სკოლის მოსწავლე  როდესაც ვიყავი, მატერიალურად ძალიან გაუჭირდა ჩემს ოჯახს. ქვეყანაში თითქმის ყველგან ცუდი ეკონომიკური პირობები  იყო, ამიტომ  ხელმოკლედ გვიწევდა ცხოვრება. ყველგან ბებოს ნაქონი შავი პალტო მეცვა, რომელიც მუხლამდე მწვდებოდა. ჩაცმულობის გამო დამცინოდნენ კიდეც კლასელები, ამიტომ ღმერთმა მაჩუქა ფრთები, ჩემი სიღატაკე რომ დამემალა. ახლა   ყოველთვის კარგად გამოვიყურები. ვატარებ ბრენდულ სამოსს  –  საუკეთესო თეთრ პერანგს, შანელის პიჯაკს, ხელში „პრადას“ ხელჩანთა მიჭირავს  და ...

      დედა ყოველდღე ხატავდა ჩემთვის ყვავილებს, მთებს,მინდვრებს და მდინარეებს,რადგან უნდოდა კარგი ადამიანი გამოსულიყო ჩემგან. ახლა ვხვდები, დიდი ძალისხმევაა საჭირო იმისათვის –  რომ იყო შვილის საყვარელი  მხატვარი.     ბავშვობაში  ავად რომ გავხდებოდი, დამადებდა დედა  შუბლზე   ხელს  და შეუღონდებოდა გული. გაიქცეოდა ექიმთან და შვებით ამოისუნთქებდა, როდესაც დარწმუნდებოდა რომ   უბრალოდ გაციებული ვიყავი და არაფერი მჭირდა საგანგაშო. შეუკეთებდა მაშინათვე  ღუმელს, გააგზავნიდა  პაპას სათევზაოდ და ...

 ამბობენ, როდესაც სიკეთეს აკეთებ  არავის არ უნდა უამბო ამის შესახებ,რადგან ნათქვამია:”არ უნდა იცოდეს შენმა მარცხენამ, რას აკეთებს შენი მარჯვენა”. რა თქმა უნდა ვიზიარებ  ამ სიტყვების მნიშვნელობას, მაგრამ  მინდა მოგიყვე  ერთი პატარა ამბავი  ჩემი მოგონებებიდან   და  ბოლომდე  თუ ჩაიკითხავ ჩემს ნაწერს, დარწმუნებული ვარ ადვილად მიმიხვდები სათქმელს.     10 წლის წინ, უნივერსიტეტის დასრულებისთანავე, ერთ-ერთ კომპანიაში  დავიწყე მუშაობა. როგორც “ახალგაზრდა,” “გამოუცდელ ” ...

დილით ადრე გავიღვიძე. ზურგჩანთაში ჩავდე  ლეპტოპი, წვრილმანი ნივთები და სახლიდან გავედი. წელს   ძალიან თბილი  შემოდგომა გვქონდა. თითქოს ღმერთს  სურდა  ისე გაეთბო ჩვენი სხეული, რომ ეს სითბო არასოდეს გასულიყო ჩვენ გულებიდან. მაგრამ რამდენიმე დღეა აცივდა. დაიწყო ოქტომბრის წვიმები. ფეისბუქზე  ზამთრის პეიზაჟს, ფინჯან ჩაისა და   მოგიზგიზე ბუხრის   ფოტოებს აზიარებენ ჩემი მეგობრები. ყველას მოგვენატრა  შინ გატარებული ზამთრის  თბილი საღამოები  და წიგნების  კითხვა საყვარელ ...

ეს წერილი მაშინ დავწერე, როდესაც ექიმმა გამომიცხადა, რომ სასწრაფო ოპერაცის თუ არ გავიკეთებდი, ჩემი ჯამრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდებოდა. დიაგნოზის დასაზუსტებლად გამოკვლევა ჩავიტარე ონკოლოგიურ საავადმყოფოში და ანალიზის პასუხის მოლოდინში ბაღში ჩამოვჯექი. რა თქმა უნდა, მთელმა ცხოვრებამ გამირბინა თვალწინ. ბავშობიდან მიტაცებდა ფიქრი. მიყვარდა განმარტოება. გონებაში სხვადასხვა პეიზაჟს წარმოვიდგენდი და შემდეგ ეს სურათები მოთხრობების სახით გადამქონდა ფურცლებზე. ამიტომ გადავწყვიტე, როცა გავიზრდებოდი, მწერალი გამოვსულიყავი. ...

”ყველა ხომალდს ზღვაში, ყველა პორტს, ჩემს მეგობრებს. ასევე, ჩემთვის უცნობ ადამიანებს. ეს წერილიც არის და ლოცვაც. ჩემს ხეტიალში, როგორც იქნა ჭეშმარიტება მოვიპოვე. მე მაქვს ის, რასაც ყველა ეძებს, მაგრამ მხოლოდ მცირედი თუ ჰპოვებს.ერთადერთი ადამიანი,რომლის სიყვარულიც დამებედა მთელი ცხოვრება, ის და მეც, ალტერბენქსისა და ლურჯი ატლანტიკის შვილები ვართ. ესაა ადამიანი, რომელმაც თვითონ მიღწია ყველაფერს. ადამიანი, რომელსაც ისე როგორც არავის, შეუძლია დააფასოს ...

საჩხერეში, სოფელ მახათაურში გავატარე აგვისტოს ცხელი დღეები. კარგია, როცა ქალაქის ხვატს გაექცევი და მშობლიურ მხარეს ესტუმრები. დღისით მდინარეზე გრილდები, ღამით – წევხარ ჰამაკში, მხრებზე პლედი გაქვს მოხვეული და ვარსკვლავების ჯადოსნურ სამყაროში ხარ ჩაკარგული. ასეთ წუთებში ადამიანი ფიქრობს: ცხოვრება მშვენიერია. კივის ჭოტი,რომელიც ბავშვობაში ძილს მიფრთხობდა. მაგრამ ახლა მსიამოვნებს მისი ხმა. ბებო ჩემს გვერდით ზის და მესაუბრება. სწუხს, რომ სალოცავი, რომელიც ჩვენი ...

ერთ ზაფხულს ჩემი ბიძაშვილის მშობლებმა, ბებიებმა და ბაბუებმა ბავშვები ერთად შეგვკრიბეს და სოფელში წაგვიყვანეს. იქ გატარებული დღეებიდან პატარა ეპიზოდს გიამბობ, ჩემო მკითხველო. სოფელი,სადაც სტუმრად ვიყავით ქარელიდან რამდენიმე კილომეტრზე მდებარეობს, მდინარეების – ლოპანისწყლისა და ფრონეს შესართავთან. ამბობენ, აქ ოდითგან ბიბინებს ყველაზე ნაყოფიერი ყანა, რომელსაც მე ,, მარტოსულების ყანა“ ვუწოდე. ჩემი ბიძაშვილი, რომლის სახლშიც ვიყავით სტუმრად, არასოდეს თამაშობდა ჩვენთან ერთად და არ ...

შემოდგომაზე, როცა ყვითლად იმოსება ბუნება და ფოთლები ნება-ნება ეცემა მიწას, განსაკუთრებით მიყვარს ქალაქში ფეხით სიარული. ალექსანდროვის ბაღს ვსტუმრობ ხშირად. ჩამოვჯდები სკამზე და ბავშვობის მოგონებებში ვიძირები სევდიანი ადამიანივით. ერთი ამბავი დღემდე არ მშორდება გულიდან. ალბათ იმიტომ, რომ ამ სიკეთის გამო არასდროს გადამიხდია მადლობა მისთვის. ბევრჯერ დავაპირე საჩუქარი მეჩუქებინა, მაგრამ ზოგჯერ შეუძლებელია ასეთი ფორმით გადაუხადო მადლობა ძვირფას ადამიანს. როდესაც სკოლის მოსწავლე ვიყავი, ...

ეს არის ისტორია ჩემს ძმაზე – ოჯახში ყველაზე მამაც და მიზანდასახულ ადამიანზე, რომელიც 2015 წელს მთავარი პრიზიორი გახდა საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში ბოდიბილდინგსა და ფიტნესში. ვფიქრობ, მისი ბიოგრაფია საინტერესოა იმით, რომ მან ბავშვობიდან დაისახა მიზანი, გამხდარიყო წარმატებული ბოდიბილდერი. მე მის გვერდით ვიდექი და ვხედავდი რამდენ რამეს აკეთებდა ყოველდღე იმისათვის,რომ რეალობა ოცნებაზე უკეთესი ყოფილიყო. თუმცა საზოგადოება,ოჯახის წევრები და ნათესავები არ იწონებდნენ მის ...