დრო –  მრცხვენია ასე  სწრაფად  რომ  გარბის  და ყოველდღე ვცდილობ უკეთესად ვაკეთო ჩემი საქმე და  მიყვარდეს უფრო მეტად.   სიცილი – ყველაზე მშვენიერი რამ ქვეყნად,ამიტომ  მიკვირს როდესაც ადამიანებს ერთმანეთი არ უყვართ და ერთად იცინიან..   მეგობრობა –   ძველ მეგობარს  თუკი შეხვდები,რომელიც  საუკუნეა არ გინახავს და შენ მას არაფერს უამბობ შენი მიღწევების შესახებ,როგორც ჩანს ის არც  არასდროს ყოფილა შენი ნამდვილი  მეგობარი. ...

1. როდესაც წარმატებისკენ მიმავალ გზაზე მიდიხართ ნუ დაელოდებით აღიარებას-  იარეთ წინ,იმოქმედეთ შეუსვენებლად და თქვენ აუცილებლად დაიპყრობთ მწვერვალებს,რომელსაც შეგიძლიათ თქვენი სახელი უწოდოთ.ასეთი მწვერვალები საუკუნეებს უძლებს და ის  ნაყოფიერი შრომის შედეგია. 2. თუ მწერალი ხარ და წიგნებს წერ, მხატვარი ხარ და ტილოებს ქმნი, წერ მუსიკას და ელოდები როდის გახდება შენი სიმღერა ჰიტი,შემიძლია დანამდვილებით ვთქვა,რომ არ იქცევი სწორად. მიზნისკენ მიმავალ გზაზე წამითაც   ნუ შეჩერდები,რადგან ...

„-ზღვაზე არასდროს ყოფილხართ?მაშინ უნდა იჩქაროთ,თორე მერე გვიან იქნება.ზეცაში,მხოლოდ ზღვაზე და მზის ჩასვლაზე ლაპარაკობენ .კარგია,როდესაც ცეცხლოვან ბორცვს უყურებ როცა წყალში ეშვება და მისი შუქი,სადღაც სიღრმეში იძირება.ძალიან ლამაზია.“ ფილმი „კაკუნი ზეცის კარზე“ მოგვითხრობს კიბოთი დაავადებული ორი ადამიანის შესახებ,რომლებიც საავადმყოფოში დამეგობრდებიან და გადაწყვეტენ უკანასკნელად გაერთონ.ტეკილით დათრობის შემდეგ,მანქანას იპარავენ და საავადმყოფოდან გარბიან.მოპარული მანქანა განგსტერების საკუთრებაა და მათ  საბარგულში,ქეისში ერთი მილიონი დოლარი ინახება. „კაკუნი ზეცის ...

23 წლის მეღვინე ბაია აბულაძე “ილიაუნის” საჯარო ადმინისტრირების განხრით მაგისტრატურაზე სწავლობს და პარალელურად ცნობილი ქალი მეღვინეა, რომელსაც უკვე  აქვს  კიდეც საკუთარი ბრენდი. ქართულ ბაზარზე მისი ღვინო წარმატებით სარგებლობს და როგორც ქართველი მომხმარებლები, ასევე, ტურისტებიც უდიდეს აღფრთოვანებას გამოხატავენ   „ბაიას ღვინის“ მიმართ. სამომავლოდ ბრენდის საქართველოს საზღვრებს გარეთ წარდგინებაც იგეგმება. საინტერესოა, რა არის  ქართველი  მეღვინე ქალის წარმატების ფორმულა და  რას ასახელებს  მოტივაციის მთავარ ...

„ოგუსტ რაში“   ირლანდიელ გიტარისტს და ამერიკელ მევიოლინეს  შეუყვარდებათ ერთმანეთი,მაგრამ რაღაც პრობლემის გამო მოუწევთ დაშორება. მათ პატარას კი  მშობლების ნებართვის გარეშე  თავშესაფარში აგზავნიან ოჯახის „კეთილისმსურველები“. წლების შემდეგ პატარა ბიჭი გადაწყვეტს მშობლების მოძებნას.იგი დარწმუნებულია რომ თუ დაკვრას არ შეწყვეტს თავისი მშობლები ამით იცნობენ და იპოვნიან.მართლაც,რომ ბიჭუნას ყველა ოცნება სრულდება  და ის მთელი სამყაროს გაოცებას შესძლებს. ფილმი არის დრამა ზღაპრული ელემენტებით,რომელიც მაყურებელს კიდევ ...

„დეპრესიამ თუკი მოგაკითხათ,მყისვე მის გაგდებას ნუ ეცდებით,გაუმასპინძლდი როგორც სტუმარს და მიაყურადე.მას,უეჭველად რაღაცის თქმა სურს.“ სტატისტიკის მიხედვით მოსახლეობის 15-20 % დეპრესია აქვს. დეპრესია ნიშნავს დამძიმებულ და სევდიან ხასიათს. ადამიანს ეუფლება პესიმისტური აზრები. ფიქრობს,რომ მისი ადგილი აღარ არის სამყაროში და უიმედო ფიქრებით იტანჯება.რა თქმა უნდა ეს სამწუხარო რეალობაა,თუმცა ამჯერად მინდა სხვა კუთხით განვიხილო ეს საკითხი და ვეცდები დეპრესიულ მდგომარეობაში მყოფმა ადამიანებმა იგრძნონ ...

დღეს სამსახურიდან შინ რომ ვბრუნდებოდი შევნიშნე რომ  დედებს,რომელთაც საბავშვო ბაღებიდან და სკოლიდან მოჰყავდათ ბავშვები, სევდიანი სახეები ჰქონდათ.სამწუხაროდ, სხვა დროსაც არაერთხელ შემინიშნავს მათ სახეზე სევდა, თუმცა ამჯერად გადავწყვიტე  დამეწერა სტატია იმის შესახებ,რომ დედები თუკი  ჩაუღრმავდებიან საკუთარ გულს და კიდევ ერთხელ გაიხსენებენ რამდენად მნიშვნელოვანი და ძვირფასია მათთვის  თავიანთი პატარები, მაშინვე სიხარულით და ბედნიერებით აევსებათ გული. ჩვენთვის შვილები ყველაზე დიდი განძია.ისინი ნამდვილი ანგელოზები  ...

1. ადამიანი რომელიც არ არის ფართო მასებისთვის ცნობილი და  ჯიბის  ბლოკნოტში წერს ნოტებს, მის მიერ დაწერილი მუსიკა განსაკუთრებით სევდიანია, რადგან ასეთ ადამიანებს ყოველთვის თან სდევთ იდუმალი სევდა. სევდა იმისა,რომ ისინი ვერ გახდებიან  ცნობილი მუსიკოსები და მათი მუსიკა  მსმენელის გარეშე დარჩება მომავალშიც. წარმოიდგინეთ თავმდაბალი ადამიანი,რომელიც თავდახრილი ასრულებს მელოდიას და საკუთარი ცხოვრების გამო სინანულს განიცდის.სევდიანი ამბავია არა? ამიტომ – მოუსმინეთ საკუთარ გულს.აკეთეთ ...

ადამიანის გონებაში უამრავი ფიქრი ტრიალებს,რომლებიც  ჩვენს გონებას განსაკუთრებით  მოიცავს,თუ ფინჯან ყავს მოვიმზადებთ და საკუთარ თავს ჩავუღრმავდებით.  მართალია, ფიქრი ხშირად  სასარგებლოა,რადგან ფიქრის შედეგად ჩნდება ახალი მიზნები და იდეები.შესაბამისად ჩვენ ვისახავთ გეგმას, რომლებიც ჩვენი იდეების განსახორციელებლად გვჭირდება.თუმცა დამეთანხმებით,ხშირად ბევრი ფიქრი არაფექტურია და ხელს გვიშლის წარმატების მიღწევაში. გადამეტებული ფიქრის შედეგად ხშირად ეჭვი შეგვაქვს  საკუთარ ძალებში და  მიზნის მისაღწევად, თუკი მხოლოდ ვფიქრობთ და არ ...

გუშინ დაძინებისას,რადგან ყოველთვის ასე ვიქცევი  ხოლმე,ისევ მივედი ფანჯარასთან ტკბილი ძილი,რომ მესურვებინა სამყაროსთვის და მოულოდნელად დავინახე თეთრად გადაპენტილი არე-მარე. ბავშვივით ამიჩქარდა გული.გამიკვირდა, ამის შესახებ არც ერთმა ჩემმა მეგობარმა,რომ არ დაპოსტა ფეისბუქზე.საცრისოდენა ფიფქები  ცვიოდნენ ციდან და ბავშვობის ლამაზმა დღეებმა თავისთავად გაიღვიძეს ჩემში.ძალიან მაგრად დავუხჭე თვალები,მაგრამ ვერ დავიძინე.თვალწინ დამიდგაო,რომ იტყვიან ჩემი ბავშვობა,რომელიც სოფელში გავატარე.მახსოვს, რთულ პირობებში გვიწევდა ცხოვრება.გაუსაძლისი სიღარიბე იყო ქვეყანაში,მაგრამ მიუხედავად ამისა, ადამიანებს ...