იშვიათად, მაგრამ მაინც წააწყდებოდით ხოლმე Facebook-ზე ფრაზას: „მალინა, მალინას” ძახილმა გაგვაღვიძა დილა უთენიაო“… ჟოლოს სეზონიც გადავიდა და ნატურალური პროდუქტის შემომთავაზებელი ხმაც არსაიდან ისმის, არა და, არც თუ ისე დიდი წინ, ხმებს უფრო ხშირად და სხვადასხვანაირად გაიგონებდით: „აბა სოფლის კარტოფილი“, „კამეჩის მაწონი“ და ა.შ. ეს ძახილი ნელ-ნელა შემცირდა და თითქმის გაქრა, რაც ბუნებრივად აჩენს აზრს, რომ ტექნოლოგიურ განვითარებასთან ერთად ბაზრიდან ნატურალური ...

როგორია წამატებული ბიზნესი?! ბიზნესი, რომელიც განსაკუთრებული ინვესტიციის გარეშე “იქოქება” და დიდ სიმაღლეებს იპყრობს?!… თუ მსოფლიოში არსებულ გამოცდილებას გავითვალისწინებთ, აღმოვაჩენთ, რომ წარმატებული ხდება ბიზნესი, რომელიც ცვლის არსებულ პარადიგმებს. წარმატებული ხდება ის საქმე, რომელიც ბევრს განუხორციელებელი ჰგონია; საქმე, რომლის რეალიზებაც სხვებისთვის „სიგიჟეა“. ვინ იფიქრებდა, თუ ოდესმე ერთი სისტემის დახმარებით შევძლებდით მეგობრებთან ურთიერთობას, სამსახურის შოვნას, ცხოვრების თანამგზავრის გაცნობასა და საერთოდ ყველანაირი სახის ინფორმაციის ...

ყველა ერს რაღაც გამორჩეული ნიშანი ახასიათებს – თვისება, რომლიც მისი სავიზიტო ბარათია. ასე, მაგალითად: გერმანელები შრომისმოყვარეობით, იტალიელები დახვეწილობით, ინგლისელები კი არისტოკრატიული ჩვევებით გამოირჩევიან. ჩვენ, ქართველებს კი სტუმართმოყვარეობა გამოგვდის ყველაზე უკეთ. ეს თვისება საუკუნეების განმავლობაში არსებულმა გეოპოლიტიკურმა ვითარებამ ჩამოგვიყალიბა. მუდამ სხვადასხვა კულტურის გასაყარზე გვიწევდა არსებობა და ჩვენ ეკონომიკურ აღმავლობას კეთილმეზობლური ურთიერთობებით ვახერხებდით. ამის საუკეთესო ისტორიული მაგალითი დავით აღმაშენებელი და მისი ეკონომიკური ...

არსებობს ერთი ასეთი ანეგდოტი: „ორ გურულს დათვი გამოეკიდება, სირბილისგან გადაქანცული ერთი მეორეს ეუბნება: აზრი არ აქვს, მაინც ვერ გავასწრებთო. მეორე პასუხობს: დათვისთვის კი არა, შენთვის გამასწრებინა, მეტი არაფერი მინდაო”. სამყარო ასეა მოწყობილი: რესურსები შეზღუდულია და მხოლოდ მას ერგება უფრო მეტი, ვინც სხვებზე უკეთ შეძლებს მის გამოყენებას. კონკურენციას ოდითგანვე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა. ამას ძველი ბერძნებიც კარგად აცნობიერებდნენ და შესაძლებლობების საზომ საშუალებად ...

ყველაფერი ისე დაიწყო, როგორც ამერიკულ მხატვრულ ფილმებში ხდება ხოლმე: სამი მეგობარი მრგვალი მაგიდის გარშემო საუბრობს, საუბარი საინტერესო და ენერგიულია, რადგან მოსაუბრეები ერთმანეთს კარგად იცნობენ. ყველაფერთან ერთად, საუბარი საჭმელსაც ეხება, შემდეგ… შემდეგ კვენტინ ტარანტინოს ფილმებში საქმეში შეიარაღებული ადამიანები ერთვებიან, სტივენ სპილბერგის შემთხევაში – უცხო და საშიში არსებები, ჩვენ რეალობაში კი ასე ჩაეყარა საფუძველი საინტერესო ბიზნეს პროექტს, რომელმაც უკვე დაიპყრო თბილისის ცენტრალური ...

წერის დაწყება „კავკასიური ცარცის წრის“ ცნობილი ეპიზოდით მსურს: ყოველთვის, როდესაც ექიმის საჭიროება დგებოდა ხოლმე ჩემ ცხოვრებაში, სწორედ ეს ეპიზოდი მახსენდებოდა. ეს პრობლემა მხოლოდ საქართველოს ლოკალური მახასიათებელი როდია. აი რას წერს გია მაისაშვილი, ადამიანი რომელიც სიმსივნეს ებრძვის თავის Facebook გვერდზე: „ახლახან დავბრუნდი სტამბულიდან რადიაციისა და ქიმიო-თერაპიის მორიგი კურსიდან, სადაც ბოლომდე დავრწმუნდი, რომ თანამედროვე მედიცინას ადეკვატური პასუხი არა აქვს. მათი და ფარმა ...

მანქანის მართვა არ ვიცი და არც არასოდეს მქონია სურვილი მესწავლა. არ ვიცი ეს უცნაური სურვილი ჩემში საიდან განვითარდა, ან როგორ გადავურჩი მანქანის ყოლის ახალგაზრდულ მანიას, მაგრამ ფაქტია „პეშკომობილი“, საზოგადოებრივი ტრასპორტი და ტაქსი მეტ სიამოვნებას მგვრის. უფრო მეტიც, ეს უკანასკნელი, როგორც ფენომენი, ჩემში განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს. ტაქსები და ტაქსისტები მაინტერესებს, თითქმის უკვე ჰობის დონეზე.  არც თუ დიდი ხნის წინ Facebook-ით  გავიცანი ...

ლოთები სამყაროთი იმედგაცრუებული ადამიანები არიან. დალევა სიყალბიდან გაქცევის მარტივი საშულება. ამას ეხლა მივხდი, სულ ცოტა ხნის უკან, როდესაც ჩემი პირველი მეგობარი გამახსენდა. კვიცო პაპა ასე 70 წლის იქნებოდა, ძალიან უყვარდა დალევა და ბავშვებთან მეგობრობა. ბავშვებში ალბათ გულწფელობას ხედავდა. ვერ ვიტყვი, რომ ბავშვებსაც უყვარდათ კვიცო, მე გამონაკლისი ვიყავი. მისგან ბევრი რამ ვისწავლე, მაგრამ სამ გაკვეთილს განსაკუთრებით გამოვყოფდი: არ ვიცი რატომ შეარქვეს ...

ადამიანი არ არის ცალსახა არსება, როგორც ანგელოზი. ჩვენში არსებული მიკროსამყარო გარშემო არსებული სამყაროს პროპორციულია, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანები იმ ყველაფრის მატარებლები ვართ, რაც კი კოსმოსში არსებობს. არჩევანის უფლება მას აძლევს სიკეთესა და ბოროტებას შორის გადადგილების საშუალებას. ხშირად დავფიქრებულვარ რატომ სჩადიან ადამიანები ბოროტებას, ეს ხომ არავის მოწონს? დიახ, რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს ცუდის კეთება არასასიამოვნოა (ცუდში სხვისთვის ზიანის მიყენებას ...

გამარჯობა! მე ილია ვარ, 28 წლის, დასაქმებული და თან – არაერთგან. ჩემი მეგობრები ამბობენ, რომ საკმაოდ წარმატებული კარიერა მაქვს. ზოგი შემოსავლების მიხედვით აკეთებს ამ დასკვნას, ზოგი – ჩემი ცნობადობის, ზოგს კი, ალბათ, საქმიანი იმიჯი უბიძგებს ამისკენ. მიუხედავად ამისა, საკუთარი თავით უკმაყოფილების განცდა მაქვს. ალბათ, იმიტომ, რომ შემეძლო, უფრო მეტისთვის მიმეღწია. რამდენიმე თვეა, რაც პარტნიორებთან ერთად საკუთარი საქმე წამოვიწყე. რატომ გადავწვიტე ...