“თუ შეუძლია სხვას, ე. ი. შეგვიძლია ჩვენც“ – ტანსაცმლის წარმოების ქართული სტარტაპი   

„ატას“ შესახებ რომ შევიტყვე, უნებლიედ „სიყვარული ყველას უნდა გამახსენდა“.  ჭრა-კერვის კურდამთავრებულის მიერ ერთი სოფლის შემოსვის მცდელობის ამბავი, რომელსაც თავიდან ყველა სკეპტიკურად უყურებდა. ოპტიმისტმა მაყვალამ, შეძლო სოფლის ერთ-ერთი „გავლენიანი“ პიროვნება გამხდარიყო – მოახერხა შეექმნა სერიული სამუშაო ტანსაცმელი და ცალკეულ პროფესიებსა თუ ინდივიდებზე მორგებული კოლექციები.
როგორც ერთი ქართული ანდაზა ამბობს: „ადგილის კურდღელს, ადგილის მწევარი დაიჭერსო“, და ეს მართლაც ასეა, მათ შორის ბიზნესის სფეროშიც. როგორც წესი, ადგილობრივი მოთხოვნების დაკმაყოფილება ყველაზე უკეთ ადგილობრივ წარმოებას შეუძლია.
„ატა“ არის სტარტაპი, რომელიც საქართველოში აწარმოებს სერიულ და სპეციალურ ტანსაცმელს კომპანიებისა და საცალო მომხმარებლისათვის. 
ეკატერინე ჩხეიძე (დამფუძნებელი): იდეა განაპირობა იმ ფაქტმა, რომ საქართველოში აქამდე არსებული იმპორტული ტანსაცმლის ფასი და ხარისხი თვალშისაცემად შეუსაბამო იყო.  ვაკვირდებოდით და არ მოგვწონდა, ბაზარზე აშკარად იყო ხარისხიანი ტანსაცმლის უკმარისობა. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ფერებსა და ზომებში მუდმივად ვაწყდებოდით დეფიციტს. ამ პრობლემამ გვაფიქრებინა, რომ თავად დაგვეწყო სერიული და სპეციალური ტანსაცმლის წარმოება და ამოგვევსო ის ნაპრალი, რომელიც ბაზარზე ასე ფართოდ იყო წარმოდგენილი.“
 წარმოუდგენელი ამბები რეალობად იქცევა ხოლმე, როდესაც არსებობს ოპტიმიზმი, საქმის დეტალური ცოდნა და ხარისხის შენაჩუნების შინაგანი, მძაფრი მოთხოვნილება.
ეკატერინე: „ბაზარზე ეტაპობრივად შევედით. თავიდან საბავშვო ბაღების ტენდერში მოვსინჯეთ ჩვენი ძალები, ტენდერი მოვიგეთ. ეს იყო პირველი გამარჯვება, რომელიც უდიდესი სტიმული აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ პროექტს მოგება არ მოუტანია, ჩვენთვის უმთავრესი იყო მაღალი ხარისხის პროდუქცია შეგვექმნა. მზად ვიყავით ხვალინდელი ქათმის სანაცვლოდ, დღევანდელ კვერცხზე გვეთქვა უარი.“

ბიზნესის ეტაპობრივად განვითარებას ერთი დიდი უპირატესობა აქვს, ხარვეზების აღმოჩენა ხდება და მისი გამოსწორება ბევრად მარტივია მიკრო დონეზე, მანამ სანამ საკითხი გლობალურ პრობლემაში გადაიზრდება.
ეკატერინე: „საწყის ეტაპზე არ გვქონდა ჩვენი საწარმო. გვიწევდა სხვის საწარმოში მუშობა, ეს კი არ გვაძლევდა საშუალებას ხარისხზე აგვეღო სრული პასუხიმგებლობა. აღმოვაჩინეთ ხარვეზები, რომლებიც ჩვენგან დამოუკიდებლად, ობიექტური მიზეზების გამო ხდებოდა“.
 წარმატების მიღწევის საქმეში შესაფერისი დროის შერჩევასაც მნიშვნელოვანი როლი აკისრია. სათანადო დროს სათანადო სითამამე უნდა გამოავლინო და შესაბამისი მოქმედებები განახორციელო, ერთი სიტყვით – Carpe Diem.
ეკატერინე: „მაღალი ხარისხი შენარჩუნება ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი იყო, ამისათვის კი საკუთარი საწარმოს შექმნა გვჭირდებოდა. ამ საქმეში განსაკუთრებული დახმარება გაგვიწია თიბისი ბანკის სტარტაპერის პროგრამამ. მათ მიერ მოცემული შეღავათიანი სესხით შევძელით დანადგარების შეძენა.“
 გრძელვადიანი გათვლა, რეპუტაციის მენეჯმენტი და ადგილობრივი მოთხოვნების ზუსტი გათვალისწინება აუცილებლად იძლევა მაღალ შედეგებს. ბიზნესი კონკურენტუნარიანი ხდება მიუხედავად გაჯერებული ბაზრისა და საერთაშორისო კონკურენტებისა, რომელთაც მასშტაბის ეფექტის ხარჯზე უპირატესობა აქვთ.
ეკატერინე: „ვთანამშრომლობთ რამდენიმე საცალო გაყიდვის პუნქტთან, მათ შორის უმთავრესია „კარფური“. მათ ბაზაზე ვათავსებთ სერიული წარმოების ტანსაცმელს და ისინი საცალო დონეზე ყიდიან ჩვენ პროდუქციას. იყო შემთხვევა, როდესაც ვერ ვასწრებდით ერთ-ერთი დამკვეთისათვის სათანადო რაოდენობის ტანსაცმლის დროულად მიწოდებას. მიუხედავად იმისა, რომ ამის გამო არავითარი იურიდიული სანქცია არ გვემუქრებოდა, ჩვენთვის იმდენად დიდი მნიშნელობა აქვს რეპუტაციას, რომ საცალო ფასად შევიძინეთ „კარფურში“ ჩვენივე პროდუქცია და ამ გზით შევძელით შეთახმების შესრულება“.
#სტარტაპერი #გვეამაყები
ფოტოების ავტორი: ADvan/ედვენი

დაეხმარეთ პროექტს განვითარებაში

დონაცია

„ატას“ შესახებ რომ შევიტყვე, უნებლიედ „სიყვარული ყველას უნდა გამახსენდა“.  ჭრა-კერვის კურდამთავრებულის მიერ ერთი სოფლის შემოსვის მცდელობის ამბავი, რომელსაც თავიდან ყველა სკეპტიკურად უყურებდა. ოპტიმისტმა მაყვალამ, შეძლო სოფლის ერთ-ერთი „გავლენიანი“ პიროვნება გამხდარიყო – მოახერხა შეექმნა სერიული სამუშაო ტანსაცმელი და ცალკეულ პროფესიებსა თუ ინდივიდებზე მორგებული კოლექციები. როგორც ერთი ქართული ანდაზა ამბობს: „ადგილის კურდღელს, ადგილის მწევარი დაიჭერსო“, და ეს […]


თუ გიყვართ ჩვენი ონლაინ ჟურნალი და ფიქრობთ, რომ პროექტი მხარდაჭერასა და განვითარებას საჭიროებს, შეგიძლიათ ჩაებათ პროექტის განვითარებაში და გახდეთ მისი ფინანსური მხარდამჭერი. აირჩიეთ ოდენობა და დააკლიკეთ ღილაკს "დონაცია"
  • 5 ლ
  • 10 ლ
  • 20 ლ
  • 50 ლ
  • 100 ლ

4motivi.com
სამოტივაციო, საგანმანათლებლო და ანალიტიკური ინტერნეტ-პორტალი