წაბლისფერ თმიანი გოგონა, ნაზი, ფარფატა, ტანად თხელი, დიდი ლურჯი, ღრმა და სველი თვალებით სევდიანი შეჰყურებდა გამვლელ გამომვლეს. მზე ჯერ კიდევ არ ამოსულიყო და ქალაქს ყვითელი ლამპიონები ანათებდა. ცაზე ღამის ბინდი, როგორც სტუმარს მასპინძელი, ცისკრამდე გამოსცილებია და წასვლას არ ანებებდა. ...

იცი რა არის სიყვარული? რა?! ყვავილს ჰგავს ეგ როგორ? როგორ და?… აი როგორც ყვავილს სჭირდება მოვლა ასე სჭირდება მასაც, რომ არ გახუნდეს, არ დაჭკნეს და სულ-სულ იყვავილოს მარადიულად….. მარადიული ყვავილი ლამაზია ,მაგრამ არ სუნთქავს და სიყვარული ხომ ცოცხალია და ხომ ...

რძისფერი დილა თენდებოდა.დილის ნიავს ცელქი სიო ხან იქეთ გააქროლებდა  ხანაც აქეთ თითქოს სუნთქვას აჩერებს და შემდეგ ერთიანად ღრმად ამოისუნთქებსო იფიქრებდა კაცი და ისე ძლიერად დაუბერავდა ხეზე აქა იქ შერჩენილ გაყვითლებულ ფოთოლებს ხევისკენ მიაქანებდა.გახარებულ მინდვრის წრუწუნას კი როგორც საახალწლო ძღვენი,მიერთმია ვინმეს,სოროსაკენ ...