თუთანა კვარაცხელია „მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის“, (WEG) 2017 წ. 2015 წელს, პარიზში, ინგლისის ყოფილმა პრემიერ მინისტრმა, დევიდ კემერონმა მსოფლიოს ქვეყნების ლიდერებს მიმართა კითხვით, თუ რას უპასუხებდნენ შვილიშვილებს, როცა ჰკითხავდნენ, რატომ არაფერი მოიმოქმედეს კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ, რატომ არაფერი იღონეს, როცა ხედავდნენ როგორ იცვლებოდა ზღვის დონე, მრავლდებოდა გაუდაბნოებული ადგილები, ნადგურდებოდა საკვები და იღუპებოდნენ ადამიანები. რა იყო ასეთი ძნელი? დღეს მეცნიერების 97% თანხმდება, რომ ...

მინდა გიამბოთ სხივებზე – მარადციმციმა გრძნობებზე. ყველაზე მეტად გული იმაზე მწყდება, რომ საოცნებო სიზმარსაც კი ადრე თუ გვიან დასასრული აქვს. ის გმირები, რომლებიც წამიერად ჩნდებიან შენს წარმოსახვაში, წამიერადვე ქრებიან და უჩინარდებიან, თუმცა სამუდამოდ გამახსოვრებენ თავს. შენ კი ამ მოგონებებით ცდილობ ახალი კადრების შექმნას და ფიქრობ, რა იქნებოდა ამ ყველაფერს რეალობის სახე რომ მიეღო. ყველაზე უცნაური ისაა, რომ ინტერესთან ერთად შიშიც ...

მე ვინ მომცა მაგის ბედი? ცხოვრებაში ვერაფერს მივაღწიე! ყელს ზევით ამოვიდა ეს უიღბლობა… ალბათ, ცხოვრებაში ერთხელ მაინც წამოგვცდენია ნებით თუ უნებლიედ მსგავსი საყვედურებით სავსე ფრაზები. ყოევლთვის ვეძებთ დამნაშავეს სხვაში ან რაღაცაში რაც ჩვენს უსუსურობას ამართლებს. გინდა? მიიღე. გსურს? დაიმსახურე. ეძებ? იპოვე. გინდა გჯეროდეს? დაიჯერე. ცხოვრების ორომტრიალს შენი სადარდებელს ნუ დაუმატებ მას თავის სადარდებელიც ეყოფა, რომ ამდენი ადამიანია ამქვეყნად და თითოეულის ...

ბებია, სკოლა -სკოლა და ბებია……. ,, მოგონება ადამიანს შიგნიდან ათბობს” /ჰარუკი მურაკამი/ წარსული ორმაგად ძვირფასია ყოველი ადამიანისთვის.ხოლო ბავშობის მოგონებებზე ძვირფასი არაფერია. ონავარი ბავშობა- ბაღი, სკოლა და შემდეგი სიყმაწვილის წლები, რომლებიც რათქმაუნდა ნელ-ნელა იცვლება და ვითრდება. ის ჰგავს იმ ახლად დარგულ ნერგს, რომელიც გაშლის მაღალ სივრცეში ტოტებს და ემზადება ამაო საწუთროებასთან შესაჭიდებლად . მაშინ ალბათ ვერც კი წარმომედგინა პატარა უსუსურ ბავშს ...

      Fatalism-ის წინააღმდეგ! ანუ მართლშეგნების მცდარ შეხედულებაზე… ფატალიზმი – ( ბედისწერა) მსოფლმხედველობა, რომლის თანახმად სამყაროს ყოველგვარი ხდომილება და ადამიანის მოქმედება წინასწარ არის მკაცრად განსაზღვრული, ყველაფერი გარდაუვალია, რადგან გამორიცხულია შემთხვევითობა, შესაძლებლობა, ალბათობა და თავისუფლება… ფატალისტი ადამიანების  მთავარი პრობლემა გახლავთ ის, რომ თავიანთ ცოდვებს უფალს მიაწერენ, რადგან სურთ მოიხსნან პასუხისმგებლობა ჩადენილ ბოროტებაზე!… ამ საკითხთან დაკავშირებით საინტერესოა ისტორიული რაკურსის მიმოხილვა, რომელიც ...

მზე ჩაესვენა სამზეურში, ვნებიანმა ზღვამ სიცივეს უმატა, ტალღები კი აღარ ბობოქრობენ , თრთიან აჰყოლიან სხეულს მრთოლვარეს , ყოველი მიხვრა მოხვრისას ტალღები ბანს იძლევიან, ხვშინავენ და იძირებიან ვნებებთა სახლში, უიალქნო და ღუზა ჩაშვებულ გემში. გაუმაძღარი სხეულები ერთმანეთს შემოხვევიან, თითები მალის ძვლებს ითვლიან, თვლა განმეორებით სრულდება რადგან ციფრები ფიზიკურად მომიოხრებიან. დაუცხრომელი ბაგეები ერთმანეთს ერწყმიან ,სისხლი მოძრაობას იწყებს  სუნთქვა ხშირდება და ჰაერი არა ...

როგორ ვიცხოვოთ მორალურად? ამ კითხვაზე პასუხი ჯერ კიდევ ბიბლიიდან იღებს სათავეს. ღმერთი ჭეშმარიტ გზაზე სვლის გარანტად მოყვასის სიყვარულს სახავს (“გიყვარდეს მოყვასი შენი,ვითარცა თავი თვისი”). ადამიანებმა ერთმანეთში უნდა ეძიონ ღვთის ხატება და გაუფრთხილდენენ მას,ისევე როგორც საკუთარ გულში არსებულ ღმერთს (“სასუფეველი ღვთისა გულთა შინა არს”) . სახარებისეული სიბრძნის ფორმულირებას ფილოსოფიაშიც ვხვდებით. ფრანგმა მოაზროვნემ და სოციოლოგმა,ოგიუსტ კონტმა,შეიმუშავა ახალი მოძღვრება,რომელიც ეთიკური ალტრუიზმის სახელითაა ცნობილი. ...

მსოფლიოს უნიკალურობას ემოციებისა და გრძნობების მრავალფეროვნება განაპირობებს, რომელსაც იმ კომუნათა ერთობლიობა ქმნის, სადაც თითოეული ადამიანი განსხვავებული ინდივიდია. პატარაობაში ამ თემაზე ზედაპირულად ვფიქრობდი ხოლმე და ჩემ თავს არ ვაძლევდი იმის უფლებას, რომ ფურცელზე გადამეტენა პეპლის მიერ მოფარფატებული პაწაწინა ფიქრები, მაგრამ ახლა მინდა მოკლედ და კონკრეტულად ჩამოვაყალიბო, ჩემი სუბიექტური აზრი, კომუნაში განსხვავებულობის შესახებ. თითოეულ ადამიანს დაბადებისთანავე ენიჭება უნიკალური კოდი, რაც გულისხმობს პიროვნულ ...

ამ ქვეყანას   შემოდგომის ერთ სუსხიან დღეს მოვევლინე. როგორც დედა მიყვება, მშვიდი ბავშვი ვყოფილვარ, შეუმჩნეველად გავიზარდე. სკოლაში ყოველთვის კარგად ვსწავლობდი და სანიმუშო ყოფაქცევით გამოვირჩეოდი, დაწყებით კლასებში  ეს ერთადერთი მიზეზი იყო რითაც ხალხი მიცნობდა. თავიდან  არავისთან ვკონტაქტობდი, რაც გაუბედაობის და კომპლექსების გავლენა იყო. მაშინ ალბათ არავინ იფიქრებდა ჩემზე, დიდი  მიზნები აქვსო, მაგრამ რატომღაც ყველა კარგ მომავალს მიწინასწარმეტყველებდა. არ ვიცი ეს წინასწარმეტყველება რამდენად ...

სტატიას ვარქმევ ,,ჩემი ოთახიდან დანახულ სამყაროს” როცა ჩემი ოთახი არ გამაჩნია. 😀 ყოველთვის მინდოდა დიდი ვყოფილიყავი, არ მინდოდა ბავშობა. იმდენი ვიძახე დიდობა მინდა თქო, რომ ძალიან პატარა ასაკში გავხდი ,,დიდი”. ძალიან პატარა ასაკში მომიწია გაზრდა. მაშინ როცა ჯერ კიდევ ბარბებს ვაცმევდი. დამალობანა, დაჭერობანა..არ მიყვარდა. ყოველთვის მარტო ვთამაშობდი, თუმცა ეს იმას სულ არ ნიშნავს, რომ ჩაკეტილი ვიყავი, პირიქით..უბრალოდ არ მიყვარდა სხვისი ...