ჩემს ცხოვრებაში იყო პერიოდი,როდესაც, მართალია, პურის ფული არ მქონდა, მაგრამ ჯიბეები ოცნებებით იყო სავსე. ჩავუვლიდი ბრენდულ მაღაზიებს და მინდოდა მეგრძნო, რას ნიშნავს, როდესაც ქუჩაში ლამაზ ტანსაცმელში გამოწყობილი მიდიხარ. მე მწერალი ვიყავი, ამიტომ მინდოდა, სიტყვებით გადმომეცა დიდებულად ჩაცმული ქალის ფიქრები,მაგრამ ხელები ცარიელ ჯიბეში მეწყო. მეგობრებიც არ მყავდა, მათ რომ მაინც გაეთბოთ ჩემი ღარიბი სული. ხშირად დავდიოდი საჯარო ბიბლიოთეკასთან ახლოს მდებარე პატარა ...

სამყაროში ძალიან ხშირად შეხვდებით დედებს, რომლებმაც შვილების აღზრდას მიუძღვნეს ცხოვრება და ნაცვლად იმისა რომ ბედნიერები იყვნენ, სევდიანი გამომეტყველება აქვთ. მათ აუცილებლად შენიშნავთ, მოგინდებათ ახლოს მისვლა, და განსაკუთრებული სიტყვების თქმა, მაგრამ ზოგჯერ ამ სიტყვებს ძალა აღარ აქვთ, რადგან ისინი ფიქრობენ,რომ უკვე დაგვიანებულია კარიერის გაკეთება მათთვის, მაგრამ მე მხარზე ხელს დაგადებ და გეტყვი – იმოქმედე! უიმედოდ ცხოვრების უფლებას ნუ მისცემ საკუთარ თავს. ...

დილით,როდესაც რამდენიმე კილომენტრი გავირბინე და შემდეგ დასასვენებლად ტბის პირას ჩამოვჯექი,კიდევ ერთხელ გავაცნობიერე,რომ ძალიან ბედნიერი ადამიანი ვარ,რადგან იმ საქმეს ვაკეთებ,რომელიც მიყვარს.მადლობელი ვარ რომ სამყარომ მომცა ძალა და ენერგია ამისათვის. ამიტომ მინდა, შენც იგივე გისურვო, მეგობარო.მინდა საყვარელი საქმე იპოვო და როდესაც ერთმანეთს შევხვდებით, ამაზე ვისაუბროთ. დღეს დილით განსაკუთრებით მწვანეა ტბა. მის სიღრმეშიც მშვენიერი სამყარო იმალება.ფრინველებიც ტკბილად ჭიკჭიკებენ და ჩემს წინ მართლაც ჯადოსნური ...

♥ მთავარია რას  ფიქრობენ  და გრძნობენ ადამიანები,როდესაც სოციალური ქსელიდან გამოდიან, რთავენ  სმარტფონებს,ლეპტოპებს და რჩებიან მარტო საკუთარ თავთან. ♥როდესაც ღამით ნისლიან ცას ვუყურებ და მახსენდება როგორ გადავფრინდი რამდენიმე დღის წინ თვითმფრინავით უცხო ქვეყანაში ვერ ვიჯერებ,რომ   უკვე მეც ამ იდუმალი ცის ნაწილი ვარ. ♥ ნუ დაუმეგობრდებით თქვენს მკითხველებს დარჩით მათთვის იდუმალ ადამიანად, ან პირიქით, დაუმეგობრდით და აჩვენეთ, რომ ყველაფერი უბრალო მშვენიერია ♥ მარტოსულობა ნიშნავს როდესაც ...

დაღამემდე ჯერ ადრეა.ახლა არ ვიცი რა უნდა დავწერო.ღამის სიჩუმეში უფრო გამომდის წერა. დღეს ცივა ჩემს ტყეში. საკუთარი ხელით მოვიტანე შეშა მხრებით. დათოვლილ გზებზე წვალებით ვიარე.ჩიტებს ვეძებდი მაგრამ ვერ ვიპოვე ბეღურები. ალბათ ძინავთ.ზამთარი ძალიან ლამაზია ჩემს ტყეში მაგრამ დღეს ცივი ქარიც ქრის. შეშა ეზოში დავაწყვე. დავიბერტყე მხრებიდან თოვლი.დავანთე ბუხარი და სითბო დატრიალდა გარშემო.გავთბი.ძველი ლითონის ჩაიდანი შემოვდგი ცეცხლზე და მოვიხვიე პლედი მხრებზე.როდესაც ქალაქში ...

 2.ოქტომბერი მიუნხენშიც  მზიანი ამინდია დღეს. ოქროსფერი სხივები შემოდიან სულში და ფიქრობ, სწორედ ეს არის სამოთხე..ბედნიერი ხარ და თავს კარგად გრძნობ,ცხოვრება გიხარია.მეტროდან ამოვდივარ და ფრანგულ კაფეში შევდივარ,რომ კარგად მოვკალათდე დილის ფინჯან ყავასთან ერთად ფანჯარასთან და დავწერო ყველაფერი – ეს ძალიან მერთულება.. ახლა,მხოლოდ გარგარის ნამცხვარი “ტატენის”დაგემოვნებაა სასიამოვნო..ადამიანები ბედნიერი სახეებით მიიჩქარიან სამსახურებში,მიიჩქარიან მეტად მნიშვნელოვან საქმეებზე.. იღიმიან და შეიძლება ამ ღიმილის მიღმა,სადღაც მათშიც არის ...

სიყვარულია  – როდესაც, რომელიმე კაფეში, საყვარელ ადამიანთან ერთად მიირთმევ ფინჯან ყავას. საუბრობთ  წიგნებზე,მუსიკაზე და წვიმის წვეთები კი ეცემიან მინას ფანჯარაზე.ფიქრობ,  ბედნიერება სამუდამოდ შეიძლება გაგრძელდეს  და საოცარ სიმყუდროვეს გრძნობ.  ყველაზე დამაფიქრებელი ნახატებია სამყაროში – ქალი,რომელიც ხმელ ფიჩხებს აგროვებს შეშის ღუმელისთვის ტყეში. ქალი,რომელიც ყინვაში ქუჩაში ვაჭრობს, რომ ორი ლუკმა მიიტანოს სახლში…ქალი,რომელიც უცხო ქვეყანაში ოჯახს მოშორებული სახლებს ალაგებს შვილებისთვის.. გული – ზოგჯერ შიში ...

5 აგვისტო დიდი ხანია დასასვენებლად არ ვყოფილვარ,ამიტომ,როგორც კი დაიძრა ჩემი სამგზავრო მანქანა,მაშინათვე გავიღიმე.2 საათში უკვე საჩხერეში ვიყავი.მახათაური ჩემი ქმრის სოფელია.აქ მე არ მიცნობენ ჯერ.არც ხეებისთვის და მთებისთვის არ მომიყოლია ჩემი ამბები.აქ ყველაფრისთვის უცხო ვარ. აქ მთებმა ჯერ არ იციან,რომ დადუნა ვარ,რომ მიყვარს ფოთლები,ხეები და ადამიანები. როდესაც ორი პატარა გყავს,რთულია განმარტოვდე და დღიურში ჩაწერო შენი განცდები და შთაბეჭდილებები,მაგრამ მე წერის გარეშე ...

‘The world in your hands“ – ზედმეტად ამბიციური განაცხადია, არა?! და მაინც როგორ არის შესაძლებელი მთელი ქვეყნიერების შენს ხელებში მოქცევა?!მთავარია იცოდე, რა არის შესაძლებელი. იცოდე, რა მიზანი გაქვს, თუმცა ჩვენდა  სამწუხაროდ, დღეს ბევრი ადამიანი უარს ამბობს თავის მიზნებსა და ოცნებებზე, რადგან უბრალოდ თვლიან, რომ  მათ ოცნებებს განხორციელება არ უწერიათ. საინტერესოა შესაძლებელია თუ არა მიაღწიო   დასახულ მიზანს, გახდე ის, ვინც გინდა რომ ...

1.გათხოვილი დაქალი მყავდა სტუმრად.მეც, სამი შვილი მყავს.ყველა თემაზე ვისაუბრეთ ჩქარ-ჩქარა.ბავშვებზე,მათ კვებაზე,მოულოდნელ ალერგიებზე პატარებში,დაღლილობაზე.საოჯახო საქმეებზე,დროის არ ქონაზე. პატარები კი  გამალებით დარბოდნენ ჩვენს გარშემო.ნამდვილი ორთაბრძოლა იყო გაჩაღებული.ჩვენ კი ძლივს მოვასწარით ყავის მოსმა და  კრუასანის მოკბეჩა,ძლივს მოვასწარი მეორე ქალაქიდან დიდი ხნის უნახავი მეგობრისთვის საიდუმლო გამენდო და მეთქვა,რომ ჩემი ქმარი კვლავ  ძველებურად  მიყვარს. 2.მუსიკა ხელოვნების ერთადერთი დარგია,როდესაც სიტყვები შეიძლება არ გესმოდეს,მაგრამ მაინც ატირდე.. 3.წერა ...