5 გაკვეთილი რომელსაც ისწავლით, თუ კომფორტის ზონიდან გამოხვალთ

ბავშვობაში კომფორტული მდგომარეობის მნიშვნელობას ვერ ვაცნობიერებთ. ჩვენი მშობლები და ახლობლები მუდამ ზრუნავენ ჩვენს უსაფრთხო და მშვიდ გარემოზე. ჩვენ კი ამ ყველაფერს, ძალიან ბუნებრივად ვიღებთ. თუმცა დგება ასაკი, როდესაც ნელნელა გარკვეულ პრობლემებთან თავად გვიწევს შეჯახება და გამკლავება.

ცხოვრებაში არსებობს მრავალი მნიშვნელოვანი საკითხი, რომლებსაც სკოლის სახელმძღვანელოში ვერ ამოიკითხავთ, ვერც მასწავლებელი გასწავლით. როგორც წესი, მათ ცხოვრებისეული სირთულეები გვასწავლიან.

სკოლის პერიოდში ხატვა მძულდა, თუმცა მაინც მიწევდა ჩემთვის ,,საძულველი’’ საქმის კეთება, უკეთესი ნიშანი ხომ უნდა მიმეღო?! მას შემდეგ არაფერი დამიხატავს და არც მომავალში ვაპირებ.

არავის უსწავლებია ჩემთვის, რომ დრო ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილია. ეს ცოტა მოგვიანებით წიგნებიდან გავიგე.
არც ის უთქვამთ, რომ ცხოვრება სირთულეებით სავსეა და არც ის, რომ როდესაც არაკომფორტულ გარემოში აღმოვჩნდები მხოლოდ და მხოლოდ მაშინ მეძლევა განვითარების საშუალება.

ხშირად მესმოდა რჩევები, რომ სახლიდან სველი თმით არ უნდა გავსულიყავი, არც მოსასხამი უნდა დამრჩენოდა, პრობლემებიც უნდა მომეგვარებინა და რა თქმა უნდა, ფრთხილად ვყოფილიყავი.

გამოცდილებით მივხვდი, რომ კომფორტულ გარემოში ყოფნისას ,,ვბრმავდები’’, ვერ ვხედავ პრობლემებს; დახშული მაქვს ყურთასმენა, პრობლემები საერთოდ არ მესმის და თავს მშვენივრად ვგრძნობ. თუმცა მუდმივად ამ მდგომარეობაში ყოფნა ჩვენ პიროვნულ ზრდას აჩერებს და განვითარებას ხელს უშლის.

შესაძლოა თქვენ ამის შესახებ აქამდე არც გსმენიათ, თუმცა ეს უნდა იცოდეთ:

1. თავისუფლება გამბედაობას გულისხმობს

,,ბედნიერების საიდუმლო თავისუფლებაშია, თავისუფლების საიდუმლო კი სიმამაცეში.’’ – თუკიდიდე.

თავისუფლება დაბადებიდან მოგვყვება და შინაგანი ხმის კარნახით ცხოვრებას ნიშნავს.

ზოგიერთი ამ ხმას სულიერ მხნეობას უწოდებს.

ეს საუცხოოა: წარმოსახვის ორგანო, ჩვევა ან შესაძლოა გონების მეგზურიც ვუწოდოთ.

ჩვენი უმთავრესი მიზანი თავისუფლებაა და მისკენ მთელი ცხოვრების განმავლობაში ვილტვით. რაც მალე მივაღწევთ, მით უკეთესი.

თვალს თუ გადაავლებთ განვლილ ცხოვრებას, ალბათ გაგახსენდებათ ის რისკიანი მომენტები, როდესაც საკუთარ სიცხოცხლეს საფრთხის ქვეშ აგდებდით, ამ დროს გამოდიოდით კომფორტის მდგომარეობიდან და იმყოფებოდით ექსტაზში, გქონდათ თქვენი ფიქრების კონტროლის შესაძლებლობა. ეს ყველაფერი კი თქვენში ემოციებს იწვევდა!

,,დაუკვირდით თქვენს ფიქრებს, ისინი თქვენი სიტყვები ხდებიან. დააკვირდით თქვენს სიტყვებს, ისინი ქმედებად იქცევიან. დააკვირდით თქვენს ქმედებებს, ისინი ჩვევებად ყალიბდებიან. დააკვირდით თქვენს ჩვევებს, ისინი ხასიათად იქცევიან. ხასიათი ყველაფერია.’’- ლაო ძი

ნამდვილი ბედნიერება თავისუფლების გზაზე სიარულშია. თავისუფლების გზაზე სიარული კი ერთგვარი თავგადასავალია, რომელიც უსაფრთხო არასდროს არის.

2. არასდროს არაფრისგან არ ხართ დაზღვეული

თვალყური ადევნეთ მსოფლიოში განვითარებულ მოვლენებს. სადღაც, შორს ცუნამს 230.000 ადამიანი ემსხვერპლა. არც ჩვენი ქვეყანაა დაზღვეული ბუნებრივი კატასტროფებისგან. ან იქნებ ვინმეს 200 ადამიანის მოკვლა აქვს განზრახული და აქედან ერთ-ერთი შენ ხარ? არავინ არის დაცული ამ გარემოებებისგან.

ეს მწარე სიმართლეა და ამავდროულად სამოტივაციო ფაქტორიც.

სტივ ჯობსი ყვება: ,, 17 წლის ასაკში ერთი ციტატა ამოვიკითხე. ის დაახლოებით ასე ჟღერს: ,, თუკი ყოველ დღე ისე იცხოვრებ, თითქოს ეს შენი უკანასკნელი დღეა, ერთხელაც ის მართლა ბოლო აღმოჩნდება.’’ ამ ფრაზამ ჩემზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა. მას შემდეგ 33 წელია, ყოველ დილით სარკეში ვიყურები და ჩემს თავს ვეკითხები: ,, თუკი ეს ჩემი ცხოვრები უკანასკნელი დღე იქნებოდა, გავაკეთებდი იმას, რის გაკეთებასაც დღეს ვაპირებ?’’ ყოველი უარყოფითი პასუხის შემთხვევაში ვხვდები, რომ რაღაც უნდა შევცვალო.’’

არავინ იცის რა მოხდება ხვალ. იცხოვრე ისე, თითქოს ეს შენი უკანასკნელი დღე იყოს.

3. დისკომფორტი ყველაზე დიდი კომფორტია

მაღვიძარას საზარელი ხმა თითოეული ჩვენგანისთვის საძულველია. 5 წუთით ძილის გახანგრძლივებისთვის ბევრი თქვენგანი ტრენინგს აცდენს ან პროექტს დებს. არავინ ფიქრობს, რომ სასურველ მიზანს ვერ მიაღწევს იქამდე, სანამ ,,5წუთიან სიამოვნებაზე’’ უარის თქმას არ ისწავლის.

გახსოვდეთ, რომ ამ შემთხვევაში ,,უიღბლობის’’ მიზეზი მხოლოდდამხოლოდ თქვენ ხართ. თქვენ ხომ სწორედ მაშინ გეძინათ, როდესაც სამყაროს ძალიან სჭირდებოდით.

ძილზე უარის თქმით შესაძლოა საშინელ დისკომფორტს უქმნით საკუთარ თავს, თუმცა დღის ბოლოს ეს ყველზე სასიამოვნო შეგრძნებაა. ყველაფერი რიგზეა და ისღა დაგრჩენიათ , მშვიდად იძინოთ.

4. კომფორტის მდგომარეობაზე უარის თქმა არც ისე მარტივია

საჭიროა ვიცოდეთ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი:

კომფორტის მდგომარეობაში თავს კარგად ვგრძნობთ, ყველაფერი ნაცნობი და ჩვეულია, არ გვჭირდება რისკზე წასვლა. აქ თავისუფლები ვართ სტრესისგან, ვაკეთებთ იმას, რისი კეთებაც ვიცით; აქ ყოფნა არ მოითხოვს დიდ ფიზიკურ ან ემოციონალურ ენერგიას. უკვე რუტინად არის ქცეული და ყოველგვარი გონებრივი დაძაბულობის გარეშე შეგვიძლია ქმედება. ამ მდგომარეობაში გვაქვს მოდუნების, ძალების მოკრებისა და ფიქრის საშუალება.

თუმცა ამ სტადიაში დიდი ხნის განმავლობაში ჩვენი განვითარების პროცესი ჩერდება.

ერთადერთი გზა შეიქმნა კომფორტული მდგომარეობა დისკომფორტისგან, საკუთარი თავის გაძლიერებაა.

ძალიან მნიშვნელოვანი იპოვოთ და აკეთოთ ის საქმე, რომელიც სიამოვნებას განიჭებთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვიქნებით გაშეშებული, კოფორტის ზონაში იქამდე, სანამ რიმეს არ შევცვლით.

5. განსხვავება უგუნურებასა და კომფორტის მდგომარეობიდან გამოსვლას შორის

,,ორი რამ არის უსასრულო: ჩვენი სამყარო და ადამიანის უგუნურება.

…თუმცა სამყაროს უსასრულობაში დარწმუნებული არ ვარ.’’ – აინშტაინი

მე მჯერა, რომ კომფორტის მდგომარეობიდან გამოსვლის ორი სახე არსებობს: კონსტრუქციული და დამანგრეველი.

ახალი სამსახურში გასაუბრებაზე მისვლისა და საკუთარი თავის ახალი საქმისთვის გამოწვევა ნიშნავს, რომ თქვენ კომფორტის მდგომარეობიდან გამოსვლას კონსტრუქციული გზით ცდილობთ.

გახსოვდეთ, რომ კონსტრუქციული გზით კომფორტის მდგომარეობიდან გამოსვლის მცდელობაც ხანდახან უარყოფითი შედეგებით სრულდება. თუმცა გასათვალისწინებელია ის მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომ თითოეული პოზიტიური მცდელობაც დადებითად მოქმედებს.

ცხოვრება უამრავ გამოწვევას გვიმზადებს, თუმცა ჩვენ ტალახიდან ამოსვლა და ადგილზე დაბრუნება ისევე შეგვიძლია, როგორც გამარჯვებულ გლადიატორს.

რა გიშლით ხელს კონსტრუქციული გზის არჩევაში?

კომენტარები