულ ასაკს აღწევს უკან მოიხედავს და სიცარიელეს აწყდება. მხოლოდ ერთი კითხვა რჩება პასუხგაუცემელი: “თუ რატომ არ გამოიყენა ...