ნორვეგიის გლობალური საპენსიო ფონდი (თავად ნორვეგიელები მას ნავთობის ფონდს უწოდებენ) – თანამედროვე ეკონომიკის უნიკალური მოვლენაა. ფონდი დაახლოებით 25 წლის წინ შეიქმნა და მისი მიზანია, ნავთობისა და ბუნებრივი აირის ექსპორტის დამატებითი შემოსავალი არამხოლოდ ქვეყნის ამჟამინდელ მაცხოვრებლებს, არამედ მომავალ თაობებსაც დარჩეს. XXI საუკუნის დასაწყისში მაღალი ფასების გამო ფონდი სწრაფად გაფართოვდა და დღესდღეობით მას მსოფლიო აქციათა 1,3% ეკუთვნის. ამას გარდა, ფონდი აქტიურად იძენს ...

ფოტომ, რომელზეც ჯარისკაცი და მის მკერდზე მიძინებული გოგონაა გამოსახული, უკვე მოასწრო მსოფლიოს გაოცება. ამერიკის სამხედრო-საჰაერო ძალების უფროსი სერჟანტი ჯონ გებჰარდტი კი, ძალიან ცნობილი გახდა. . ერაყში მოღვაწე ამერიკელმა სამხედრო მოსამსახურემ ეს ფოტო ცოლს გაუგზავნა, მინაწერით: “ეს პატარა ობოლია, მისი მშობლები ჩამოახრჩვეს, მხოლოდ გოგონას გადარჩენა მოვახერხეთ… მძიმედ იყო დაშავებული… მალე გამოჯანმრთელდა, მაგრამ სულ ტირის. მხოლოდ მაშინ ჩუმდება, როცა ხელში ამყავს და ...

9 წლის გოგონა სიეტლიდან რეიჩელ ბეკვიტი აფრიკის გაჭირვებული მოსახლეობისთვის სასმელი წყლის საყიდლად ფულს აგროვებდა. ასევე სიმსივნით დაავადებული ბავშვებისთვის პარიკების დასამზადებლად საკუთარ თმას აბარებდა. რეიჩელი საშინელ ავარიაში დაიღუპა, მაგრამ მისი უკანასკნელი სურვილი ხსნად ექცა 60 ათას ადამიანს! . ერთხელ სიეტლს საქველმოქმედო ფონდის “ქველმოქმედება: წყალი” (Charity: water) ხელმძღვანელი სკოტ ჰარისონი ეწვია. მის ლექციას რეიჩელიც დაესწრო. გოგონამ მოისმინა, თუ როგორ იტანჯებიან ადამიანები სასმელი ...

როდესაც ნიკის დედა დაორსულდა, ის 25 წლის იყო. პროფესიით მეანი, სამშობიარო სახლში ექთნად მუშაობდა, სადაც ასობით დედასა და ჩვილზე ზრუნავდა. დაორსულებისთანავე დაიწყო ზრუნვა თავის კვებაზეც – ფრთხილად ეკიდებოდა წამლებს, არ იღებდა ალკოჰოლს, ასპირინს და სხვა ტკივილდამაყუჩებელ საშუალებებს. საუკეთესო ექიმებსაც მიმართა, მათ კი დაარწმუნეს, რომ ორსულობა ნორმალურად მიმდინარეობდა. . ორი ექოსკოპიური გამოკვლევის დროს, ექიმებს რაიმე საეჭვო არ შეუმჩნევიათ. თქვეს, რომ ბიჭი ...

ურუგვაის პრეზიდენტ ხოსე მუხიკას, თანამემამულეები ”ელ პრესიდენტე მას პობრე”-ს უწოდებენ, რაც ესპანურად ”ყველაზე ღარიბ პრეზიდენტს” ნიშნავს. 77 წლის მუხიკა თითქმის მთელ ხელფასს ქველმოქმედებას წირავს – 12 500 დოლარიდან მხოლოდ 1 250-ს იტოვებს. . ”სავსებით მყოფნის ეს თანხა – ამბობს მუხიკა – უნდა ვიმყოფინო, რადგან ჩემი თანამემამულეების შემოსავალი გაცილებით ნაკლებია”. პრეზიდენტის მეუღლე სენატორია. ისიც პრეზიდენტის მსგავსად, შემოსავლის ნაწილს ქველმოქმედებას ახმარს. მეუღლეები ...

მას შეეძლო, არცთუ ისე ცუდი მხატვარი გამოსულიყო, ეხატა პეიზაჟები და ნატურმორტები, პურის ფული საფოსტო მარკებისა და ღია ბარათების შექმნით ეშოვა, რასაც ახალგაზრდობაში ახერხებდა კიდეც. მაგრამ ადოლფ ჰიტლერი ვენის ხელოვნების აკადემიაში არ მიიღეს, უფრო მეტიც, მისი ნამუშევრები (გარდა არქიტექტურულებისა) უინტერესოდ მიიჩნიეს. ჰიტლერს კი, არქიტექტორის კარიერა ნაკლებად აინტერესებდა. ვინ იცის, როგორ წარიმართებოდა დიდი დიქტატორის ბედი, არქიტექტორი ან მხატვარი რომ გამხდარიყო, მაგრამ ისტორიის ...

“ამას წინათ შოთა ნიშნიანიძის ლექსი “აფხაზური კანტატა” წავიკითხე. ჩემი ბავშვობა, ყმაწვილკაცობა, კარგადმყოფობა და ავადმყოფობა გამახსენდა. ლექსმა ჯერ სიხარულით ამავსო, შემდეგ სევდა მომგვარა, სულ ბოლოს – შური. დიახ, კეთილი შურით ვწერ ამ წერილს. . – დალოცვილო, ეგრე როგორ უნდა გამოართვა კაცს სათქმელი სიტყვა პირიდან?! “ჩემი მორდუ აფხაზეთში იზრდებოდა თარბებთან, ბადეს შლიდა. და შვილდისრით ტყეში ნადირს არბევდა… ხვიჩას ზრდიდნენ აფხაზები ჩაუქად და ...

სახედასახიჩრებული ტაი ზიგელისა და მშვენიერი რენე კლაინის სიყვარულის ამბავმა მთელი მსოფლიო მოიარა. მას ყველაზე ლამაზსა და სუფთას უწოდებდნენ, თუმცა… სერჟანტი ტაი ზიგელი ერაყიდან ამერიკაში სხვა კაცი დაბრუნდა – ერთ-ერთი დავალების შესრულებისას, ზიგელის 6-კაციანი ჯგუფი თვითმკვლელი ტერორისტის აფეთქებამ დააზიანა, ყველაზე მეტად ზიგელი დაზარალდა. ორმოცდაათი ოპერაციისა და ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ ტაი გონს მოვიდა და… თავზარი დაეცა – სარკეში ჩახედვა აღარ უნდოდა… ექიმებმა ...

ნიჭიერი ლონდონელი ფოტოგრაფი Babycakes Romero არაჩვეულებრი და უცნაური ფოტოების ოსტატია, ის ცდილობს საზოგადოებისთვის აქტუალურ თემებზე გაამახვილოს ყურადღება. ამ ჯერზე გადაწყვიტა გვერდიდან დაენახებინა, როგორ არის დამოკიდებული თანამედროვე ადამიანი ტელეფონზე. ჩვენ ნელ-ნელა უკვე ვივიწყებთ,თუ რა არის ცოცხალი ურთიერთობა და სულ უფრო მეტ დროს ვხარჯავთ ჩვენს სმარტფონზე. სულ უფრო მეტად არის მიჯაჭვული ადამიანების მზერა ტელეფონის ეკრანზე და არა მის გარშემო მყოფ ადამიანებზე. მაშინაც ...

ცენტრალურ ჩინეთში მოულოდნელად გამდიდრებული ქალი, რომლის ქონებაც 1,6 მლნ დოლარად არის შეფასებული, მეეზოვედ მუშაობას აგრძელებს. 54 წლის იუი იუჩჟენი ხუბეის პროვინციის ქალაქ უხანში ცხოვრობს და 1998 წლიდან მეეზოვედ მუშაობს. ის დილაუთენია დგება და შინ გვიან ღამით ბრუნდება. მისი მოვალეობა 3 კმ სიგრძის საავტომობილო გზის დაგვაა. მრავალი წლის შრომის შედეგად ქალმა ქმართან ერთად მოახერხა და სამი სახლი აიშენა. როცა 2008 წლიდან ...