მსურს ვიყო თავისუფალი. არ მაწუხებდეს არაფერი, მათ შორის მონატრება….! არაჩვეულებრივი შეგრძნებაა როდესაც, უბრალოდ ბედნიერი ხარ. თითქოს ღრუბლებს მიღმა დაფრინავ და თავისუფალი ხარ, ისეთი თავისუფალი როორიც აქამდე არასდროს ყოფილხარ. ბრწყინავ, სუნთქავ, ხედავ, შეგიძლია შეიგრძნო თითოეული წამი, წუთი, თუმცა ეს შენ არ გჭირდება რადგან თავისუფალი ხარ, შლი ხელებს და შეიგრძნობ თუ როგორ ნაზად მოძრაობს თითოეული შენი სხეულის ნაწილიm როგორი აღმაფრენით სავსე ხარ. ...

ჩვენი ცხოვრების ბატონ პატრონები ჩვენ ვართ, თუმცა ჩვენს მიერ დაშვებული შეცდომები არასოდეს გვაფიქრებს. თითქოს ვხვდებით, რომ შეცდომა დავუშვით, მაგრამ მისი გააზრება არც კი გამოგვდის. ჩვენ თვითონ ვკლავთ საკუთარ თავს ჩვენივე უვარგისობით და არა საკმარისი ცოდნით. ქაოსში ყოფნა არ ნიშნავს იყო უბრალოდ გაუგებრობაში. შენ დაკარგული ხარ სივრცეში, განზომილებაში რომლისგანაც გამოსვლა საკუთარი თავის შეცვლის ფასია. რა მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რამდენი ადამიანი ...