ხშირად ორგანიზაციებს თავიანთ შინაგანაწესში საკმაოდ კარგად და მკაფიოდ აქვთ გაწერილი კომპანიაში მომუშავე თანამშრომლების მომსახურების სტანდარტები, მაგრამ რეალურად ძალიან ცოტა დამსაქმებელი თუ აქცევს ყურადღებას იმას, თუ რამდენად ზედმიწევნით იცავენ და მიყვებიან მათ კომპანიაში დასაქმებულ ადამიანები მოცემულ წესებს. არის კატეგორია დამსაქმებლების, რომლებისთვისაც ეს ფაქტი ისეთივე უმნიშვნელოა, როგორც მათი თანამშრომლებისთვის, არიან ისეთებიც, რომლებიც იზიარებენ მომსახურების სტანდარტების არსებობის აუცილებლობას, თანამშრომლებისთვის ამზადებენ პრეზენტაციებს, ატარებენ ტრენინგებს, ...

როგორ მივაღწიოთ დასახულ მიზნებს?! გინდა მიაღწიო შენს მიზნებს?! დიდხანს აღარ იოცნებო, არამედ ისინი რეალობად აქციო?! ხო?! მაშინ ამ გვერდზე სწორად მოხვდი. ამ სტატიაში გაჩვენებ: როგორ გაიგო,საერთოდ რა მიზნები გაქვს. როგორ მიაღწიო შენს მიზნებს მარტივად. როგორ გადალახო ეჭვები და შიშები, რომლებიც შენს მიზანს მოაქვს. და გააკეთო ის, რაც მთელი გულით გინდა. კარგად ჟღერს?!მაშინ დავიწყეთ: საუკეთესო ჩემს სტატიაში ისაა, რომ სტატიის ჩაკითხვისთანავე ...

,,ჩვენი გაცნობიდან 40 წელზე მეტი გავიდა,ჰო,ასეა, ჩემო ძვირფასო, მაგრამ თითქოს გუშინ იყო ჯარიდან ახალი დაბრუნებული კისერს რომ ვიტეხავდი უნივერსიტეტის ეზოში მოსასვლელად , ლექციიდან გამოსული რომ დამენახე. სანამ გაგიცნობდი, ბევრჯერ ვმდგარვარ ,დიდხანს მიყურებია შენთვის და მოსვლა ვერც გამიბედავს.საკმარისი იყო ჩემს მხარეს შემთხვევით გამოგეხედა, ჩემს ძლიერ კუნთებს მაშინვე რაღაც ემართებოდათ და ერთიანად სუსტებოდნენ . შენ კი უბრალოდ გამოგიხედავს და არც გცოდნია, რომ ...

ბავშვობაში ხშირად მესიზმრებოდა უცნაური ფორმისა და ფერის ქმნილებები, ნივთები, შეგრძნებები. ალბათ გიკვირთ როგორ შეიძლება შეგრძნება იყოს ფერადი და ჰქონდეს ფორმა, თუმცა ყველაფერი რისი წარმოდგენაც ადამიანის გონებას შეუძლია რეალურია. გამოღვიძებისას საშინელ სიცარიელეს ვგრძნობდი. სიცარიელეს, რომელსაც მუქი ლურჯი ფერი ჰქონდა და მრგვალი ფორმისა იყო. რეალობისა და წარმოსახვის გამიჯვნა ჩვენს ტვინს უმძიმს თუმცა მაინც ახერხებს ამას და შედეგად საშინელ ტკივილს ვგრძნობთ. წარმოსახვა ისეთი ფერადი, ...

ჩემი ცხოვრების უმეტესი ნაწილი ამ კითხვის ძიებაში გავატარე. წარმოდგენა არ მქონდა, ვინ ვიყავი, სად მინდოდა მეცხოვრა და რისი გაკეთება მინდოდა ცხოვრებაში. მოჯადოებულ წრეზე დავდიოდი, დავდიოდი და დავდიოდი…. და კარებს ვერსად ვპოულობდი. და არაფრით მეხმარებოდა ის ფაქტი, რომ ჩემი მეგობრები, ნათესავები, კლასელები თუ კურსელები ერთი შეხედვით შთაბეჭდილებას ტოვებდნენ, თითქოს ყველა მათგანმა ზედმიწევნით იცოდა, საით მიდიოდა მათი ცხოვრების გზა. მაგრამ სადღაც, ნელ-ნელა ...

 “-პუჰ, რისი კეთება გიყვარს ყველაზე მეტად? -ყველაზე მეტად – უპასუხა პუჰმა – ალბათ მიყვარს…და აქ მას მოუწია გაჩუმება და დაფიქრება, რადგან უნდოდა ეპასუხა, რომ ყველაზე მეტად უყვარს თაფლის ჭამა, მაგრამ გაახსენდა რომ არსებობს ერთი მომენტი რომელიც თაფლის ჭამის პროცესზე მეტად სიამოვნებდა. მან არ იცოდა რა ერქვა იმ გრძნობას, რომელიც თაფლის ჭამის დაწყებამდე ეუფლებოდა, ეს რაღაც კარგის მოლოდინი იყო და თვით ...

მე -19 საუკუნის თურქეთში რომ მეცხოვრა , ალბათ მაშინაც ასეთივე ზღვას გადავიღებდი. ჩუმს , მონაცრისფრო-მოცისფროს , მიტოვებულსა და მდუმარეს , თუმცა მაინც იმედით სავსეს. იმ იმედით სავსეს , რომელიც გზაარეულ გემს გზას აპოვნინებს , მიტოვებულ ბერიკაცს პატრონს გამოუჩენს , შრომისგან დამჭკნარ თითებს კი უკანასკნელ წუთებში შვებას მოუტანს . როცა ამ ფოტოებს ვუყურებ , ვფიქრობ რატომ რჩება ,ცხოვრების გარკვეული კადრები , ...

ფიქრებში და ოცნებებში გახვეული მივაბიჯებ ქუჩაში შემოდგომის ერთ თბილ და ლამაზ დღეს. სადაც შემიძლია შევხვდე ყველა ასაკის ადამიანს. შემიძლია გავხდე ბევრი ადამიანის წუხილის, წვალების, უბედურების ან იქნებ ბედნიერების და სიხარულის მოწმე. ვუყურებ ხალხს და ვფიქრობ იციან თუ არა მათ რა არის სიცოცხლე, რა არის ბედნიერება ან თუნდაც ტანჯვა. ვფიქრობ და მეც ჩემებური დასკვნები გამომაქვს. … და როდესაც ამდენი სახის ტკივილის ...

უცნაურია, მე მინდა მოგითხროთ ორ მოვლენაზე, რომელიც ხშირად ერთმანეთს განსაზღვრავს. არც ვიცოდი რამე ურთიერთდამოკიდებულება ,თუ ჰქონდათ ვიდრე გავიზრდებოდი. მოდით, დავიწყოთ. ყველა ჩვენგანს უყვარს, როცა თავს გრძნობს გამორჩეულად და ყველა ჩვენგანს უყვარს დედა. რა ცუდი სტატიაა, უფრო საინტერესოზე ხომ არ გადავიდე?! იფიქრებს ჩემი მკითხველი. არა ! დარჩი აქ და მომეცი შანსი აგიხსნა. იქნებ, რაღაც ისეთი დავინახე, რაც ჯერ შენ არ გინახავს. ...