ცხოვრება –  არის ადგილი, სადაც ჩვენს აზრებს ვწერთ,ჩვენს სიხარულს  და ღიმილს ვუზიარებთ სხვებს. ზოგჯერ მოწყენილი მივუყვებით ბილიკებს,მაგრამ რაც არ უნდა ხდებოდეს,როგორც არ უნდა გვიჭირდეს,მაინც ძალიან,ძალიან მოგვწონს ჩვენი ცხოვრების წიგნი,რომელიც სხვა წიგნებს არაფრით არ გავს. სიმღერა – მე არ ვიცი როგორ იწერება ნამდვილი კლასიკა.მე არ შემიძლია რომელიმე ნოტი ავიღო ფორტეპიანინოზე,მაგრამ ჩემი გული როდესაც ბედნიერია,ყოველთვის მღერის. გულიდან წამოსული მელოდია  –   არის ნამდვილი ...

მომავალი ადამიანს,რომ შეეძლოს დაინახოს ის პეიზაჟები,რომელიც მომავალში ელოდება,მაშინვე განთავისუფლებოდა დარდისგან. სამყარო ყოველთვის ქმნის ჩვენთვის   მშვენიერ პეიზაჟებს,რომელიც თითოეულ ჩვენთაგანს მომავალში ელოდება. მეგობარი – ადამიანს სამოთხეშიც კი არ სურს ნამდვილი მეგობრის გარეშე ყოფნა. შინაგანი ხმა  –   ყოველთვის ჩაგძახებს იქცევი სწორად თუ არა,ყოველთვის გეტყვის სიმართლეს შენს შესახებ და გამუდმებით გაგიმეორებს,რომ აუცილებელია აისრულო ოცნებები და იყო   უბრალოდ ბედნიერი. ბედნიერება –  ზოგჯერ სიმყუდროვეა,როდესაც ოთახში ფარდები ...

1. სათნოება – ბეღურები ღმერთის ხელით იკვებებიან,მაგრამ ისინი ზოგჯერ ადამიანებისგანაც მოელიან მზრუნველობას, ამიტომ მოფრინავენ ჩვენს ფანჯრებთან და ელოდებიან პურის მარცვლებს… 2.ღმერთი – ყოველთვის ამართლებს ჩვენს მოლოდინს – ყოველ დღე თენდება. 3. ყვავილები –ვფიქრობ ჩვენთვის შექმნა ისინი ღმერთმა, რომ ზოგჯერ მაინც  მივართვათ ყვავილების თაიგული ერთმანეთს და ჩაგვეღვაროს გულში სითბო და სიყვარული. ადამიანებისთვის არსებობენ ყვავილები, ადამიანები კი არსებობენ  ერთმანეთისთვის. 4.ფინჯანი ყავა – მიზეზი ...

თითოეული ჩვენთაგანისთვის კარგად ცნობილია,რომ სამყაროში ოცნებებს ნამდვილად აქვთ ჯადოსნური ძალა და სწორედ ამიტომ მეოცნებე ადამიანები აღწევენ კიდეც წარმატებას და აქვთ განსაკუთრებული მიღწევები. შესაბამისად მინდა დღევანდელ სტატიაში ვისუაბრო იმის შესახებ, თუ რატომ არიან მეოცნებე ადამიანები საუკეთესო მოტივატორები და როგორ გვეხმარება ოცნება დავიპყროთ სასურველი მწვერვალები და გავხდეთ სხვებისთვის მისაბაძი ადამიანები. პირველ რიგში აღსანიშნავია,რომ მეოცნებე ადამიანებს უყვართ ოცნება.ოცნების საშუალებით ხედავენ მწვერვალებს,რომელთა დაპყრობაც თითოეულ ...

დილით  საყიდლებზე  მივდიოდი სუპერმარკეტში  ნაცნობი  შენობის კედელზე პულველიზატორით  დაწერილმა შთამაგონებელმა სიტყვება –  „იმოქმედე სანამ სამყარო მიედინება“ მაშინათვე,რომ მიიპყრო ჩემი ყურადღება. თითქოს ამ  სიტყვების წაკითხვის შემდეგ  გამოვერკვიე ყოველდღიური რუტინისგან და საკუთარ თავს დავუსვი შემდეგი კითხვები  – საინტერესოა როგორი  ცხოვრებისეული გეგმები მაქვს ?  ვაპირებ დღესვე   გადავდგა  ნაბიჯები წარმატებისკენ,თუ ამას შორეული მომავლისთვის ვგეგმავ? მივყვები ჩემს მიზნებს და ოცნებებს კვალდაკვალ თუ უმოქმედობას ვირჩევ ? ...

ადამიანებს ხიბლავთ ოცნება მოზგაურობის შესახებ. სურთ, იმოგზაურონ ქვეყნის გარშემო,მაგრამ არაფერს აკეთებენ ოცნების ასასრულებლად.არ სწავლობენ, არ ეუფლებიან უცხო ენებს და  არ მუშაობენ საკმარისად ბევრს, ოცნება რომ აისრულონ და ახალი ქვეყნების მონახულებით დატკბნენ. გთავაზობთ რამდენიმე რჩევას,რომელიც დაგეხმარებათ ოცნება აისრულოთ და გადადგათ თამამი ნაბიჯები მოგზაურობის დასაწყებად. გააკეთეთ ყველაფერი იმისათვის რომ იმოგზაურო,ეს ხომ განსაკუთრებული ოცნებაა  შენთვის ! იკითხეთ წიგნები სანამ უცხო ქვეყნებში მოგზაურობით დატკბები,შეგიძლია ...

მოგონებებს არასდროს აქვთ დასასრული და ისინი ყოველთვის არსებობენ სიცოცხლეს.ამიტომ მე დარწმუნებული ვარ,რომ შენი ხელი,როდესაც ჩემს ხელზე გედო,ფიქრობდი,რომ ამას არ ექნებოდა დასასრული,რომ სიყვარული დროზე მაგარია. რომ გავთხოვდი ძალიან ბედნიერი ვიყავი. ერთ გაზაფხულს სოფელში წავედით მე და ჩემი მეუღლე.ლამაზი წელი იყო.მე პატარას ველოდებოდი და მუცლით დავატარებდი ჩემს ბედნიერებას.წავიდოდი მდინარის პირას,ჩავხედავდი ნაკადულს და ძალიან მომწონდა ჩემი სახე,ჩემი თვალები.სხვანაირად ვიყურებოდი.სხვანაირი ადამიანი ვიყავი – ბედნიერი. ...

ზოგჯერ რაოდენ გასაკვირიც  არ უნდა იყოს, სხვებს უფრო მეტად სჯერათ ჩვენი ,ვიდრე ჩვენ საკუთარი თავის. შესაბამისად ხშირად გვესმის   მეგობრებისა თუ ახლობლებისგან  შემდეგი სიტყვები: „ შენ შეძლებ გადალახო მრავალი დაბრკოლება“,ადვილად  მიაღწევ  მიზანს“,იპოვი სასურველ სამსახურს.“ ამ სიტყვებით ისინი  ცდილობენ შეგვმატონ ძალა,რათა ავისრულოთ ოცნებები და ვიყოთ  ბენდიერები. ჩვენ კი,  ნაცვლად იმისა,რომ ასეთი სიტყვების მოსმენის შემდეგ   მოტივაცია აგვიმაღლდეს,  არ გვჯერა საკუთარი  შესაძლებლობების,კვლავ  გვეპარება ეჭვი ...

ადამიანის გონება ჩვენ შეგვიძლია საერთოდ არ გადავუღოთ სურათები ჩვენს ცხოვრებას,რადგან ადამიანის გონება ყველაზე უკეთესად იმახსოვრებს ჩვენი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან კადრებს. ესმის ჩვენი გულის ძგერა,ჩვენი განცდები.სწორედ ამიტომ არის,როდესაც მოგონებებში ვიძირებით მთელს ტანში ჟრუანტელი გვივლის.შეიძლება ვიცინოთ ან ავტირდეთ კიდეც..გონება არის მშვენიერი სამყარო,რომელიც ნამდვილად რაღაც ჯადოსნურის მსგავსია.  მეოცნებენი ნამდვილი მოტივატორები  ყველაზე დიდი მეოცნებეები არიან.მათ სჯერთად იმის,რასაც გრძნობენ,რაც არ ყოფილა ჯერ,მაგრამ მომავალში აუცილებლად მოხდება. ...

ფილმი „ჩამოსვლა „( Arrival “ ) წლის საუკეთესო ფილმის ნომინაციაში იყო წარდგენილი და კინომოყვარულებში უდიდესი ინტერესი გამოიწვია. სიუჟეტის თანხმად მსოფლიო შეშინებულია,არ იცის თუ რას უნდა ელოდონ ამოუცნობი ფრინავი ობიექტებისგან,რომლებიც დედამიწის რამდენიმე მხარეში გამოჩნდა.შეიარაღებული ძალები მთელს მსოფლიოში არიან მზადყოფნაში.მეცნიერებს მსოფლიოში აინტერესებთ თუ როგორ უნდა დაიწყონ დიალოგი მოულოდნელ სტუმრებთან. აშშ-ს მთავრობა დასახმარებლად ირჩევს ენათმეცნიერს ლუის ბენკს და ფიზიკოს იან დოლინს.ისინი ყოველნაირად ცდილობენ ...