საღამოს სამსახურიდან გამოსული, დაღლილობისაგან გაჩერებაზე ლამის ჩამომძინებოდა, როდესაც 13 წლამდე ასაკის ბიჭის ხმა მომესმა, რომელიც დედას ხმამაღლა ეუბნებოდა: „დედა, რა წერია ფურცელზე, მე გიჟი ვარ ?„ დედამ ყურადღება რომ არ მიაქცია და სამედიცინო ტერმინოლოგიაში გაურკვეველი და დაბნეული სახით კითხვა განაგრძო, ბიჭი ჩემსკენ შემობრუნდა და მკითხა : „მე გიჟი ვარ? „ „არ ხარ გიჟი-მეთქი“ – ვუპასუხე და ამოვიოხრე. როგორც ჩანს, ბიჭი ...

ჩემს ბავშვობაში სოფელში ბებიასთან ხშირად ჩავდიოდი. ტკბილად მახსენდება ზაფხულში შებინდებისას, ხის აივანზე ჯდომა ბებიასთან და ბაბუასთან ერთად, გარეთ ჭრიჭინების ხმა, ბავშვების ხმაური და ლამპის შუქსა და ნავთის სუნზე მოყოლილი ტკბილი ამბები.. როგორ მიყვარდა ყოფნა ჩემს ბებოსთან- მოხუცის სუნი რომ ასდიოდა და მის კალთაში ჩახუტებულს ძალიან ნელ, სუსტ გულისცემასაც რომ ვგრძნობდი. ბებია და ბაბუა სოფელში მარტო ცხოვრობდნენ. წელიწადში ორჯერ ჩავდიოდი მათთან ...

ყურისწამღები, ბედნიერების მომგვრელი ტირილი. დედის გულზე მშვიდად მწოლი პატარა. დედის სუნი, მისი გულის ძგერა- ძლიერი, მზრუნველი და დასამახსოვრებელი. პირველი ნაბიჯები. პირველი სიტყვა. ბავშვის ტიტინით გამხიარულებული ახლობლები. გაუმართავი წინადადებები – მხოლოდ მშობელს რომ ესმის. პირველი დაბადების დღე ( არ აღნიშნავენ  ტრადიციისამებრ. მიზეზი -უბრალოდ არ შეიძლება). სამყაროს შეცნობის დასაწყისი. სათამაშოები, მათი აწყობის და გაფუჭების მცდელობა. მეორე დაბადების დღე- მშობლების ნათესავებით, მეგობრებით და ...

მოგესალმებით. გაინტერესებთ ალბათ  ვინ ვარ.. მე ვარ ყველგან და ყველაფერში. მე ვარ ყველასთვის მიუხედავად სქესის, რასის, კანის ფერის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებების, ეროვნული თუ სოციალური წარმოშობის, ეროვნული უმცირესობისადმი კუთვნილების, ქონებრივი მდგომარეობის, დაბადებისა თუ სხვა სტატუსისა. ჩემი არსებობისთვის ძალიან პატარა მიზეზია საჭირო, თუმცა უმიზეზოდაც შემიძლია არსებობა-ეს თქვენზეა დამოკიდებული. მე ყველა მეძებს მაგრამ ვერ ვხვდები რატომ ცდილობენ ადამიანები დახარჯონ დრო ...

ყურებამდე გახეული პირით მოდიოდა 8 წლის ბიჭუნა ჩემსკენ. მომიახლოვდა, ხელი ხელზე მომკიდა, წრიპინა ხმით მითხრა- „ყველაფერი კარგად იქნება, გაიღიმე“ და წავიდა. გამეღიმა და გზას გავხედე. ტალახში ფეხებს ძლივს მიათრევდა. აშკარად დიდი ფეხსაცმელი ეცვა, დახეული და ჭუჭყიანი. ნაცრისფერი შარვალი ისე დაპატარავებოდა რომ კოჭებს ზემოთ აწეულს ტალახისგან გაჭუჭყიანებული ხორცი მოუჩანდა. ხელში 2 წიგნი ეჭირა- სუფთად მოვლილი და შენახული. თვალი არ მომიშორებია მისთვის. ...