მიუხედავად იმისა რომ სამსახურიდან შინ დაღლილები ვბრუნდებით, მაინც გვაქვს სურვილი გავიმზადოთ ცხელი შოკოლადი,ორცხობილა და ვუყუროთ ფილმებს, რომლებიც კიდევ ერთხელ შეგვახსენებს,რომ საახალწლოდ ყველა ჯადოსნური ოცნება სრულდება  და  რომ ზამთარი საუკეთესო დროა ბედნიერებისთვის. გთავაზობთ ფილმების ჩამონათვალს,რომლებიც შესაძლოა ნანახი გაქვთ,მაგრამ მათი განმეორებითი  ყურება  კვლავ აგიმაღლებთ საახალწლო განწყობას  და  ჯადოსნური ემოციებით აგავსებთ. „ინტუიცია“ –“Serendipity”   „ძალიან დიდი ხნის წინ ეთიოპიაში დედოფალი კასიოპეა ცხოვრობდა.რომელსაც თავი ყველაზე ...

   ჩემს ცხოვრებაში იყო დრო,როდესაც პურის ფული არ მქონდა და ჯიბეები ოცნებებით და იმედებით მქონდა სავსე.მახსოვს, როგორი სახით ჩავუვლიდი ხოლმე  ბრენდულ მაღაზიებს და ძალიან მინდოდა, მეც მქონოდა ბრენდული  სამოსი.მინდოდა მეგრძნო,რას ნიშნავს როდესაც ლამაზ ტანსაცმელში ხარ გამოწყობილი და  ქუჩაში მიდიხარ.მე ხომ მწერალი ვიყავი,ამიტომ მინდოდა სიტყვებით  გადმომეცა დიდებულად ჩაცმული ქალის ფიქრები,მაგრამ  ცარიელი ხელები ჯიბეებში მეწყო, არც შეყვარებული  მყავდა მას რომ  მაინც გაეთბო, ...

    საბედნიეროდ არსებობს სამყაროში ისეთი ფილმები, რომელთა ნახვის შემდეგ, კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით,რომ  სიყვარული არის ერთ-ერთი მაცოცხლებელი ძალა და რომ ნამდვილი გრძნობები ყოველთვის გვეხმარება ვიპოვოთ საკუთარი თავი და შევიგრძნოთ  ზღაპრული  ბედნიერება,რომელსაც თითოეული ჩვენთაგანი იმსახურებს ცხოვრებაში.    ფილმი „გზავნილი  ბოთლში“,რომელშიც მთავარ როლებს ქევინ ქოსტნერი,ჯესი ჯეიმსი და პოლ ნიუმანი ასრულებენ მოგვითხრობს    დაკარგული და ხელახლა ნაპოვნი სიყვარულის ისტორიას.ცოლის დაღუპვის შემდეგ გარეტ ბლეიკი,რომელიც ცდილობს ...

         ბუერა არის სამი ფრილანსერის გაერთიანება – მაია თავართქილაძე, თეონა ბაკურაძე და ირინა უთურგაური. ისინი თიხის და სხვა მასალებისგან აკეთებენ საავტორო ნამუშევრებს – სამკაულებს, სახლის დეკორის ნივთებს. ბუერას ნივთები თავიდან ბოლომდე ხელნაკეთია – უმრავლეს შემთხვევაში არ გამოიყენება ყალიბები, შტამპები და პრინტერი. გთავაზობთ ინტერვიუს ბუერას  დამფუძნებელთან  თეონა ბაკურაძესთან, რომელიც გვიამბობს, როგორ შეძლეს   ქალბატონებმა თავიანთი ფანტაზიის გაერთიანება და ხელნაკეთი ნივთების ბაზარზე ...

  ახალგაზრდა ერინ გრიუველი ინგლისური ენის სპეციალისტია,რომელიც 90_იან წლებში მუშაობას იწყებს კალიფორნიის ქალაქ ლონგ-ბიჩის საშუალო სკოლაში, სადაც სწავლობენ ძნელად აღსაზრდელი და კრიმინალისკენ მიდრეკილი მოზარდები,თუმცა ამის მიუხედავად, ერინი ძალისხმევას არ იშურებს იმისათვის,რომ მოსწავლეებს სწავლისადმი ინტერესი გაუღვივოს.მართალია,ასეთ სამყაროში გაზრდილი მოზარდების დაინტერესება საკმოდ რთულია, მათთვის არც ინგლისური ენაა მშობლიური,მაგრამ  ერინს უყვარს თავისი პროფესია და ამასთანავე გრძნობს უდიდეს პატივისცემას და სიყვარულს თავისი აღსაზრდელების მიმართ.ყველაფერთან ...

     სამყაროში ნებისმიერ ადამიანს ბედნიერებისთვის ჭირდება საქმე,რომელსაც არა მოვალეობის მიზნით, არამედ სიყვარულით შეასრულებს დღის განვალობაში. ასეთი სამუშაო გვეხმარება შევძლოთ საკუთარი თავის რეალიზება და მოვიპოვოთ მატერიალური დამოუკიდებლობა. ამიტომ ჩვენ უნდა მოვუსმინოთ ჩვენს შინაგან ხმას და აუცილებლად იმ საქმეს მოვკიდოთ ხელი,რომლის კეთებაც მთელი გულით გვსურს.   თუმცა საკითხავია,როდის უნდა მიხვდეს ადამიანი,  რისი კეთება გამოსდის ყველაზე უკეთ და რა არის ის საქმიანობა,რომელსაც ბედნიერება მოაქვს მისთვის. ...

   დღეს ნოემბრისთვის დამახასიათებელი ცივი და სუსხიანი ამინდია.საცერისოდენა ფიფქებიც კი ცვივა ციდან.ბეღურასავით მობუზული ვიყურები ფანჯრიდან და  ბავშვობა მახსენდება.    წლების წინ, თითქმის ყოველთვის ასეთი ამინდები იყო,როდესაც სხვადასხვა საქალაქო ტურში მიწევდა მონაწილეობის მიღება. სიმართლე გითხრათ, ზოგჯერ არც კი მიხაროდა ზოგიერთ შეჯიბრში მონაწილეობა, რადგან სკოლებში,სადაც ჩვენი ცოდნის გამოსავლენად ვიკრიბებოდით,არ თბებოდა საკლასო ოთახები და გაყინულ გარემოში გვიწევდა 3-4 საათი ყოფნა.თუმცა, როდესაც ქართულის ტური ...

   ალბათ ნატვრის თვალი რომ მქონდეს, ამოვიღებდი გულის ჯიბიდან და ვინატრებდი – დედა მოვიდეს,მომიტანოს მთვარე და მზე, წიგნები და ცხელი ფინჯანი ჩაი. შუბლზე მაკოცოს და ეს კოცნა იქნება სამყაროში, ყველაზე თბილი კოცნა. დავხრიდი თავს და გავირინდებოდი.აციმციმდებოდნენ ჩემს გულში ვარსკვლავები,გავიღიმებდი და მთელ სამყაროს ვაჩვენებდი,რომ მეც მყავს დედა- ულამაზესი,ოქროსფერი თმებით და კეთილი ღიმილით.ნატვრის თვალი რომ მქონდეს,მოვიდოდა დედა და გაქრებოდა ყველა ტკივილი, ეჭვი,დარდი ...

    გუშინ ძალიან მინდოდა  პატარა ნოველა  დამეწერა თოვლზე,მაგრამ ვერ მოვასწარი. თუმცა მთელი დღე ნისლიან ამინდში ვიყავი ჩაძირული.დღეს კი,   ადრე ავდექი.ვარსკვლავები აღარ ჩანდნენ ნისლში,მხოლოდ თეთრ რძეში იყო ჩაძირული ჩემი დილა.თავი ფანჯარას მივადე და  უდიდესი ბედნიერება ვიგრძენი.შარშან ამ დროს სტამბულში ვიყავი სამოგზაუროდ,მაგრამ ძალიან მენატრებოდა საქართველო.თითქოს მონატრება უცებ დაიბადა ჩემში და თავს მახსენებდა ქალაქში ყოველ ნაბიჯზე სეირნობისას. შემდეგ აია-სოფიას ტაძარში ღმერთის ...

– ამბობენ, ღმერთს არა აქვს სახლი  ღრუბლებში  და რომ ის ჩვენს გულებში ცოცხლობს,ალბათ ეს ნამდვილად ასეა,მაგრამ ღმერთო, იცი როგორ მინდა მართლა გქონდეს პატარა ხის სახლი ცაში.იცი, როგორ მინდა ანგელოზები გყავდეს,როგორ მინდა ყოველ დილით იღვიძებდე და შენი სახლის ლამაზი,მყუდრო სახლის ფანჯრებიდან მადლიერ და გაღიმებულ ადამიანებს ხედავდე.  – აქ  სინოპტიკოსები წელიწადის ნებისმიერი დღის ამინდს პროგროზირებენ, შენ  კი ჯერ არ გადაგიწყვეტია ხომ, როგორი ...