4 ძირითადი მიზეზი, რის გამოც შეიძლება ფული გადაგიხადონ

0
4 ძირითადი მიზეზი, რის გამოც შეიძლება გადაგიხადონ !

1.თუ სჭირდება
ალბათ ამას ძალიან ბევრი საუბარი და ახსნა განმარტება არ სჭირდება. ყოველდღიურ ცხოვრებაში არსებობს უამრავი პროდუქტი და მომსახურება, რომელიც გვჭირდება და მზად ვართ მათ მისაღებად ფული გადავიხადოთ.

2.თუ აიძულებთ
შეიძლება ადამიანს არ უნდოდეს ფულის გადახდა, მაგრამ რაიმემ სიტუაციამ ან ვინმემ აიძულოს ამის გაკეთება . მაგალითად, ფულის გამოძალვა იარაღის საშუალებით ან შანტაჟით, ჯარიმები, სანქციები, ყადაღა და ა.შ

3. თუ მოსწონხართ
,,ერთ დღეს ქუჩაში სეირნობისას ანი ერთმა ბიჭმა შეაჩერა. იგი გაზეთებს ყიდდა. ანის არ უყვარს გაზეთების კითხვა და მიაჩნია, რომ უბრალოდ დროის კარგვაა  გაეცნო ათასგვარ ჭორსა და პოლიტიკოსების კრიტიკას. თუმცა ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც მან გაზეთი იყიდა. საუბრის დაწყებისაც ანი თავისდაუნებურად შეკრთა, ხელი თმებისაკენ წაიღო და მიუხედავად იმისა, რომ ეჩქარებოდა ბოლომდე მოუსმინა მას. მაღალი, სიმპათიური,კარგად ჩაცმული და ლამაზად მოსაუბრე ახალგაზრდა, სწორედ ისეთი ბიჭი იყო, როგორიც მას მოსწონდა.  არცთუ ერთწუთიანი საუბრის შემდეგ ანიმ ღიმილით გადაიხადა ფული იმაში, რაც არ სჭირდებოდა”.
4. თუ მათ ამის გაკეთება სიამოვნებთ
შეიძლება ეჭვის თვალით შეხედოთ ამ საკითხს და დასვათ ლოგიკური კითხვა:ვის ან რატომ უნდა სიამოვნებდეს ფულის გადახდა თქვენთვის? მოდით ამაზე პასუხის გასაცემად ცნობილ ადამიანთა ორი მაგალითი მოვიყვანოთ.
ქველმოქმედება, სხვა ადამიანთა დახმარება, კეთილი საქმის კეთებით მოპოვებული ბედნიერება, პიროვნული სიამაყე და თვითკმაყოფილება, ალბათ საკმარისზე მეტია, იმისათვის , რომ მე ფული გადამეხადა…
ენდრიუ კარნეგი (,,ამერიკული ფოლადის მამა”,–დ წოდებული პიროვნება,რომელიც 5 მილიარდიან კაპიტალს ფლობდა)როდესაც გარდაიცვალა მის დღიურში იპოვეს ჩანაწერი, რომელიც მან 20 წლის ასაკში დაწერა:
ვაპირებ, რომ ჩემი ცხოვრების პირველი ნახევარი მოვახმარო – ფულის შოვნას, მეორე კი – ფულის დარიგებას.”
სწორედ ამ მიზნის მიღწევით იყო შთაგონებული იგი მთელი ცხოვრება და შეიძლება თამამად ითქვას, რომ მან შეასრულა თავისი პირობა…
მეორე ისტორია, რომელიც მინდა მოგიყვეთ მართლაც მეტად შთამაგონებელი და დასაფიქრებელია. ჯიმ რონი ( გამოჩენილი ორატორი, მწერალი, ბიზნესმენი  და მოტივაციური მრჩეველი) მოგვითხრობს:
“ერთ საღამოს კარზე გაუბედავი კაკუნი მომესმა. კარი გავაღე და მასთან პატარა ცისფერთვალება გოგონა იდგა, რომელმაც ,,გერლ– სკაუტის” ნამცხვარი შემომთავაზა სულ რაღაც 2 დოლარად. ვერც კი წარმოიდგენთ თუ როგორ მინდოდა მეყიდა, მაგრამ სამწუხაროდ ორი დოლარი არ მქონდა.
ყველაზე კარგი რაც იმ წუთას მოვიფიქრე იყო ის, რომ გავიღიმე და ვიცრუე : “გმადლობთ, გოგონა. მე უკვე მაქვს ამგვარი ნამცხვარი სახლში”. გოგონა დამემშვიდობა, თუმცა სირცხვილი და უხერხულობა ჩემთან დარჩა. მე 2 დოლარიც კი არ მქონდა, იმისათვის, რომ ნაცხვარი მეყიდა,გოგონას დავხმარებოდი და თავი კმაყოფილად მეგრძნო.”
ამ შემთხვევამ მასზე დიდი გავლენა იქონია და მან თავს პირობა მისცა, რომ მუდამ ექნებოდა ჯიბეში ასეულობით დოლარი, რომ ეს აღარ განმეორებულიყო. და მან , რომ ეს პირობა შეასრულა, სწორედ ამის გამოა, რომ “გერლ სკაუტის” ისტორიას ასეთი ბედნიერი დასასრული აქვს :
“რამოდენიმე წლის შემდეგ, როდესაც მანქანაში ვჯდებოდი თვალი მოვკარი ორ გოგონას, რომლებიც გერლ–სკაუტის კანფეტებს ყიდნენ. ისინი მომიახლოვდნენ და მკითხეს:

– მისტერ, იყიდით კანფეტებს?

– რატომაც არა –  ვუპასუხე მე მხიარულად.

– რისი კანფეტები გაქვთ?

– ნუშის.

– ეს ჩემი საყვარელი კანფეტია! რა ღირს?

–  სულ 2 დოლარი.

– ორი დოლარი? ავღელდი. შეუძლებელია… რამდენი კოლოფი გაქვთ?

– მე 5 – თქვა ერთმა.

– მე კი 4 –  თქვა მეორემ.

– ანუ ჯამში 9. ოქეი, ყველას ვიღებ !

უცებ ერთდროულად წამოიძახეს:

– მართლა?!

– რასაკვირველია – ვთქვი მე.

აღელვებულებმა სასწრაფოდ მომცეს ყველა კოლოფი, მე კი 18 დოლარი მივეცი და უკვე წასვლას ვაპირებდი, რომ ერთმა მათგანმა მითხრა:

მისტერ, თქვენ ძალიან მაგარი ადამიანი ხართ…
“წარმოიდგინეთ 18 დოლარი გადაიხადეთ და გულწრფელად გეუბნებიან, რომ ძალიან მაგარი პიროვნება ხართ !” (მაგალითი მოყვანილია წიგნიდან “სიმდიდრისა და ბედნიერების მიღწევის 7 სტრატეგია” – ჯიმ რონი)

და ამის შემდეგ ჯიმ რონი მუდამ თან ატარებდა ასეულობით დოლარს, რადგან ძალიან სურდა, რომ ხელიდან არ გაეშვა ასეთი შემთხვევა…

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Leave A Reply