ბავშვის აღზრდის საკითხში მშობლის ფუნდამენტურ როლზე ფსიქოლოგები და განათლების ექსპერტები ერთსულოვნები არიან, მშობლებს გენეტიკური მემკვიდრეობის გადაცემის გარდა, იმ უნიკალური თვისებების განვითარებაც ევალება, რომელიც ბავშვს მათგანვე ერგო მემკვიდრეობით. ნოდარ დუმბაძის „კუკარაჩადან“ ქალბატონი ანიკოსი არ იყოს, ყველა ადამიანში ხომ განსაკუთრებული პოტენციალი იმალება: “სული? – სული მე მაინც ზღაპრული ჯინივით ბოთლში გამომწყვდეული ადამიანის ფიქრი და ოცნება მგონია, რომელიც თავის გაჩენის დღიდან თავისუფლებას ელოდება, ...

21 წლის ვიყავი როდესაც რაღა უცნაური იღბლისა თუ გამართლების წყალობით ერთ-ერთი საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილედ დამნიშნეს. ეს ამბავი ასე მოხდა, დედაჩემი მივიდა ამ ვაკანსიის გასაუბრებაზე, გამსაუბრებელმა უთხრა ვაკანსია აღმზრდელობითი განხრითაა და ახალგაზრდა ენერგიული მამაკაცი გვჭირდებაო. დედაჩემმა – ეგეთი ჩემი ბიჭიაო. ცხოვრებაში პირველად გავიკეთე ჰალსტუხი, ასეთი რა თვალით შემომხედეს არ ვიცი, მაგრამ 15 წუთიანი საუბრის შემდეგ მიღებული ხარო გამომიცხადეს. პირველი ერთი ...

მოგზაურობა ახალი შთაბეჭდილებებისა და ემოციების მიღების საშუალებაა. სიამოვნებას, რომელსაც მოგზაურობისგან ვიღებთ, ლამაზი ხედები და იმ ადგილების მნიშვნელობა განაპირობებს, სადაც ვიმყოფებით. ხშირად ვერ ვახერხებთ სასურველი რაკურსიდან ვნახოთ სასურველი პეიჟაში, გიდიც არ იმყოფება ახლომახლო, რომ იმ ადგილის მნიშვნელობა, ისტორია დაგვანახოს სადაც ვართ. წარმოიდგინეთ ტურისტი წყვილის შთაბეჭდილებები მუშტაიდის ბაღის დათვალიერების შემდეგ, როდესაც ისინი შეიტყობენ, რომ ამ ბაღს დიდი სიყვარულის ისტორია უდევს საფუძვლად. მირ-ფეთე-აღა ...

ბიზნესს ფულის დახარჯვა უჭირს, როდესაც ვერ ხედავ ხელშესახებ შედეგს, ვერ ზომავ დახარჯული ფულით მიღებულ სარგებელს. არადა, განვითარებისთვის მარკეტინგული ხარჯები აუცილებლობას წამოადგენს. სხვა შემთხვევაში „ამირან გულში მღეროდა“ გამოვა და რაც არ უნდა საჭირო და მნიშნელოვანი პროდუქტის/მომსახურების შემქნელი იყო, კომპანიის შესახებ ცოტა ვინმე თუ შეიტყობს. ეს ჩაკეტილ წრეს ჰგავს… ჩიხს, საიდანაც გამოსავალი ინოვაციურ მიდგომაშია. სწორედ ასეთი ინოვაციური მომსახურებას წამოადგენს admove.ge. მარკეტინგულ ბაზარზე ...

წარმოიდგინეთ, რომ ძალიან გეჩქარებათ და აფთიაქში უნდა შეირბინოთ, მაგრამ ახლომახლო პარკირების ადგილი არ არის. რამდენჯერმე წრიულად შემოუარეთ დანიშნულების ადგილს, თან ნერვიულად საათს მიჩერებიხართ მაგრამ ამაოდ. ბოლოს, მოთმინების ფიალა გევსებათ და იქვე წესების დაცვით დაყენებულ მანქანას უკან საკუთარ ავტომობილს მიაყენებთ. სწრაფად გადმოდიხართ, აღელვებული იყურებით აქეთ-იქით, „ორ წუთში დავბრუნდები სახით“. შედიხართ აფთიაქში და ბედის ირონიით უშველებელ რიგში ამოჰყოფთ თავს. ყოველ წამს იმის ...

დღემდე ამოუცნობ საიდუმლოებათა კატეგორიას განეკუთვნება ის, თუ როგორ ახერხებს იმერელი მასპინძელი სტუმრის მოსვლიდან არანორმალურად მოკლე დროში სახელდახელო ხაჭაპურების გამოცხობას. სტუმრის მოსვლის სიხარული იმდენად დიდია, იმდენად დიდია სურვილი ასიამოვნოს, გაახაროს, აღაფრთოვანოს, იმდენად შედის მის ფენიმენალურ ველში, რომ არაცნობიერი ჯერ არ მოსულ სტუმართან რაპორტს ამყარებს, ინტუიტურად გრძნობს მის მოსვლას და სამზადისსაც ნაადრევად იწყებს. ალბათ ასე ახსნიდა ცნობილი ფსიქოლოგი მილტონ ერიქსონი ამ ამბავს ...

საქართველო ოდითგანვე იწვევდა გარშემომყოფთა ინტერესს გეოგრაფიული მდებარეობის, კულტურული ძეგლებისა თუ ადათ-წესების გამო. არა ერთი  ცნობილი მოგზაური ყოფილა ჩვენი ქვეყნის სტუმარი და კიდევ უფრო მეტი სახელმწიფოს ინტერესი გამოუწვევია ქართულ სიმდიდრეს. ყველა მათგანს ერთი პრობლემა ჰქონდა – ადგილობრივი გეოგრაფიული თავისებურებების არცოდნის გამო დროში ვერ ეტეოდნენ, მათი მოგზაურობის ვადები არასაკმარისი იყო ხოლმე საქართველოს სანახავად. შესაძლოზე ცოტა სარგებელს იღებდნენ ამ ქვეყანაში ღირსშესანიშნაობების ტკბობისაგან. წამოიდგინეთ, ...

3 წლიდან ბავშვი ახდენს სქესობრივი იდენტიფიცირებას, ეს ავტომატურად ნიშნავს საწინააღმდეგო სქესით და ამ სქესის იდენტიფიკატორებით ინტერესაც. 6 წლის შემდედ ეს თემა ლატენტურ არიალში გადადის გარდატეხის ასაკამდე (12-13 წლამდე) აკუმულირდება და სექსუალური ლტოლვის სახით გვევლინება. აქედან დასკვნა, 6 წლის ბავშვს რომ ქალის მკერდი აინტერესებს ეს ბუნებრივია. როგორ უნდა მოიქცეს მშობელი? იმ შემთხვევაში თუ დატუქსავს ბავშვი არაცნობიერში განდევნის საკუთარ სურვილებს და ეს ...

სამმა მეგობარმა გადაწვიტა, რაღაც განსაკუთრებული და გამორჩეული შეექმნა, რაც ხელოვნებასთან და მათ საერთო ინტერესებთან იქნებოდა დაკავშირებული. საქმე, რომელსაც ყველანი ერთნაირი სიყვარულითა და რუდუნებით მოეკიდებოდნენ. საუბარსა და მსჯელობაში გაჩნდა „ლაინის“ (ძველი ქართული სიტყვაა და შეღებილ ტილოს ნიშნავს) დაფუძნების იდეა. ძველი და საყვარელი ნივთის გაცოცხლება განსაკუთრებულ ღირებულებას იძენს, უფრო ძვირფასი და მეტყველი ხდება, სწორედ ამიტომ, გოგონებმა საკუთარი არჩევანი ამ მომსახურების განვითარებაზე გააკეთეს ...

„ბეჭდების ბრძანებლის“ გადაღებამდე პიტერ ჯექსონი ალბათ ვერც კი წამოიდგენდა, რომ რეალურად მართლაც შესაძლებელი იქნებოდა ერთ რომელიმე ნივთში “მაგიური” ძალების თავმოყრა. და აი, გადის 15 წელი და საქართველოში თითოეულ ჩვენგანს შეუძლია თავი ფროდოდ იგრძნოს და საკუთარი, განსაკუთრებული შესაძლებლობების ბეჭედი ჰქონდეს. როგორ?! – ამაში CNICK დაგემხმარებათ, ინოვატორებისაგან დაკომპლექტებული გუნდი, რომელმაც ყოველდღიურად საჭირო საბუთების ქაოსი, ჰარმონიულად მოათავსა ერთ ბეჭედში. CNICK ბეჭედი შეგიძლიათ გამოიყენოთ ...