85 საინტერესო ფაქტი ადამიანის სხეულზე

ტვინი:
1. ნერვული იმპულსები მოძრაობენ 270კმ/სთ სისწრაფით.
2. მუშაობისთვის ტვინს იმდენივე ენერგია ესაჭიროება, რამდენიც 10 ვატიან ნათურას.
3. ტვინის ერთ უჯრედს შეუძლია 5-ჯერ მეტი ინფორმაცია შეინახოს, ვიდრე ნებისმიერ ენციკლოპედიას.
4. ტვინი მოიხმარს მთლიანი ჟანგბადის 20%, რომელიც სისხლძარღვებს მიეწოდება.
5. ღამით ტვინი გაცილებით უფრო აქტიურია, ვიდრე დღისით.
6. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ რაც უფრო მაღალია ადამიანის IQ, მით უფრო ხშირად ხედავს ის სიზმრებს.
7. ნეირონები განაგრძობენ ზრდას მთელი ცხოვრების განმავლობაში.
8. ტვინი ტკივილს არ გრძნობს.
9. ტვინი 80%-ით შედგება წყლისგან.გრძნობები:
10. საკვების მიღების შემდეგ ჩვენ შედარებით ცუდად გვესმის.
11. შავკანიანებს გაცილებით მეტი საოფლე ჯირკვალი აქვთ და მათი კანი გამოყოფს სპეციფიურ სუნს(რომელიც ხშირ შემთხვევაში უსიამოვნოა სხვა რასების წარმომადგენლებისთვის), რომელიც შემდეგ თაობასაც გადაეცემა თუ შთამომავლის ერთ-ერთი მშობელი არის შავკანიანი.
12. თუ თქვენს ნერწყვს არ შეუძლია გახსნას თქვენ მიერ მიღებული საკვების ელემენტები, თქვენ ვერ შეიგრძნობთ გემოს.
13. სუნის აღქმის უნარი ქალებს დაბადებიდან უფრო განვითარებული აქვთ, ვიდრე მამაკაცებს.
14. ცხვირს ახსოვს 50 000 სხვადასხვა არომატი.
15. ყველა ადამიანის მხოლოდ 1/3 აქვს 100%-იანი მხედველობა.

შინაგანი ორგანოები:
16. ყველაზე დიდი შინაგანი ორგანო წვრილი ნაწლავია.
17. ადამიანის გული ქმნის წნევას, რომელიც საკმარისია, რომ სისხლი 8 მეტრზე გადაანთხიოს.
18. მჟავას, რომელიც ადამიანის კუჭშია, შეუძლია დაადნოს მეტალი.
19. ადამიანის სისხლძარღვთა სიგრძე – 96 000 კმ-ია.
20. კუჭი განიცდის სრულ განახლებას 3-4 დღეში.
21. ფილტვების ზედაპირის ფართობი დაახლოებით უდრის ტენისის კორტის ფართობს.
22. ქალის გული უფრო სწრაფად ცემს ვიდრე მამაკაცის.
23. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ თირკმელს 500-ზე მეტი ფუნქცია აქვს.
24. მარცხენა ფილტვი მარჯვენაზე მცირეა, გულისთვის ადგილი რომ იყოს.
25. შესაძლებელია მოიშოროთ შინაგანი ორგანოების დიდი ნაწილი და ჩვეულებრივად განაგრძოთ ცხოვრება.

ორგანიზმის ფუნქციები:
26. დაცემინების სისწრაფე შეადგენს 160კმ/სთ-ს.
27. ხველების სისწრაფემ შეიძლება მიაღწიოს 900კმ/სთ-ს.
28. ქალები ორჯერ უფრო ხშირად აპაჭუნებენ თვალებს.
29. გავსებული შარდის ბუშტი ფეხბურთის ბურთის ზომამდე აღწევს.
30. ადამიანის ცხოველქმედების პროდუქტების 75% წყლისგან შედგება.
31. ფეხებზე არის დაახლეობით 500 000 საოფლე ჯირკვალი, მათ შეუძლიათ გამოიმუშავონ დღეში ერთი ლიტრი ოფლი.
32. ცხოვრების განმავლობაში ადამიანი გამოიმუშავებს იმდენ ნერწყვს, რომ ეს საკმარისი არის აუზის გასავდებად.
33. ადამიანი საშუალოდ 14-ჯერ უშვებს გაზებს დღის განმავლობაში.

სექსი და ორსულობა:
34. ყოველ დღე მსოფლიოში საშუალოდ 120 მილიონი სქესობრივი აქტი ფიქსირდება.
35. ყველაზე დიდი უჯრედი არის კვერცხუჯრედი, ყველაზე მცირე – სპერმოტოზოიდი.
36. ორსულობის პირველი ტრიმესტრის განმავლობაში ქალები სიზმარში ყველაზე ხშირად ხედავენ: ბაყაყებს, ჭიებს და მცენარეებს.
37. კბილები ადამიანის გაჩენამდე 6 თვით ადრე იწყებენ ზრდას.
38. თეთრკანიანი ბავშვების 95% ცისფერი თვალებით იბადება.
39. ყოველი 2000-ე ბავშვი იბადება კბილით.
40. ნაყოფი იძენს თითის ანაბეჭდებს სამი თვის ასაკში.
41. ყველა ადამიანი, საკუთარი ცხოვრების ნახევარი საათის განმავლობაში წარმოადგენდა მხოლოდ ერთ უჯრედს.
42. ძილის დროს მამაკაცების უმრავლესობას ერექცია მოსდის ყოველ ნახევარ ან ერთ საათში – ტვინი ხომ ღამით უფრო აქტიურია.
43. თითქმის ყველა ადამიანს განუცდია ორგაზმი ძილის დროს – ამის მიზეზი სიზმარია.

თმები და ფრჩხილები:
44. თმა სახეზე იზრდება ნებისმიერ სხვა ადგილზე უფრო სწრაფად.
45. ყოველდღიურად ადამიანი საშუალოდ კარგავს 60-100 თმას.
46. ქალის თმის დიამეტრი ორჯერ უფრო მცირეა, ვიდრე მამაკაცისა.
47. ადამიანის თმას შეუძლია გაუძლოს 100კგ წონას.
48. ფრჩხილი შუა თითზე დანარჩენებთან შედარებით იზრდება უფრო სწრაფად.
49. ქერებს გაცილებით მეტი თმა აქვთ, უბრალოდ ის ნაკლებად შესამჩნევია ადამიანის თვალისთვის.
50. ადამიანის თმის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 3-7 წელია.
51. თმის ცვენამ სულ მცირე ნახევარს უნდა მიაღწიოს, ეს რომ შესამჩნევი გახდეს.
52. ადამიანის თმა ფაქტიურად არ ექვემდებარება დაქუცმაცებას.

დაბერება და სიკვდილი:
53. კრემირებული ადამიანის ფერფლის მასა საშუალოდ 4კგ-ს შეადგენს.
54. 60-წლისთვის ადამიანების უმრავლესობა კარგავს გემოს რეცეპტროების ნახევარს.
55. თვალები მთელი ცხოვრების განმავლობაში ერთი ზომისაა, ხოლო ცხვირი და ყურები განაგრძობენ ზრდას მუდმივად.
56. 60 წლისთვის ქალების 40% და მამაკაცების 60% იწყებს ხვრინვას.
57. ბავშვის თავი შეადგენს მისი სიგრძის მეოთხედს, 25 წლისთვის თავის სიგრძე ადამიანის სიგრძის მხოლოდ 1/8 შეადგენს.

ტკივილები და ტრავმები:
58. ყველაზე ხშირად გულის შეტევები ფიქსირდება ორშაბათს.
59. ადამიანებს გაცილებით დიდ ხანს შეუძლიათ გაძლონ საჭმლის გარეშე, ვიდრე ძილის გარეშე.
60. როდესაც თქვენ ირუჯებით, ეს ცუდად მოქმედებს თქვენს სისხლძარღვებზე, რაც დროთა განმავლობაში უფრო შესამჩნევი ხდება.
61. დაავადებების 90% ჩნდება სტრესის გამო.
62. თავის მოჭრის შემდეგ, ის გონებას არ კარგავს 15-20 წამის განმავლობაში.

კუნთები და ძვლები:
63. თქვენ ძაბავთ 17 კუნთს იმისთვის რომ გაიღიმოთ.
64. ბავშვები იბადებიან 300 ძვლით, ზრდასრულ ადამიანს სულ 206 ძვალი აქვს.
65. დილით ჩვენ სანტიმეტრით უფრო მაღლები ვართ, ვიდრე საღამოს.
66. ადამიანის სხეულის ყველაზე ძლიერი კუნთი – ენაა.
67. ადამიანის სხეულის ყველაზე მძიმე ძვალი – ყბაა.
68. იმისთვის რომ გააკეთოთ ნაბიჯი, თქვენ საქმეში რთავთ 200 კუნთს.
69. კბილი ერთადერთი ორგანოა, რომელსაც არ შეუძლია რეგენერაცია.
70. კუნთები ორჯერ უფრო ნელა მცირდებიან, ვიდრე მკვრივდებიან.
71. ზოგიერთი ძვალი მეტალზე უფრო მყარია.

უჯრედის დონეზე:
72. სხეულის კვადრატულ სანტიმეტრზე 16 000 ბაქტერიაა.
73. ყოველ 27 დღეში თქვენ იცვლით კანს.
74. ყოველ წუთს ადამიანის ორგანიზმში 3 000 000 უჯრედი კვდება.
75. ადამიანები კარგავენ კანის 600 000 ნაწილაკს ყოველ წუთს.
76. ენის ყველა ანაბეჭდი უნიკალურია.
77. ადამიანის სხეულში საკმარისი რკინაა, იმისთვის რომ სეიქმნას ლურსმანი.
78. მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული სისხლის ჯგუფია – პირველი.
79. ტუჩები ლამაზია იმიტომ, რომ კანის ქვეშ ბევრი კაპილარია.

სხვადასხვა:
80. რაც უფრო ცივია ოთახი, რომელშიც თქვენ გძინავთ, მით უფრო დიდია იმის ალბათობა, რომ კოშმარი დაგესიზმრებათ.
81. ადამიანის ცრემლი შეიცავს ფერმენტს, რომელიც ანადგურებს ზოგიერთი პარაზიტის უჯრედებს.
82. ნახევარ საათში სხეული იმდენ ენერგიას გამოყოფს, რაც საკმარისია ლიტრი წყლის ასადუღებლად.
83. მანძილი თქვენს მიერ გაშლილ ხელებს შორის – არის თქვენი სიმაღლე.
84. მემარჯვენეები საშუალოდ 9 წლით მეტს ცხოვრობენ ვიდრე ცაციები.
85. ქალები წვამენ ცხიმს მამაკაცებზე ნელა – დაახლოებით 50 კალორიით ნაკლებს დღეში.

დაეხმარეთ პროექტს განვითარებაში

დონაცია

ტვინი: 1. ნერვული იმპულსები მოძრაობენ 270კმ/სთ სისწრაფით. 2. მუშაობისთვის ტვინს იმდენივე ენერგია ესაჭიროება, რამდენიც 10 ვატიან ნათურას. 3. ტვინის ერთ უჯრედს შეუძლია 5-ჯერ მეტი ინფორმაცია შეინახოს, ვიდრე ნებისმიერ ენციკლოპედიას. 4. ტვინი მოიხმარს მთლიანი ჟანგბადის 20%, რომელიც სისხლძარღვებს მიეწოდება. 5. ღამით ტვინი გაცილებით უფრო აქტიურია, ვიდრე დღისით. 6. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ რაც უფრო მაღალია ადამიანის IQ, […]


თუ გიყვართ ჩვენი ონლაინ ჟურნალი და ფიქრობთ, რომ პროექტი მხარდაჭერასა და განვითარებას საჭიროებს, შეგიძლიათ ჩაებათ პროექტის განვითარებაში და გახდეთ მისი ფინანსური მხარდამჭერი. აირჩიეთ ოდენობა და დააკლიკეთ ღილაკს "დონაცია"
  • 5 ლ
  • 10 ლ
  • 20 ლ
  • 50 ლ
  • 100 ლ