შეიძლება, ახლა მოწყენილი ზიხარ კომპიუტერთან, რადგან არ იცი როგორ გამოიყენო თავისუფალი დრო, რომელიც თავზე საყრელად გაქვს. ეს პოსტი გამოგადგება, თუ დაიჯერებ ამ სტატიის ავტორი ორი წელი ვეძებდი სამსახურს. არავითარ შემთხვევაში არ შეწყვიტო სასურველი ვაკანსიის ძებნის პროცესი, მაგრამ სანამ ახალ სამუშაოს იპოვი, არც მოიწყინო. შეგიძლია, ეს დრო, ნაყოფიერად გამოიყენო.. 1. გაიღვიძე, დილის 9 საათზე. ეს, საუკეთესო დროა, დილის დასაწყებად. გაიმზადე საყვარელი სასმელი, ყავა ან ...

ბავშვობიდან ვწერ – ასე დავიწყებდი წერას, ცნობილი მწერალი რომ ვიყო. მაგრამ ახლა ერთი უბრალო, ბალახებით სავსე ჩანთა მაქვს,რომელშიც სხვადასხვა ამბებს ვინახავ.დღეს ზღვის და თოლიების ამბებს მოგიყვები.ძალიან მინდა მოგეწონოს,რადგან, მართალია, მწერალი არ ვარ, მაგრამ, როდესაც წერას ვიწყებ, ყოველთვის შენ მახსენდები, ჩემო მკითხველო. ზაფხულია.სხვადასხვა ქვეყნების და ოკეანეების მონახულების დრო გრძელდება.მე კი არასდროს მინახავს ზღვა.მე არასდროს მომისმენია მისი ისტორია და ჩემი ამბები მაქვს.მერიდება ...

ამ მოთხრობას მამაზე დავწერ, რადან სხვა დროს მე არასდროს დამიწერია მასზე. ამიტომ მიჭირს დაწყება, მაგრამ გადავშლი მოგონებების წიგნს და თითოეულ გვერდზე მის დარდს ვკითხულობ. ბავშობაში მამას იას ვეძახდი, მაგრამ სინამდვილეში ის სრულებითაც არ ჰგავდა ყვავილს. გრძელი ულვაში, შავი თმა და კეხიანი ცხვირი ჰქონდა. როგორც ამბობდნენ კეთილი გული და ვაჟკაცური თვისებებით გამოირჩეოდა, მაგრამ ღვინის სმა უყვარდა და ხშირად ეჩხუბობდა ოჯახის წევრებს.  ამის ...

1. მე არ ვარ მწერალი და აზრებს, რომელსაც დღიურში ვწერ, შეიძლება არ მოჰყვეს აღტაცება, მაგრამ გულის სიღრმეში ვიცი მე ჯადოქარი ვარ, რომელსაც ესმის ბუნების ენა. 2. ლიტერატურული თვალსაზრისით, რაიმე ღირებული რომ შექმნა , აუცილებლად უნდა გრძნობდე საკუთარ უპირატესობას. ერთხელ მაინც უნდა დადგე ვარსკვლავებით მოჭედილი ცის ქვეშ და ანგელოზად იქცე. 3. წერის დროს, არცერთ ცნობილ მწერალს და პოეტს არ მიჰბაძო, მიჰყევი ...

მდინარის პირას ვზივარ და კენჭებს ვესვრი ლიპსიტებს. ვერაფრით დავაჯერე საკუთარი თავი, რომ გავიზარდე.  ასე მგონია, სულიერად ისევ ბავშვი ვარ. არ ვიცი კარგია ეს თუ არა, მხოლოდ ის  ვიცი, რომ მინდა ფურცლებს გავანდო ჩემი ფიქრები. კარგია ბუნებასთან ახლოს ყოფნა.ასე უკეთ ვგრძნობ, რა სტკივათ და აწუხებთ ჩემს ყვავილებს. ფრინველები კი ისე ტკბილად ჟღურტულებენ, ასეთ წუთებში არც იმის მჯერა, რომ ოდესმე დასასრული მექნება ...

მას შემდეგ, რაც თქვენს საიტზე, ჩემი რამდენიმე ნაშრომი გამოქვეყნდა, ფეისბუქის მომხმარებლებმა,  პირადად გამიზიარეს თავიანთი შეხედულებები ჩემი წერილების შესახებ. მთხოვეს,  ისევ დავწერო ოპტიმისტური სტატიები და არავითარ შემთხვევაში, არ ვთქვა უარი  საკუთარ ოცნებებზე. პირველ რიგში, მადლობას ვუხდი ჟურნალ 4 მოტივის რედაქციას და ჩემს მკითხველებს, მაგრამ არ ვიცი,  როგორ დავწერო , ახალი, ოპტიმისტური სტატია. ისევ მინდა განვიცადო სიხარული, რომელიც   წინა წერილების გამოქვეყნებისას ...

წერილი,რომელიც რამდენიმე დღის წინ გამომიქვეყნეთ,უზომო სიხარულის მომტანი აღმოჩნდა ჩემთვის.ყველა ჩემს მეგობარს მივწერე, ამ ამბის შესახებ და ემოციებს ვერ ვმალავდი.მეორე დილით კი ,როდესაც კომპიუტერს მივუჯექი,მივხვდი ,ისევ მინდოდა მომეწერა თქვენთვის.მოსაყოლი ბევრი მაქვს,მაგრამ ჩემი თხრობა საინტერესო უნდა იყოს,არ მინდა ხელიდან გავუშვა შანსი,რომელიც თქვენ მომეცით. გადავავლე თვალი ჩემს ნაწერებს და მივხვდი, ამბები ჩემი სევდის შესახებ,არავის დააინტერესებს.საჭიროა მეტი ოპტიმიზმი,მეტი ნათელი ფერები და ისეთი,რამის შექმნა,რაც ერთმანეთის ...

ჩემი ფოსტა სრულად ინახავს იმ წერილების სიას,რომელიც თქვენს საიტზე გამოვგზავნე,იმედით,რომ რომელიმე ჩემს პოსტს მოიწონებდით და გამოაქვეყნებდით. სხვა საიტებზე თუ მეტ-ნაკლებად მწყალობს ბედი, თქვენთან საერთოდ არ გამიმართლა.. არც ერთ, ჩემს წერილს, გამოხმაურება არ მოჰყოლია. არადა ძალიან მწყდება გული. ფეისბუქზე მოვიწონე თქვენი გვერდი და ყოველ დღე, ახალ-ახალ ბლოგებს ვეცნობი. ძალიან მომწონს თქვენი ჟურნალი. აქ გამოქვეყნებული შთამაგონებელი ისტორიები მკითხველებს, გვეხმარება პოზიტიურად შევხედოთ მოვლენებს ...