ერთი ჩვეულებრივი ადამიანი, თავისი სიბრძნით,როგორც ყველა, ცხოვრობდა ისიც საკუთარი შეხედულებების სკივრით, რომელითაც აყალიბდა საკუთარ თავს. გათოვდა… ღამის სიწყნარე და ბინდი ენით უთქმელ იდუმალ ნახატს ქმნიდა.. ის მომენტია, როდესაც სულის სიღრმეში გრძნობ უცნაურ სიხარულს, სევდანარევ სიხარულს… საკუთარ სულში მღელვარების ძალა იმატებს, თითქოს რაღაც გინდა.. გინდა,ძალიან, მაგრამ რაღაც გისერავს გულს, ისეთივე სიძლიერით, როგორც ეს მოვარდნილი სურვული… დიდი ძალისხმევით შეწყვიტა ერთმანეთთან მებრძოლი ფიქრები, ...

ღმერთო,რამხელა სილამაზეა სამყაროში…ყველაფერი როგორი სრულყოფილია… ყველაფერი სიყვარულით რომ არ იყოს შექმნილი,როგორ იჭიკჭიკებდა ეს მშვენიერი ჩიტი,ახლა რომ დაფრინავს, დაფრინავს თავისი ნატიფი, ხელით ნახატი გულ-მკერდით… ამ პატარა არსებაშიც კი გული ფეთქავს ,სიცოცხლეს ასხივებს… ვინ ასწავლა მას ჭიკჭიკი,რომელიც ტონიდან ტონზე ისე გადადის,რომ არაფერი ეშლება… ნეტავ თუ იცის რომ ასეთი მშვენიერია.. მე შენ გეხები,ღმერთის შექმნილო, და ამით მე ღმერთის მოწყალე ხელებს ვეხები. ეს ლამაზი, ...

ადამიანებო, იცით რომ თქვენ, თითოეული თქვენგანი, სამყაროსთვის ყველაზე ძვირფასი შენაძენი ხართ? არ აქვს მნიშვნელობა ქალი ხარ თუ კაცი, პირველ რიგში, შენ ადამიანი ხარ ! ცოცხალი განცდებით გახალისებული , ამოუწურავი შესაძლებლობებით სავსე ჭურჭელი, მებრძოლი სულით გასხივოსნებული, ზნეობრივი სიბრძნით ამაღლებული, ფიქრებით დამშვენებული…. ჩვენ გვეშინია,რადგან უამრავ ნაკლს ვხედავთ ჩვენში… მაგრამ უნაკლო ადამიანი ალბათ არ იქნებოდა ისეთი მშვენიერი,ისეთი მიმზიდველი,როგორიც ჩვენ ვართ, ჩვენი სისუსტეებით, ჩვენი ...

საღამოა… წყნარი ამინდი, მყუდრო ოთახი, მარტო სახლში… მარტო ჩემს თავთან და ამავდროულად ყველასთან და ყველაფერთან ერთად. ფიქრი… რა სასიამოვნოა, უსაზღვრო, მიზიდული ყველაფერთან, ადამიანად ყოფნის განცდაა, ცოცხალ, ამოუცნობ,თითქოს ნაცნობ საკუთარ თავთან ერთად… რაღაცას, ვიღაცას ვეძებ ჩემს ფიქრებში, დაუსრულებლად ვეძებ რაღაცას,ვიღაცას ჩასაბღაუჭებლად, რომ ჩემს ხელში მოვიქციო და მთელი ცხოვრება ვიწინამძღვრო… ფიქრებმა შემოიარა,რისი შემოვლაც გონებამ შეძლო. ვინ ვარ მე… მე რომ ვსუნთქავ, სხეულის დამსახურებაა ეს? -არა,მე სხვა ვარ, სხეულის ...

რა არის ამ ცხოვრებაში ყველაზე მთავარი? მუდამ ჭეშმარიტების ძიებაში ვართ. გვინდა სწორი გზა ავირჩიოთ. ვირჩევთ კიდეც, მაგრამ დარწმუნებული არ ვართ, რომ ეს გზა ნამდვილია.  ნუთუ მხოლოდ იმისთვის დავიბადეთ, რომ თავი გავიტანოთ ცხოვრებაში? მაშინ რატომ ვართ მაინც დაღონებული, თუ ვთვლით რომ ბედნიერებისთვის ვაკეთებთ ყველაფერს. ნუთუ სხვა მიზანი არ არსებობს? აბა რა არის ის დიადი აზრები და სურვილები, რასაც გულში ვფიქრობთ… ვგრძნობთ, ...