მე შენი სავარძელი ვარ. შენი ცხენი ვარ, შენი მანქანა – ხან წითელი, ხან ყვითელი, ხანაც ლურჯი ფერის. შენი ღრძილების მასაჟორი ვარ. მე შენი საუკეთესო მეგობარი ვარ, შენთან ერთად რომ უყურებს ChuchuTV-ის. ძალდატანებით კი არა – მართლა მოსწონს. ოღონდ არა სულელურად მოცეკვავე იხვები, არამედ შენი სახე მათი დანახვისას. მე შენით აღფრთოვანებული ადამიანი ვარ, ის ვარ, ვისაც უნდა, რომ ძალიან გგავდეს. ერთ ...